ასტროლოგი ნინო ალბორიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიაში საკუთარი პოტენციალისა და ბედისწერის გაგებისას ორ მთავარ საყრდენზე განმარტებას აკეთებს: მზესა და ასცენდენტზე. ისინი ერთმანეთს არ ცვლიან, ეს ერთი ადამიანის ორი განსხვავებული, მაგრამ განუყოფელი ნაწილია:
მზე - ვინ ვარ: თქვენი შინაგანი „მე“, ცნობიერი ნება, ფსიქოლოგიური ბირთვი და ის მიმართულება, რომელშიც საკუთარი თავის რეალიზებას ცდილობთ.
ასცენდენტი - როგორ ვმოქმედებ: როგორ შედიხართ ცხოვრებაში და როგორ ადაპტირდებით მის გარემოებებთან. ეს არის თქვენი პირველადი რეაქცია, მოქმედების სტილი და ინსტრუმენტი, რომლითაც შინაგან სურვილებს რეალობად აქცევთ.
„მზე და ასცენდენტი - სად უნდა ვეძებოთ საკუთარი თავი?
მზე - არის, თუ ვინ გგონიათ საკუთარი თავი:
თქვენი შინაგანი „მე“, ცნობიერი ნება, ბუნება და ის მიმართულება, რომელშიც საკუთარი თავის რეალიზებას ცდილობთ.
ასცენდენტი - არის, როგორ შედიხართ ცხოვრებაში და როგორ ადაპტირდებით, მის გარემოებებთან. იგი აღწერს, თქვენს საწყის რეაქციას, მოქმედების სტილს, სამყაროსთან ურთიერთობის მანერას და იმ გზას, რომლითაც საკუთარ ინიციატივებს რეალობაში ახორციელებთ.
ამიტომ, ასცენდენტი მხოლოდ, როგორ გხედავენ სხვები არ არის,იგი თქვენი სასტარტო მოქმედების ინსტრუმენტია.
ნატალური რუკის აქტივაცია, სწორედ ასცენდენტის მმართველის გააქტიურებით იწყება - ადამიანის ჩართულობა კონკრეტულ ცხოვრებისეულ გამოცდილებებში.
ამიტომ მზის პოტენციალის რეალიზებაც, მხოლოდ იმაზე არ არის დამოკიდებული, ვინ გინდათ იყოთ, მნიშვნელოვანია, როგორ გამოხატავთ თავს იმისთვის, რომ ეს სურვილი რეალობად აქციოთ.
ასცენდენტის გააზრება კი, გვაძლევს ერთგვარ „ინსტრუქციას“ - როგორ გამოვიყენოთ საკუთარი ბუნება უფრო ეფექტურად, როგორ შევიდეთ გარემოებებთან ურთიერთობაში და როგორ შევქმნათ პირობები, ჩვენი ინიციატივების მხარდასაჭერად.
მზე და ასცენდენტი ერთმანეთს არ ცვლიან, ისინი ერთი ადამიანის ორი განსხვავებული, მაგრამ განუყოფელი ნაწილია:
მზე - ვინ ვარ.
ასცენდენტი - როგორ ვმოქმედებ გარე სამყაროსთან, რომ ეს „მე“ ცხოვრებაში გამოვლინდეს.
მოკლედ:
თორმეტივე ასცენდენტზე - მზის პოზიციების მაგალითებით..
ასცენდენტი ვერძი:
თუ ამ შემთხვევაში, ადამიანის ფსიქოლოგიური ბირთვი, და ცნობიერება (მზე),შეიძლება იყოს ემპათიური და მგრძნობიარე მაგ:თუ მზე თევზებშია. მაგრამ ცხოვრება რეგულარულად შექმნის მასთან, ისეთ სცენარებს, რომლებიც მისგან მოითხოვს ინიციატივას,
კონკურენტულ ბრძოლას, ლიდერობას და გამოწვევებზე სწრაფ და მკაცრ რეაგირებას. ეს მოვლენები მათგან, ავტონომიურობას და გამბედაობას მოითხოვს. შესაბამისად, ვერძის ასცედენტით ადამიანი, ერთ-ერთი ყველაზე შესამჩნევი, გაბედული და ინიციატივიანია.
ვერძის ასცენდენტის, მთავარი კარმული თემა:
მამასთან ან მამის ხაზით მამაკაცებთან ურთიერთობა. რომლებიც გავლენას ახდენს მათ, თვითშეფასებაზე, და ლიდერულ უნარებზე. გააანალიზეთ სად დგას, მარსი/ პლუტონი და როგორ ასპექტებშია ისინი.
ასცენდენტი კურო:
შეიძლება ასეთ ადამიანს ჰქონდეს მოძრავი, ინტელექტუალური და ცვალებადი ბუნება (მაგ: თუ მზე ტყუპებშია. მაგრამ გარემოებები, მისი ყურადღების ფოკუსს, მიმართავს მატერიალურ სტაბილურობაზე,რესურსების დაგროვებაზე, ფინანსურ უსაფრთხოებაზე და ფიზიკურ კომფორტზე. გარემოებები მათთან, წინ წამოსწევს პრაქტიკულობის და კაპიტალთან დაკავშირებულ ამოცანებს.
ამ ასცენდენტის არსია:
ისწავლოს საკუთარი თავის დაფასება, არ დათმოს საკუთარი რესურსები სხვების სასარგებლოდ და ამავე დროს, მშვიდად მიიღოს დახმარება, მხარდაჭერა და მატერიალური სიუხვე.
კუროს ასცენდენტით მფლობელი, საიმედო, საფუძვლიანი და დაბალანსებული პიროვნებების შთაბეჭდილებას ტოვებს. ასევე, ადამიანს ჰედონისტურ თვისებებს ანიჭებს.
მათთვის პრიორირიტეტულია,ხარისხიან საკვები,ლამაზი გარემო, კომფორტი და თავად პროცესისგან სიამოვნების მიღება. ნახეთ სად დგას ვენერა, რომელ ნიშანში/ სახლში, სწორედ ვენერას პოზიციიდან იღებთ სასტარტო იმპულსს, საკუთარი პოტენციალის რეალიზაციისთვის.
ასცენდენტი ტყუპებში:
იმ შემთხვევაშიც კი, თუ ასეთი ადამიანი, შინაგანად ღრმა და ინტროვერტულია (მაგ:მზე მორიელშია),
ტყუპების ასცენდენტით, მუდმივად იქნება ჩართული კომუნიკაციაში, სწავლაში, გადაადგილებაში, ახალი ადამიანების გაცნობასა და კავშირების შექმნაში. გარემოებები მათგან, მოითხოვს მოქნილობას, რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთებას და ინფორმაციასთან მუშაობის უნარს.
მათი მთავარი კარმული თემაა:
იპოვოს საკუთარი ადგილი, სხვებისთვის სარგებლობის მოტანით, დაეუფლოს პატიოსანი კომუნიკაციის ხელოვნებას და არ იყოს ზრდმეტად დამოკიდებული ახლო გარემოს - განსაკუთრებით და-ძმების, და ახლო ნათესავების აზრზე.
ასეთ ადამიანებს გახსნილ, მეგობრულ და ურთიერთობაში მარტივ პიროვნებებად აღიქვამენ, თუმცა ზედმეტი გახსნილობა ზოგჯერ ეჭვსაც იწვევს და შესაძლოა ისინი ცბიერ ან მანიპულატორ ადამიანებადაც კი ჩათვალონ.
ამ ასცენდენტის არსია:
ადამიანების დაკავშირება, ცოდნის გადაცემა, ინფორმაციის გამტარობა და ისეთი კავშირების შექმნა, რომლებიც რეალურ სარგებელს მოიტანს.
გააანალიზეთ, მერკური მდებარეობა, ის გაძლევთ მიმართულებას მოქმედებისთვის.
ასცენდენტი კირჩხიბში:
დაუშვათ ამავდროულად, მზე მერწყულშია. იგი, თავის ცნობიერ ბირთვში, დამოუკიდებელი და ნოვატორია. მაგრამ, ის ამასთან ერთად აღმოჩნდება, ისეთ რეალობაში, სადაც მთავარი კარმული გაკვეთილები და მნიშვნელოვანი მოვლენები, მოდის: უძრავი ქონების, ოჯახის, საგვარეულოს, ან ოჯახის შექმნის და ფსიქოლოგიური უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული. გარე მოვლენები აიძულებს მას, ყურადღება აბსტრაქტული, გლობალური იდეებიდან, ღრმა ემოციურ მიჯაჭვულობებზე გადაიტანოს. შედეგად ისინი, ემოციურად ღრმა პიროვნებებად აღიქმებიან და მათ გვერდით უჩნდებათ, უსაფრთხოების მიღების განცდა.
მათი მთავარი გაკვეთილია:
საკუთარ თავში აღზარდოს მზრუნველი „შინაგანი მშობელი“ და შეწყვიტოს სიყვარულის, თუ უსაფრთხოების ძიება მხოლოდ გარემოდან.
