თევზები - ოქტომბრის პროგნოზი:
ოქტომბერი, თევზებთან მსოფხედველობისა და პროფესიონალიზმთან დაკავშირებული მიდგომების ცვლილებას ითხოვს. შესაძლოა, ბევრ თქვენგანს გაუჩნდეს საცხოვრებელი სახლის, ქალაქის, ან ქვეყნის შეცვლის სურვილი. კარგია, თუ არ იჩქარებთ გადაწყვეტილების მიღებას, დაელოდებით დეკემბრის თვეს და თუ იგივე აზრზე იქნებით, შეგიძლიათ გადადგათ ნაბიჯები.
სამსახურებრივი თვალსაზრისით, არის გაუგებრობებისა და კონფლიქტების მაჩვენებელი. მთელი თვის მანძილზე ყურადღება გაამახვილეთ დეტალებზე. შეცდომების დაშვებისა და გაუგებრობის მაჩვენებელი დიდია.
პარტნიორულ ურთიერთობაში, იცვლება თქვენი ღირებულებები და მიდგომები. გარემოება, რომელიც ემოციურ კრიზისებს გიქმნიდათ და დესტრუქციულად მოქმედებდა განსაკუთრებით ბოლო წელიწად-ნახევრის მანძილზე დასრულდება, რაც ახალ ეტაპზე გადასვლას, ან დასრულებას გულისხმობს.
ნათესავებთან ურთიერთობები კრიზისულია. მოგიწევთ, შეცვალოთ მიდგომები და საკუთარ თავს მიანიჭოთ თავისუფლება.
ფინანსური თვალსაზრისით, ჰარმონიული თვეა. შესაძლოა იყოს შემოსავლის მატება.
მთელი თვის მანძილზე, არ ღირს ახალი საქმეების წამოწყება, კონტრაქტების გაფორმება, ან ძვირად ღირებული შენაძენების გაკეთება. არის გაუგებრობებისა და ტყუილის დიდი შანსი.
ჯანმრთელობის მხრივ, სუსტია ძვალსახსროვანი და ნერვიული სისტემა.
ოქტომბრის ჰარმონიული დღეები ახალი საქმის დასაწყებად; სილამაზის პროცედურებისათვის; კონტრაქტების
გასაფორმებლად: 14;15;18;21;22;23;24;25;
ოქტომბრის დაძაბული დღეები: 1;2;5;7;8;9;11;16;19;20;26;27;
ოქტომბრის ჰარმონიული დღეები დაუსრულებელი საქმის დასასრულებლად; კოსმეტიკური, ენერგეტიკული, სახლის წმენდებისთვის, ვალის გადასახდელად; უსარგებლო ნივთების მოსაშორებლად: 3;4;6;10;28;29;30;31;
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 9 ოქტომბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
⭕რისი წელი მოდის? ვისთვის იქნება ყველაზე ბედნიერი 2027 წელი, ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით