„მშვიდად ფიქრი და რეაგირება საკმაოდ რთულია. გარდა ამისა, ახლა მერკური შეერთებულია ლილიტთან - ეს კავშირი გაგრძელდება 3 დღე, პარასკევამდე. ამ შეერთებამ შეიძლება გაააქტიუროს ჭორები, მანიპულაციები, ფსიქოლოგიური თამაშები“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ასტროლოგი წერს, რომელიც „ფეისბუკ“ გვერდს AstroBlog SkyLight მართავს.
იგი დღის რამდენიმე მნიშვნელოვან ასტროლოგიურ მოვლენაზე საუბრობს და საზოგადოებას რეკომენდაციებს უზიარებს:
„დილა დაიწყო უკურსო მთვარით, რომელიც გაგრძელდა 11:20 სთ-მდე თბილისის დროით. ასეთ დროს უმჯობესია ზედმეტად არ დაიტვირთოთ, არ შეადგინოთ გეგმები და არ დაიწყოთ მნიშვნელოვანი, ხანგრძლივ პერსპექტივაში გაწერილი საქმეები, რადგან როგორც წესი, ასეთ დროს წამოწყებული ყველა საქმე წარუმატებელი შედეგისთვისაა განწირული.
უკურსო მთვარის პერიოდი მთავრდება მთვარის გადასვლით ქალწულის ნიშანში, რაც გვეხმარება გონებრივი წესრიგის დამყარებაში. უფრო წარმატებით შევძლებთ განვახორციელოთ რუტინული, წვრილმანი, დოკუმენტებთან, და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საქმეები.
დღეს ხდება მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენა.
ნეპტუნი - პლანეტა, რომელიც მართავს არამიწიერ სამყაროს, რომელიც პასუხისმგებელია ჩვენს ოცნებებზე, გამოდის ხანგრძლივი რეტროგრადული მოძრაობის ფაზიდან. როცა ნეპტუნი სწორდება, ჩვენ თითქოს ნისლი ქრება და ბევრი გართულებული სიუჟეტი ჩვენთვის უფრო გასაგები ხდება. ყველაფერი, რაც ბოლო დროს გვიქმნიდა ეჭვებს, ილუზიებს, ჭარბ მოლოდინებს ან პირიქით, აპათიურ მდგომარეობას, თანდათან სიცხადეს იძენს.
თანდათან ვიგრძნობთ, როგორ აქტიურდება ჩვენი ინტუიცია, რომელიც უამრავ მინიშნებებს მოგვაწვდის ქვეცნობიერის მეშვეობით. ამიტომ, ყურადღებით იყავით სიზმრების, უეცარი გაცნობიერების მიმართ, ყური დაუგდეთ თქვენს შინაგან ხმას - ის არასდროს არ ცდება. მნიშვნელოვანი გაცნობიერებები თანდათან მოვა, თითქოს განთიადი ნელ-ნელა ანათებს ჰორიზონტს.
დღევანდელი დღის მნიშვნელოვანი ასპექტია მერკურის ოპოზიცია ურანთან.
ეს ის ასპექტია, რომელიც ხასიათდება მოულოდნელი ამბების და ინფორმაციების გავრცელებით.
მოულოდნელობები ამ ასპექტის დროს არის ჩვეულებრივი მოვლენა. ამავდროულად, შეიძლება მოხდეს ტექნიკის გაფუჭება, საკომუნიკაციო და ინტერნეტკავშირის შეფერხება, ასევე განწყობის ძლიერი რყევები.
ამ ასპექტის გავლენით მშვიდად ფიქრი და რეაგირება საკმაოდ რთულია. გარდა ამისა, ახლა მერკური შეერთებულია ლილიტთან - ეს კავშირი გაგრძელდება 3 დღე, პარასკევამდე. ამ შეერთებამ შეიძლება გაააქტიუროს ჭორები, მანიპულაციები, ფსიქოლოგიური თამაშები. ამიტომ ამ დღეებში ძალიან სასურველია ინფორმაციის საგულდაგულო ფილტრაცია, სიტყვებს არ დავუჯეროთ ფაქტების გადამოწმების გარეშე და სიფრთხილით მოვეკიდოთ მაცდუნებელ და საეჭვო წინადადებებს.