კირჩხიბის ასცენდენტის არსია:
ისწავლოს ზრუნვა, არა მხოლოდ სხვებზე, არამედ საკუთარ თავზეც. თავად გახდეს საკუთარი თავისთვის ის მხარდამჭერი, რომელიც შესაძლოა ბავშვობაში აკლდა კიდეც.
შეაფასეთ მთვარის პოზიცია, იგი მოგცემთ მიმართულებას, როგორ და საით მიმართოთ აქტიურად მოქმედება.
ასცენდენტი ლომში:
ამ ასცენდენტის არსია: ისწავლოს ცხოვრების აღქმა თამაშით, შემოქმედებით და მისცეს თავს სიხარულის უფლება.
და, თუ იგი, მიდრეკილია პერფექციონიზმისკენ, მოკრძალების და რუტინული შრომისკენ (მაგ: მზე ქალწულშია). ლომის ასცენდენტი გამოგიყვანთ საჯარო სივრცეში. მოვლენები ტრიალებს, შემოქმედებით თვითრეალიზაციაზე, პირადი ბრენდის შექმნაზე, ხელმძღვანელობაზე და საზოგადოებაში საკუთარი თავის გამოჩენის აუცილებლობაზე.
ლომის ასცენდენტი მზის ენერგიაა და მათი თვითგამოხატვა ქარიზმატულია.
ასეთ ადამიანებს გახსნილ, თბილ და ახლობელ ადამიანებად აღიქვამენ.
მინუსში: ვლინდება სხვების მოწონებაზე დამოკიდებულებით და ამპარტავნებით,აქვს მცდელობა, ისეთი ადამიანი ჩანდეს, როგორიც სინამდვილეში არ არის.
დადებითად: ვლინდება ბუნებრივი ბრწყინვალებით გულწრფელობით, ღირსების მაღალი შეგრძნებით და ადამიანების შთაგონების უნარით.
აქ მმართველი - რუკის სასტარტო ინიციატივის და თავად ადამიანის ბირთვის რეალიზაციაც მზეა.
მზის პოზიციით განსაზღვრავთ, თუ რა იქნება თქვენი შემოქმედებითად რეალიზაციისთვის ყველაზე მისაღები..
ასცენდენტი ქალწული:
დავუშვათ, მზე მშვილდოსანშია - ეს არის ადამიანი, რომელსაც ფართო, ფილოსოფიური და ოპტიმისტური ხედვა აქვს. ასცედენტით გარემო აუცილებლობა იქმნება , სადაც საკუთარი თავის რეალიზება, დეტალებზე ყურადღების გამახვილებით მოახდინოს. ქალწულის ასცენდენტი დაკავშირებულია რაციონალურობასთან, დეტალებისადმი ყურადღებასთან და კომუნიკაციური უნარების განვითარებასთან.
ცხოვრებისეული ამოცანები:
დაკავშირებული იქნება გარკვეულ რუტინასთან, ინფორმაციასთან,ალგორითმებთან, ჯანმრთელობის საკითხებთან და ცხოვრების, ყოველდღიური ქაოსის სისტემატიზაციასთან. აქ ზრდის წერტილია სარგებლიანობა და დისციპლინა.
ქალწულის ასცენდენტის არსია:
ინფორმაციის ზუსტად გადაცემა, ადამიანებს შორის კავშირების შექმნა და ნებისმიერ სიტუაციაში ლოგიკურობის შენარჩუნება. ნახეთ სად დგას მერკური, რომელ ნიშანში/ სახლში, და რასთანაა ასპექტირებული.
ასცენდენტი სასწორი
მაგ: მზე ვერძშია.
დიახ მათ აქვთ მკვეთრად გამოხატული დამოუკიდებელი ხასიათი და სურთ, ყველაფერი თავად გააკეთოთ, თუმცა აღმოაჩენს, რომ მაქსიმალური წარმატება და ცხოვრებისეული მნიშვნელოვანი გარდატეხები, სწორედ ურთიერთობების, პარტნიორობის, დიპლომატიის, იურიდიული შეთანხმებების და კომპრომისის პოვნის გზით მოხდება. გარემო თითქოს არ აძლევს საშუალებას, მხოლოდ „მარტოხელა მოთამაშის“ სტრატეგიით იმოქმედოთ.
