Digest Logo

რა ამოძრავებს ადამიანს, როცა იგი სხვას ამცირებს ან აკრიტიკებს? - ეზოტერიკოსის განმარტება

1771081410
საზოგადოება

მინეროლოგი, ეზოტერიკოსი თამუნა იოსელიანი სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც გვიხსნის, რა ამოძრავებს ადამიანს, როცა იგი სხვას ამცირებს, აკრიტიკებს:

„👉 რა ამოძრავებს ადამიანს, როცა ის სხვას ამცირებს ან აკრიტიკებს? 

⚠️უგუნურები საკუთარ ეგოს არიან მიჯაჭვულნი. ისინი მუდამ იცავენ და ამართლებენ მას,ჩასაფრებული პოზიციიდან აკრიტიკებენ და ლანძღავენ სხვებს, შემდეგ კი საკუთარი „მე“ ტახტზე აჰყავთ და თაყვანს სცემენ.

⚠️ ბრძენი? - ბრძენი მარტივია და საკუთარ თავზე შეპყრობილი არ არის. ის გახსნილი და მსუბუქია. მისი ბუნებრივი მდგომარეობა სიმშვიდე და უშფოთველობაა. მას არაფერი აქვს დასაცავი და არც გასასამართლებელი - ის იღებს ყველაფერს ისეთად, როგორიც არის და თავად ხდება თავისი სულის გამოხატულება, რომელიც მუდმივად კავშირშია ღმერთთან. უგუნურის შემთხვევაში კი პირიქითაა - ის საკუთარი შეზღუდულობისა და უმეცრების გამოხატულებაა.

ბრძენის ურთიერთობა დაფუძნებულია პატივისცემასა და შემწყნარებლობაზე; მას არ აქვს სურვილი ვინმეზე აღმატებული გამოჩნდეს ან საკუთარი სიმართლე დაამტკიცოს. მასში არ არსებობს სხვისი დაჭრის,გაკრიტიკების, დარწმუნების ან თავის გამართლების მოთხოვნილება. ეს ყველაფერი ამპარტავნების ნიშანია, რომელიც ხშირად სულიერებით მხოლოდ იმოსება. როცა სულიერი და ჰარმონიული ადამიანები ხვდებიან ერთმანეთს, მათი შეხვედრა ხდება სულისა და სულიერების დონეზე. ასეთ შეხვედრებში იბადება გახსნა და გამოცხადება - ურთიერთშეღწევა. სასჯელი და შეჯიბრება ქრება, რადგან ეგო აღარ მართავს პროცესს. ჩნდება სიღრმის წვდომა. ღმერთი თითოეულს ელაპარაკება, მაგრამ მხოლოდ ღია და სუფთა გულისა და დამშვიდებული გონების გზით“, - წერს თამუნა იოსელიანი.

ასევე დაგაინტერესებთ:

კახა კალაძე მეუღლესთან ერთად სამტრედიაში იმყოფება - თბილისის მერი ოჯახურ კადრებს გვიზიარებს

დაჩი დიასამიძე ESSEC Business School-ის საბაკალავრო პროგრამაზე ჩაირიცხა

„სულიერი ცხოვრება ტკივილიანი ცხოვრებაა, ჩვენ სულ მუდამ ვეძებთ - ვერ ვპოულობთ, მაინც ვეძებთ“ - თეოდორე გიგნაძის ქადაგება