ლილიტი-მერკურის შეერთების დროს: ჩვენი კრიტიკულობა დაბალია, ემოციურობა იზრდება და ინფორმაციის სანდოობის დონე ძალიან დაბალია, შეცდომების ალბათობა კი საკმაოდ მაღალი. საფუძვლიანად უნდა შეამოწმოთ მიღებული ინფორმაცია, განსაკუთრებით თუ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება გჭირდებათ.
ნებისმიერ შემთხვევაში, ოთხშაბათს, 10 დეკემბერს მნიშვნელოვანია ვეცადოთ, არ მივიღოთ გადაწყვეტილებები ემოციურ ფონზე, არ ვიჩქაროთ დასკვნების გამოტანა.
უმჯობესია გარკვეული დროით დავაკვირდეთ სიტუაციას, გავაანალიზოთ მეტი ფაქტი, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება გადავდოთ მომდევნო დღეებისკენ, პარასკევიდან, როცა მერკური აღარ იქნება ლილიტის გავლენის ქვეშ.
ურანის ოპოზიცია მერკურის - ლილიტის შეერთებასთან და მთვარის კვადრატი ქმნის დაძაბულ კონფიგურაციას- ტაუ-კვადრატს. ამიტომ შფოთვა, შეფერხება, მოულოდნელობა – ეს არის დღევანდელი დღის ფონი. ჩვენს საუკეთესო მოკავშირეები ამ დღეს არის სისხარტე, იუმორის გრძნობა, მსუბუქი ფილოსოფია და მზადყოფნა გადაწყვეტილებების კორექტირებისთვის დღის განმავლობაში.
სასარგებლოა დალაგება, მოწესრიგება, დასუფთავება, საჭმლის მომზადება, სხეულის მოვლა. ყველაფერი, რაც იძლევა სტაბილურობის შეგრძნებას. დღეს არ ღირს დიდი შენაძენების გაკეთება, გარდა იმისა, რაც ნამდვილად აუცილებელია.
საღამო გამოიყენეთ დასვენებისთვის, მაშინაც კი, თუ გგონიათ, რომ ეს შეუძლებელია, რადგან დღეს ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი ნერვული სისტემის დაცვა, განსაკუთრებით საღამოს, როცა ინფორმაციული ქაოსი შეიძლება ყველაზე გამაღიზიანებელი იყოს.
დღეს მხოლოდ სიწყნარეს და სიმშვიდეს შეუძლია გქონდეთ ძლიერი ენერგეტიკული დაცვა.
მთვარის ასტროლოგიის მიხედვით კი დღეს ჩვენზე მოქმედებს მე-20 მთვარის დღის ენერგია, რომლის სიმბოლოა არწივი.
არწივის ენერგია – მოგვიწოდებს, მოვწყდეთ ცხოვრების ჩვეულ სცენარებს, საკუთარი თავის მიერ დაწესებული შეზღუდვებისგან გათავისუფლებას, რათა ,,უფრო მაღლა აფრინდეთ“, იგრძნოთ შინაგანი თავისუფლება, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მეოცე მთვარის დღე - ეს ჩვენი პატიოსნების და ნების გარკვეული გამოცდაა საკუთარი თავის წინაშე. კატეგორიულად გამორიცხეთ ტყუილი, ეგოისტური გამოვლინებები ან მანიპულაციები, რადგან არწივის ძალა ასეთ დროს დამანგრეველია.
ეს დღე მფარველობს მათ, ვინც მოქმედებს ღიად, გულწრფელად, საკუთარი თავის და სხვების სასიკეთოდ.
ითვლება, რომ მე-20 მთვარის დღის ძალის მხარდაჭერით ჩვენ შეგვიძლია მაღლა დავდგეთ ჩვენს პრობლემებზე, ანუ შეიძლება მოულოდნელად მოგვარდეს ის, სადაც თავად ვერ ვხედავდით გამოსავალს. ამ დღემ შეიძლება მოგვიტანოს ახალი შანსები და შესაძლებლობები.
მეოცე მთვარის დღე თითქოს გვეუბნება:
„თავი აწიე და ფრთები გაშალე, შენ უფრო მეტი შეგიძლია, ვიდრე თავად ფიქრობ“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ეცადეთ, არავის აჰყვეთ უაზრო კამათში...“ - ხათუნა ნოელი ლილიტის და მერკურის შეერთებაზე გვაფრთხილებს
⭕რა დღეებში გადავჭრათ სადავო, სასამართლო საკითხები დეკემბერში - თიკა ქოქაშვილი თარიღებს ასახელებს