სასწორის ასცედენტის მთავარი თემაა:
პარტნიორობა, შეთანხმება, დიპლომატია. ასეთი ადამიანი კონფლიქტებს ამსუბუქებს და შეთანხმების გზას ეძებს.
კარმულად ძალიან მნიშვნელოვანია დედასთან და გვარის ქალებთან ურთიერთობის თემა. სანამ ეს ნაწილი მიღებული არ იქნება, შეიძლება დარჩეს განცდა: „საკმარისად კარგი არ არის, რომ უყვარდეთ“, რაც ცხოვრების სხვადასხვა სფეროს ართულებს.
მათთვის ყველაზე დიდი საჩუქარიც და ზოგჯერ ყველაზე დიდი ტკივილიც პარტნიორია. მისთვის პარტნიორობაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ურთიერთგაცვლას, ბალანსს და სამართლიანობას.
ასცენდენტი მორიელში:
მორიელში ასცენდენტი ნიშნავს, რომ იგი ცხოვრებაში ატარებთ მეომრის არქეტიპს და მუდმივი შინაგანი გარდაქმნის პროცესშია. თუ ეს ენერგია არ რეალიზდება, შესაძლოა თვითგანადგურებისკენ წავიდეს და გამოვლინდეს სხვადასხვა ფსიქოსომატური თუ ფიზიკური პრობლემით.
თუ მაგ: ამავდროულად მზე კუროშია, ადამიანი ცნობიერად, სტაბილურობისკენ და კომფორტულობისკენ მიისწრაფვის.
მაგრამ.... ცხოვრების გზაზე რეგულარულად შეხვდება ტრანსფორმაციის აუცილებლობას. გარემო, მოვლენები მოიტანს, სხვა ადამიანების რესურსებთან, ენერგიებთან მუშაობის აუცილებლობას. კრედიტებს, ინვესტიციებს, გადასახადების, კრიზისების მართვას და ფსიქოლოგიური ბარიერების გადალახვას.
მორიელში ასცენდენტის ამოცანაა:
გამოავლინოს გამძლეობა, მართვის ძალა და სხვებს გარდაქმნისთვის გზა უჩვენოს.
აქ აუცილებელია „თვითმარქვიას სინდრომის“ დაძლევა და რეალური მოქმედება. მათი ზრდა ინტენსიური დაძაბულობის გავლით ხდება. ძირითადად, მათ მკაცრი სერიოზული და ქარიზმატული გარეგნობა აქვთ, ხოლო მენტალიტეტი განსაკუთრებული გამძლე.
ასცენდენტი მშვილდოსანში
ამავდროულად, თუ მზე კირჩიბშია.
ეს არის ადამიანია, რომელიც ორიენტირებულია სიმყუდროვეზე და პირადი საზღვრების შენარჩუნებაზე
თუმცა,მუდმივად აღმოჩნდება გაფართოებასთან დაკავშირებულ გარემოებებში.
ცხოვრება სთავაზობს, რომ ურთიერთობა ჰქონდეს უცხო კულტურებთან, გაიფართოოს მსოფლმხედველობა, აიღოს მასწავლებლის ან ექსპერტის როლი და გახდეს ადამიანი, რომელსაც სხვები მიჰყვებიან.
ასეთ ადამიანებს, ხშირად აღიქვამენ როგორც მენტორებს, იდეების გამტარებლებს და მათ, ვინც სხვებს, აზროვნების ჰორიზონტის გაფართოებაში ეხმარება. ხშირად ბავშვობიდანვე აქვთ განცდა, რომ აუცილებლად უნდა მიაღწიონ რაღაც დიდს და მნიშვნელოვანს.
აქ ამოცანაა:
შეწყვიტოთ საკუთარ მნიშვნელობაში ეჭვის შეტანა და საკუთარი პოტენციალი, ვალდებულების გამო კი არა, შინაგანი ინტერესის და შთაგონების საფუძველზე განახორციელოთ.
ასცენდენტი თხის რქაში:
მაგ: მზე სასწორშია.
ადამიანი ცნობიერად მიისწრაფვის ჰარმონიის, ესთეტიკის და კავშირებისკენ.
ამავდროულად, ცხოვრება მათ მკაცრი იერარქიის პირობებში აყენებს, მოვლენების ვექტორი მოითხოვს სოციალური სტატუსის ჩამოყალიბებას, ვადების დაცვას, დაგეგმვას და სერიოზული პროფესიული პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას.
