Digest Logo

ტოპ 3 ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც ყველაზე ხშირად ღალატობს

1771083799
ღალატი

სანამ პარტნიორს ღალატში დაადანაშაულებთ, კარგად გადაამოწმეთ, იქნებ დამნაშავე მისი ზოდიაქოს ნიშანია?
რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანები ხდებიან ყველაზე ხშირად მოღალატეები?

ასტროლოგი სოფია ბზეკალავა განმარტავს:

ღალატის მოყვარულთა სიის სათავეში არის მშვილდოსანი.

მშვილდოსნის ნიშნით დაბადებული ადამიანი იდეალისტია.

როცა მშვილდოსანი შეყვარებულია, ის გულწრფელად არის დარწმუნებული, რომ ეს მისი ბოლო სიყვარულია, თუმცა როგორც წესი, ეს ასე არ ხდება ხოლმე, რადგან ინტერესის ობიექტი არ შეესაბამება ხოლმე მშვილდოსნის მიერ წარმოდგენილ იდეალს...

და როცა მშვილდოსანი ხვდება, რომ კიდევ ერთხელ შეცდა, ის სინდისის ქენჯნის გარეშე მიდის ახალი იდეალის მოსაძებნად.

აქედან გამომდინარე მშვილდოსნის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს სახელი აქვთ გატეხილი და მათ ხშირად სდებენ ბრალს მოღალატეობაში.

რიგით მეორე ზოდიაქოს ნიშანი, რომელსაც ასევე ხშირად სდებენ ბრალს არასტაბილურობაში, ტყუპები გახლავთ.

ტყუპის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ინტელექტუალური თავსებადობა. მისთვის პარტნიორი აუცილებლად უნდა იყოს ინტელექტუალურად საინტერესო.

თუ თქვენ რუტინული და მოსაწყენი ადამიანი ბრძანდებით, რაღა თქმა უნდა ტყუპი აუცილებლად მოძებნის ახალ თანამოსაუბრეს, რომელთანაც ახალ, საინტერესო თემებზე საუბარი იქნება შესაძლებელი.

ამიტომ თუ გსურთ ტყუპი თქვენი ერთგული დარჩეს, უბრალოდ ნუ იქნებით მოსაწყენი.

ბოლო ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც ასევე ხშირად არის მოღალატე, ეს არის ვერძი.

ვერძის ნიშნით დაბადებული ადამიანები მუდმივად მიიჩქარიან მომავლისკენ, მუდმივად მოქმედებაში არიან. ყველაფერი რაც ძველია, მისთვის მოსაწყენია.

ამიტომ თუ თქვენ ფეხს ვერ აუწყობთ ვერძს, შეიძლება ის ისე დაკარგოთ, უკანაც არ მოგხედოთ.

ვერძის ნიშნით დაბადებული ადამიანისთვის საჭიროა ისეთი პარტნიორი, რომელიც მასთან ერთად ვითარდება. თუ თქვენ მასთან ერთად არ განვითარდებით, ის ძალიან ადვილად იპოვის ახალ თანამეინახეს.

ასევე დაგაინტერესებთ:

„მოსალოდნელი უჩვეულო დათბობა: ბუნების საჩუქარი სიყვარულის თვეში“ - კობა ფარტენაძე მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზზე

რა ამოძრავებს ადამიანს, როცა იგი სხვას ამცირებს ან აკრიტიკებს? - ეზოტერიკოსის განმარტება

კახა კალაძე მეუღლესთან ერთად სამტრედიაში იმყოფება - თბილისის მერი ოჯახურ კადრებს გვიზიარებს

წყარო: www.zmna.ge