Digest Logo

„სიკვდილი შენს წინააღმდეგ არასდროს ყოფილა, ის უბრალოდ გიცდიდა, სანამ შენ თვითონ არ მოიყვანდი მას საკუთარ გულთან“ - ქეთევან ჯანდიერის ემოციური პოსტი

1763735861
 ქეთევან ჯანდიერი

იურისტი, კრიმინოლოგი, პარაფსიქოლოგ-ეზოტერიკოსი, ტაროლოგი და ნუმეროლოგი ქეთევან ჯანდიერი სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც სიკვდილის შიშზე საუბრობს. 

მისი თქმით, სიკვდილი გასწავლის რა მიატოვო, რა შეიყვარო, რა დააფასო, გაჩვენებს დროის სისუსტეს და მომენტების სიწმინდეს...

გარდა ამისა, ქეთევან ჯანდიერი წერს, რომ სიკვდილი ღმერთის მაუწყებელია არა იმიტომ, რომ ადამიანს ართმევს რაღაცას, არამედ იმიტომ, რომ უბრუნებს იმას, რაც თავად არსებითად არის:

„ღირს განა ამაზე წერა? ვინ იცის.. დღეს მეგობართან საუბრისას, მოვისმინე მისი ფრთიანი ფრაზა: „როგორ უნდა გეშინოდეს სიკვდილის?! შფოთი მასზე? რატომ უნდა შეურაცხყო ასე, ის ხომ გენიალური და ფენომენალური ძალაა! რა ჰგონიათ? ასე პრიმიტიულად მოდის?!” ამან განაპირობა ახლა ამ ჩანაწერის დაბადება..

სიკვდილის შიში ეგზისტენციალურია.. ანუ, ეს არის პირველად მიხვედრა, რომ ხარ და ასევე, რომ ოდესღაც აღარ იქნები. ამ ორი, დიდი ძალის (იმპულსის) შეხვედრა ქმნის ადამიანის ყველაზე ღრმა დარდს, გაცნობიერებულ თუ გაუცნობიერებელ დონეზე.. შიშით კი არა, სიყვარულით რომ აღგაქმევინო იქნებ დაგეხმარო? ვინ იცის..

მინდა გითხრა, რომ ამ გზაზე, უცნაური რამ ხდება: რაც უფრო უყურებ სიკვდილს თვალებში, რაც უფრო აცნობიერებ მის გარდაუვალობას, რაც უფრო აანალიზებ მის უსასრულო სიმართლეს - ის სხვა სახეს იღებს..

სიკვდილი, რომელიც თავიდან იყო აბსოლუტური შიში, ნელ-ნელა იქცევა ძალად, რომლის გარეშე ცხოვრება არც კი იქნებოდა ნამდვილი. ის ხდება მიმზიდველი სიმშვიდე, სიტყვით უთქმელი თავისუფლება, სხეულისგან და ყველა ტკივილისგან გათავისუფლების ფრთხილი ენა და ერთ დღეს მიხვდები, სიკვდილი არ გიშლის ხელს სინამდვილეში - ის გეხმარება. გასწავლის რა მიატოვო, რა შეიყვარო, რა დააფასო.. გაჩვენებს დროის სისუსტეს და მომენტების სიწმინდეს..

და როცა ამას ბოლომდე შეიგრძნობ, სიკვდილი ხდება არა საშიში, არამედ სულში ჩაღვრილი სიმშვიდე, რომელიც ისეთი ახლობელია, რომ მისი სიყვარული იწყებს შიშის განდევნას და შენ ინკურნები შფოთისგან და შიშისგან, რომელიც 3 წლის ასაკში ძაღლის შემოყეფვას „დააბრალე” ან დედას, რომელმაც ყავის საყვარელი ჭიქა გატეხა და ამაზე დადარდიანებულმა ტკბილი სიტყვა არ მოგაწია და “უსიყვარულობამ უარყოფაში გადაგწია, მანდ პირველი „შიში იყო უარყოფილობის” და ა.შ.

რეალურად, შენს „დნმ“-ში ერთადერთი შიშია - სიკვდილის შიში! და ყოველი „შფოთის” ან „შიშის” იმპულსი, ასტიმულირებს/კვებავს ამ პირვანდელს..

ამის გააზრება/გაცნობიერებით, შენ აღარ გაურბიხარ არ ყოფნის შიშს, იღიმი, რადგან ხვდები: სიკვდილი შენს წინააღმდეგ არასდროს ყოფილა. ის უბრალოდ გიცდიდა, სანამ შენ თვითონ არ მოიყვანდი მას საკუთარ გულთან — არა როგორც საფრთხეს, არამედ როგორც სულიერი სიმართლის ყველაზე ნაზ ფორმას.

ასე ვიტყოდი, „სიკვდილი საიდუმლო მსახიობია“ ყოველთვის ჩრდილშია, ყოველთვის მშვიდადაა. ჰგავს ღვთაებრივ ოსტატს, რომელსაც საკუთარი სცენარი აქვს: მან იცის, როდის და როგორ უნდა გამოჩნდეს; იცის, რა უნდა შეატყობინოს ადამიანს, საკუთარი თავის შესახებ.

ამასაც დავწერ, სიკვდილი ღმერთის მაუწყებელია.. არა იმიტომ, რომ ადამიანს ართმევს რაღაცას, არამედ იმიტომ, რომ უბრუნებს იმას, რაც თავად არსებითად არის: სულიერი სიმართლე, შინაგანი თავისუფლება, უჩინარი ზომიერება, რომელსაც ყოველდღიურობაში ხშირად ვკარგავთ..

ეს არაა დასასრული. ის უფრო ჰგავს უხილავ მოქანდაკეს, რომელიც მთელი ცხოვრება თითებით გამზადებს.. ძერწავს.. თითქოს ქვის ზემოდან ნელ-ნელა აშორებს ზედმეტს, რომ ბოლოს, იმ დღეს, დაინახო, ვინ იყავი სინამდვილეში..

ადამიანს ჰგონია, რომ სიკვდილი რაღაც შორია, იქითაა. სინამდვილეში კი ის მუდამ აქ არის — ჩუმად.. დამკვირვებელივით და მშვიდად. არაფერს მოითხოვს, არაფერს ახმაურებს. უბრალოდ იცდის და მუშაობს. შიგნიდან მუშაობს — რბილად, უხილავად, უსასრულო მოთმინებით.

ხანდახან იცი, რომ რაღაც გჭამს — არა შიში, არამედ ძალა, რომელიც გშლის როგორც ძველი ხელნაწერის ფურცელს, რათა შიგნით არსებული სიმართლე გამოჩნდეს. ეს არის სიკვდილის ჟესტი.

ის არ არის პრიმიტიული.. ის, გენიალურია! „გწნეხავს”, არა იმიტომ რომ დაგასუსტოს, არამედ იმიტომ, რომ ბოლოს გაგათავისუფლოს ყველაფრისგან, რაც არ ხარ. წნეხში ხმაურები კვდებიან: სხვისი აზრები, შემთხვევითობა, ყოველდღიური სიმსუბუქე, ყველა ფუჭი გეგმა. და ბოლოს, როცა საკმარისად „გათხელდები”, როგორც ჰაერი, როგორც სუფთა ხმა, მიხვდები — ცხოვრება? აი ეს იყო მზადება სიმშვიდისთვის..

ადამიანი ყველაზე მშვიდია მაშინ, როცა მიდგება ისეთ ძალასთან, რომელსაც ვერასდროს მოატყუებს. სიკვდილი სწორედ ასეთია — აბსოლუტურად სამართლიანი და ამ სამართლიანობის წინაშე ბუნებრივად იხრება მუხლი. არა შიშით, არამედ აღიარებით.. სიდიადის აღიარებით.. ესაა ის წამი, როცა პირველად ხარ გარდაუვალთან გულწრფელი. როცა შენში მყოფი ყველა ხმაური ჩერდება და რჩება მხოლოდ ერთი — შინაგანი, ყველაზე ნამდვილი.

ადამიანი რომელიც “ნატრობს და იხმობს სიკვდილს” სინამდვილეში ითხოვს წმინდა სიმშვიდეს, რომელსაც სიკვდილი უბრალოდ გამოსახავს, როგორც არქეტიპს. ეს არის სურვილი დაბრუნდე იმ ადგილზე, სადაც აღარაფერი გტკივა, სადაც ყველა პასუხი ნათელია, სადაც ყველაფერი საბოლოოდ ხვდება თავის ადგილას.

სიკვდილი, დაღლილი სულის წყურვილია ძველ სიჩუმეზე.. ცხოვრებით თუ ავადმყოფობით დაღლილ ადამიანს სიკვდილისკენ არ აქვს ლტოლვა. მას აქვს ლტოლვა გათავისუფლებისკენ და სიკვდილი ამ თავისუფლების ყველაზე მკვეთრი სიმბოლოა.. იქ აღარ არსებობს სტრესი, აღარ არსებობს თვითშეფასების რყევა.. აღარ არის ყოველდღიური ხმაური.. აღარ არის ბრძოლა საკუთარი თავის წინააღმდეგ..

ფსიქოლოგიურად, სიკვდილის იდეა ხდება ტკივილგამაყუჩებელი, დაზიანებული სულისთვის.. გითქვამს, რომ ნეტა მოკვდე? ესე იგი თავისუფლება გინდა, რადგან თავისუფლების სრულიად აბსტრაქტული მეტაფორაა, რა მდგომარეობასაც ითხოვ, რომელიც გვასწავლის: „შენ არ უნდა დაელოდო იმას, რაც ბოლოს მოგიტანს სიმშვიდეს - უნდა შექმნა ის ახლა“.  სიკვდილი გვაჩვენებს რა არის მთავარი, რათა სიცოცხლეში დავიწყოთ ის ცხოვრება, რომელსაც ბოლოს აღარ დასჭირდება ამდენი წნეხი.

