ასტროლოგია მხოლოდ მომავლის პროგნოზირება არ არის - არამედ, ის ჩვენი ჯანმრთელობისა და ემოციური მდგომარეობის უნიკალური რუკაა. ასტროლოგები განმარტავენ, რომ თითოეული ზოდიაქოს ნიშანი სხეულის კონკრეტულ ნაწილსა და ორგანოს მართავს, ხოლო ფიზიკური ტკივილი ხშირად დაგროვილი ემოციების გამოძახილია.
კვლევებისა და ასტრო-ფსიქოსომატიკის მიხედვით, ჩვენი სხეული მუდმივად გვიგზავნის სიგნალებს. მაგალითად, თუ ვერძებისთვის მთავარი გამოწვევა იმპულსურობით გამოწვეული თავის ტკივილია, კუროების შემთხვევაში პრობლემები ხშირად ყელის ზონაში იჩენს თავს, რაც უთქმელი ემოციების შედეგია.
ორგანოებისა და ზოდიაქოს ნიშნების შესაბამისობა:
♈ ვერძი – თავი, ტვინი. იმპულსურობა → თავის ტკივილი, დაძაბულობა.
გაკვეთილი: მოთმინება.
♉ კურო – ყელი, ხმა, ფარისებრი ჯირკვალი. უთქმელი ემოციები → ბლოკები თვითგამოხატვაში.
გაკვეთილი: თქვი, რასაც გრძნობ.
♊ ტყუპები – ფილტვები, ხელები. შფოთვა → ზედაპირული სუნთქვა.
გაკვეთილი: გაცნობიერებული სუნთქვა.
♋ კირჩხიბი – კუჭი, მკერდი. ჩახშობილი ემოციები → საჭმლის მომნელებელი პრობლემები.
გაკვეთილი: გამოკვებე სული და არა მხოლოდ სხეული.
♌ ლომი – გული, ხერხემალი. შელახული თავმოყვარეობა → დაძაბულობა მკერდსა და ზურგში.
გაკვეთილი: საკუთარი თავის ავთენტური სიყვარული.
♍ ქალწული – ნაწლავები, საჭმლის მომნელებელი სისტემა. პერფექციონიზმი → დისბალანსი მონელებაში.
გაკვეთილი: მიმღებლობა.
♎ სასწორი – თირკმელები, წელი. მერყეობა → შინაგანი დისბალანსი.
გაკვეთილი: არჩევანი სუფთა გულით.
♏ მორიელი – რეპროდუქციული ორგანოები, ჰორმონალური სისტემა. ინტენსიური ემოციები → ღრმა ენერგეტიკული ბლოკები.
გაკვეთილი: ტრანსფორმაცია და გათავისუფლება.
♐ მშვილდოსანი – ღვიძლი, ბარძაყები. გადაჭარბება, ზომიერების ნაკლებობა → ზედმეტი დატვირთვა.
გაკვეთილი: ბალანსი თავისუფლებასა და დისციპლინას შორის.
♑ თხის რქა – ძვლები, მუხლები. სიმკაცრე (რიგიდულობა) → სახსრების ტკივილი.
გაკვეთილი: მოქნილობა ცხოვრებაში.
♒ მერწყული – ცირკულაცია, კოჭები. მენტალური სტრესი → დაძაბულობა ენერგეტიკულ ნაკადში.
გაკვეთილი: დისტანცირება (დეტაშმენტი).
♓ თევზები – ფეხის ტერფები, ლიმფური სისტემა. მომატებული მგრძნობელობა → დაღლილობა, ენერგიის ვარდნა.
გაკვეთილი: ენერგეტიკული დაცვა.