Digest Logo

„ტკივილი გაჩვენებს იმას, რაც შენში ჯერ კიდევ სუსტია და გეუბნება: „აი, აქ უნდა გაიზარდო“... საჩუქრები მხოლოდ მათ ეძლევათ, ვინც გაკვეთილები გულწრფელად გაიარა“ - ზაზა ჯაიანი

1763741919
ასტროლოგია, ეზოტერიკა

წიგნის „გონების კოდი“, მედიტაციის საიდუმლო გზა-წარმატებამდე, ავტორი ზეზვა ჯაიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ ცხოვრებაში არაფერი ხდება შემთხვევით. ყოველი მოვლენა, ყოველი შეხვედრა და ყოველი მცირე დეტალიც კი - საკუთარ მიზანს ატარებს

მისი თქმით, როდესაც ცხოვრებაში იშლება რაღაც - ეს ხშირად სასჯელი კი არა, გათავისუფლებაა:

„ცხოვრებაში არაფერი ხდება შემთხვევით.

ხშირად ვფიქრობთ, რომ რაღაცები უბრალოდ ასე მოხდა - შემთხვევით, უცნაურად, ყოველგვარი მიზეზის გარეშე. მაგრამ სულიერი ჭეშმარიტება სხვაგვარია: ამ სამყაროში შემთხვევითობები არ არსებობს.

ყოველი მოვლენა, ყოველი შეხვედრა და ყოველი მცირე დეტალიც კი - საკუთარ მიზანს ატარებს. ზოგჯერ ეს მიზანი იმ წამს არ ჩანს, მაგრამ დრო ყოველთვის აჩვენებს, რატომ იყო საჭირო ის კონკრეტული სიტუაცია.

როდესაც რაღაც გტკივა - ეს გამოცდაა.
გინდა თუ არა, ამ ტკივილში იმალება გაკვეთილი. ტკივილი გაჩვენებს იმას, რაც შენში ჯერ კიდევ სუსტია და გეუბნება: „აი, აქ უნდა გაიზარდო“.

როდესაც ცხოვრებაში იშლება რაღაც - ეს ხშირად სასჯელი კი არა, გათავისუფლებაა.
ზოგჯერ სამყაროს სურს, შეგიცვალოს მიმართულება, მაგრამ შენ ეწინააღმდეგები, რადგან არ გჯერა, რომ უკეთესისკენ მიდიხარ.

როდესაც იღებ რაღაც კარგს - ეს საჩუქარია.
მაგრამ საჩუქრები მხოლოდ მათ ეძლევათ, ვინც გაკვეთილები გულწრფელად გაიარა.

როდესაც რაღაც გაფრთხილებს - მოისმინე.
ინტუიცია, ემოციები, უცნაური ნიშნები - ეს ყველაფერი გზავნილებია. სამყარო არასდროს გელაპარაკება ხმამაღლა, ის გესაუბრება სიმშვიდეში.

ყველაფერი, რაც შენს ცხოვრებაში ხდება - ან გასწავლის, ან გაძლევს, ან გიცავს.
შეიგრძენი ყოველი მოვლენა როგორც გზავნილი, და შენც მიხვდები, რომ ცხოვრება ყოველთვის შენს მხარესაა“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

„ძალიან საყურადღებოა ეს თემა, რადგან სოციალური ტაბუ ადევს, ყურადღება დროულად არ ექცევა, პროფესიონალების დეფიციტია“ - რას წერს ლევან შელეგია

🎥 „ახლა თქვენი დროა! გილოცავთ... იმ ადამიანებისთვის, ვინც ტოქსიკურობისკენ არიან მიდრეკილი ცოტა რთული იქნება“ - რომელ ზოდიაქოს ნიშნებს მიმართავს თათია გარანიძე

„სიკვდილი შენს წინააღმდეგ არასდროს ყოფილა, ის უბრალოდ გიცდიდა, სანამ შენ თვითონ არ მოიყვანდი მას საკუთარ გულთან“ - ქეთევან ჯანდიერის ემოციური პოსტი