Digest Logo

„თითოეული დღე შეესაბამება თითო თვეს... პირველი 12 დღის საიდუმლო“ - როგორ დავაპროგრამოთ 2026 წელი?

1766471263
12 საიდუმლო

ეზოტერიკის პრაქტიკოსი, რომელსაც სოციალურ ქსელში Abagael Bug-ის სახელით იცნობენ, 2026 წლის მთავარ რიტუალს/ინსტრუქციას გვიზიარებს, რისი მიხედვითაც მომავალ წელს დააპროგრამებთ. 

მისი თქმით, წლის პირველი 12 დღე ძალიან მნიშვნელოვანია და თითო დღე თითო თვეს შეესაბამება:

„როგორ დავაპროგრამოთ 2026 წელი? პირველი 12 დღის საიდუმლო:

ეზოტერიკოსებმა იციან, რომ წლის პირველი 12 დღე (1-დან 12 იანვრამდე) არის წლის ჰოლოგრამა. თითოეული დღე შეესაბამება თითო თვეს.

1 იანვარი = იანვარი
2 იანვარი = თებერვალი ...და ასე შემდეგ.

როგორც გაატარებთ ამ დღეებს, ისეთი იქნება შესაბამისი თვეც.

რიტუალი-ინსტრუქცია 2026-ისთვის:

ჩაატარეთ ეს დაკვირვება:

1-ელი დღე: ყურადღება მიაქციეთ თქვენს გარეგნობას და განწყობას (ეს განსაზღვრავს თქვენს იმიჯს წელს).

მე-2 დღე: გაუფრთხილდით ფულს, არ დახარჯოთ ზედმეტი და არ ისესხოთ (ეს განსაზღვრავს წლის ფინანსებს).

მე-3 დღე: დაურეკეთ და-ძმებს და მეგობრებს (კომუნიკაციის სფერო).

მე-6 დღე: (6 იანვარი) მიაქციეთ ყურადღება ჯანმრთელობას.

მე-10 დღე: (10 იანვარი) დაგეგმეთ კარიერული მიზნები.

ჩაინიშნეთ ამ დღეების ემოციები დღიურში, რათა იცოდეთ, რას უნდა ელოდოთ წლის განმავლობაში და სად გჭირდებათ კორექტირება“, - წერს ეზოტერიკოსი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 2026 წლის იანვარში მნიშვნელოვანი ცვლილებები ელოდება

„იზრდება ე.წ. „ვარდისფერი სათვალის“ ეფექტი, ადამიანი მიდრეკილია საკუთარი ფანტაზიების რეალობად აღქმისკენ“ - რამაზ გიგაურის ასტროპროგნოზი

„არ ვიცი ამაზე ლამაზად როგორ შეიძლება დასრულდეს და დაიწყოს ახალი წელი“ - რას წერს ბარბარა სამხარაძე