იცი? ვფიქრობ, რომ ღვთის გვერდით სიკვდილი არის ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი მსახური. ის არ არის მტერი. ისაა სუფთა მოხელე, რომელსაც მიანდვეს ერთი ამოცანა: „მომიყვანე ისინი გაწმენდილი სახით, არა შიშით, არამედ სიმართლით“ და სანამ ამ გზაზე მიდიხარ, შენში იქმნება ის შინაგანი ხმა, რომელიც ამბობს: „სიკვდილი ინატრე, არა იმიტომ რომ დასრულდეს „ტანჯვა”; ინატრე, იმიტომ რომ ბოლოს ყველაფერი ნათელი გახდეს და საწყისთან დაბრუნებისთვის მზად იყო.. მამასთან ბრუნდები.. სახლში ბრუნდები..”.

აი, როცა გზა ბოლომდე გაივლის, როცა ყველა შიში თავის ჩრდილში დაბრუნდება,როცა სხეული როგორც დამწვარი ქაღალდი ჩაიკეცება და აღარაფერი ინახება მასში ზედმეტი… ამ დროს ხდება ყველაზე უცნაური: სიკვდილი აღარ არის საშიში. ის ხდება ნაცნობი.

ის, მოდის არა ხმაურით, არამედ უმნიშვნელო ქარის მოძრაობით, როგორც ის, ვინც მთელი ცხოვრება ჩუმად გიცდიდა კედელთან დამდგარი,და ახლა ბოლოს მხოლოდ გეუბნება: „..საკმარისია, მოდი..”.

შენი სული, რომელიც აქამდე სხეულში მოქცეული ცოცხალი ცეცხლი იყო, მოულოდნელად ფერს იცვლის. რაც იყო შიში იქ სინათლეა. რაც იყო სილუეტი იქ უსასრულობა… და შენ ხვდები: სიკვდილი არ ართმევს, არამედ აბრუნებს.

ის არასოდეს ყოფილა შენი მტერი. ის იყო საბოლოო სარკე, სადაც ბნელიც ჩანს, ნათელიც, დაკარგულიც, ნაპოვნიც.
და როცა მას თვალებში შეხედავ, ხვდები, რომ მთელი ცხოვრება სინამდვილეში ამ შეხვედრისთვის გამზადებდა — არა დასასრულისთვის, არამედ დაბრუნებისთვის იმავე წყაროსკენ, საიდანაც დაიწყო ყველაფერი.. და შენში სიჩუმეც ჩერდება. ყველა დაძაბულობა, ყველა დაუმთავრებელი კითხვა, ყველაფერი რაც გაწუხებდა, როგორც გაურკვეველი წვა - თითქოს უკან რჩება, როგორც დაბინდებული ფოტო/სურათი. მხოლოდ ერთი გრძნობა რჩება: სრული თავისუფლება… არა გაქრობა — არამედ თავის დაბრუნება.

ანუ დასასრული არ არის წერტილი — ის არის სრული წრე, საიდანაც იწყება ის, რითაც ღმერთმა კაცის სული შექმნა. და აი, აქ მთავრდება ისტორია — არა სიკვდილით, არამედ გამოღვიძებით.. სიკვდილი იყო ოსტატი, და შენ  მისი ნაწარმოები.

ახლა კი, როცა ყველაფერი დასრულდა, მხოლოდ ერთ რამეს ხვდები: არაფერია უფრო დიდებული, ვიდრე ცხოვრების გზაზე ერთხელ მაინც შეხედო სიკვდილს და მიხვდე, რომ მისი არ გეშინია, ის გიყვარს, იმ სიმართლით, სიზუსტითა და სიდიადით, რომელსაც ვეღარაფერი ცვლის, აჩერებს და ამახინჯებს.

ეს არის ფინალი, რომელიც ბოლოს, შიგნით, მშვიდად იკვალავს გზას და ადამიანი პირველად ხვდება, რომ ის, რასაც მთელი ცხოვრება გაურბოდა და რისიც ეშინოდა, სინამდვილეში იყო საკუთარი ნათელი სახე, რომელსაც მთელი ცხოვრება ეძებდა..“, - წერს ქეთევან ჯანდიერი. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

„ეცადეთ, ცხოვრებას ფილოსოფიურ ჭრილში შეხედოთ, ნუ იმოქმედებთ იმპულსურად და არ დაგავიწყდეთ იუმორი“ - ქეთი ოდიშელის ასტროპროგნოზი

🎥 „როდესაც მძიმე დეპრესიაში ვიყავი, არასდროს მშურდა და ვიბოღმებოდი უშფოთველ ადამიანებზე, ღმერთმაც მიბოძა ბედნიერება და სულიერი სიმშვიდე“ - სანდრო ჯიბლაძე

„ჯანდაცვა, პოლიტიკა, ეზოტერიკა ერთიანი მექანიზმია... შიშს ქმნის იმისთვის, რომ ადამიანმა დაიჯეროს, გამოსავალი მხოლოდ მათ ხელშია“ - როგორ ხდება მასობრივად ცნობიერების კონტროლი