კარმული თვალსაზრისით, განსაკუთრებული კავშირი არსებობს ბებიასთან. მნიშვნელოვანია გვარის ქალების ცხოვრების, შესაძლებლობების და გამოცდილების შესწავლა და მათი საუკეთესო თვისებების საკუთარ ცხოვრებაში რეალიზება. ქალებთან დაკავშირებულმა ცხოვრებისეულმა კანონზომიერებებმა, შესაძლოა მოქმედების და განვითარების ენერგია მოგცეთ.
ამოცანაა: იყოთ ორგანიზებული, გონიერი, დისციპლინირებული და სისტემური ადამიანი ის, ვინც დროის ფასი იცის, წესრიგს იცავს და ზოგჯერ იყოს მკაცრიც.
თხის რქაში ასცენდენტი, განსაკუთრებით კარგად ვლინდება პროფესიულ რეალიზაციაში და საზოგადოებრივ საქმიანობაში. თუმცა მათ თვითგამოხატვას, ხშირად ქედმაღლობად ან ზედმეტ სიმკაცრედ აღიქვამენ.
ასცენდენტი მერწყულში.
მაგ: ამავდროულად მზე ლომშია.
ადამიანი გამოკვეთილი ინდივიდუალისტია, რომელსაც პირადი აღიარების დიდი მოთხოვნილება აქვს.
იგი აღმოაჩენს, რომ ბედისწერის მთავარი გარდატეხები კოლექტივებში ხდება. გარემო მოითხოვს ინოვაციურობას, ტექნოლოგიების გამოყენებას, გუნდურ მუშაობას და საერთო შედეგისთვის, საკუთარი ეგოს, ცოტა შემცირების უნარს.
მერწყულის ასცენდენტით, კომუნიკაბელური და მეგობრულია, ბუნებრივად ერწყმის საზოგადოებას.
თანამოაზრეები ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა საკუთარი თავისუფლება და სურვილები, მათთვის უფრო ძვირფასია, ვიდრე იმ ადამიანებთან დარჩენა, რომლებიც „თავისიანებად“ არ მიაჩნიათ.
ამოცანაა: ადამიანების შეკრება და გაერთიანება.
კარმულად მის ცხოვრებაზე ძლიერი გავლენა აქვს, მამის ხაზით ერთ-ერთ მამაკაცს (ხშირად ბაბუას).
ისინი „თავისიანებს“ თავისუფლების და სიმსუბუქის განცდით ცნობენ. მათთვის მნიშვნელოვანია თავისუფლება სტილში, თმის ფერში, ვარცხნილობასა თუ სხვადასხვა ასაკის ადამიანებთან ურთიერთობაში.
თუ ასცენდენტის ენერგია არ რეალიზდება, შეიძლება გავლენა მოახდინოს სახსრებზე, ნერვულ სისტემაზე, სხეულის სტრუქტურაზე, პროპორციებზე და ასიმეტრიაზე.
ასცენდენტი თევზებში:
მაგ: ამავდროულად მზე ქალწულშია - იგი რაციონალური და სკეპტიკური აზროვნების მქონე ადამიანია.
თევზების ასცენდენტის შემთხვევაში აღმოჩნდება ისეთ სცენარებში, სადაც მშრალი ლოგიკა ყოველთვის არ იმუშავებს. ზოგჯერ მოუწევს დინებას მიჰყვეს და ამოცანები გადაჭრას: ფსიქოლოგიის, ინტუიციის, შემოქმედებითი შთაგონების, საიდუმლოებების და მიმდინარე პროცესებისადმი ღრმა ნდობის საშუალებით.
თევზის ასცენდენტი ადამიანს, განსაკუთრებული მიმზიდველობას სძენს. გარედან ისინი ზოგჯერ ბუნდოვნად, იდუმალად და ძნელად გასაგებად აღიქმებიან, რის გამოც, შეიძლება მცდარი წარმოდგენა შეექმნათ მათზე, თითქოს რაღაც დაფარული აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ სინამდვილეში შეიძლება ასე არც არის.
მათი კარმული არსი დაკავშირებულია:
მისტიკის, არატრადიციული მედიცინის, ფსიქოლოგიის, ენერგეტიკული პრაქტიკების და ადამიანების მდგომარეობაზე ზემოქმედების თემებთან. თანამედროვე ცხოვრებაში ეს შეიძლება, პროფესიის და საქმიანობის სახით გამოვლინდეს.
თევზების ასცენდენტის ადამიანებს აქვთ უნარი, მათ ირგვლივ შექმნან, განსაკუთრებული ატმოსფერო და თბილი აურა.
ვრცლად, ნახეთ ვიდეო: