მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე, სოციალურ ქსელში საზოგადოებას პერიოდულად უზიარებს ქვეყანაში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით პროგნოზს.
ამჯერად იგი უჩვეულოდ თბილ დღეებს პროგნოზირებს და ამბობს, რომ კურორტებზე უკვე იგრძნობა წინა საგაზაფხულო სითბო:
„მოსალოდნელი უჩვეულო დათბობა: ბუნების საჩუქარი სიყვარულის თვეში
კიდევ ერთი ცივი პერიოდი დასრულდა და სანაპირო კურორტებზე, უკვე იგრძნობა წინასაგაზაფხულო სითბო. ბათუმში დღეს +23 გრადუსი დაფიქსირდა - ქალაქი სიხარულით სუნთქავს, ღიმილით ვხვდებით ერთმანეთს.
14 თებერვლის საღამოდან და 15 თებერვლის ღამეს დასავლეთში წვიმაა მოსალოდნელი, აღმოსავლეთში კი ძირითადად ძლიერი ქარი იქნება, მაგრამ ეს მხოლოდ მცირე შეხსენებაა იმისა, რომ ზამთარი ნელ-ნელა უკან იხევს.
16 თებერვალს მყარი ანტიციკლონური მდგომარეობის ჩამოყალიბებით და ადგილობრივი კლიმატური ფაქტორების გათვალისწინებით:
• დასავლეთში და სანაპიროზე +24, +26 გრადუსამდე დათბება
• აღმოსავლეთში კი 17, +19 გრადუსამდე მოიმატებს ტემპერატურა.
ეს დღეები წინასწარ ზეიმად იქცევა გაზაფხულის - სითბო, სინათლე და ახალი იმედი.... რა სჯობს, როცა ბუნება გვახსენებს, რომ ყოველი სიცივე დროებითია და წინ ყოველთვის სითბო და სიცოცხლე გველის....“, - წერს კობა ფარტენაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რა ამოძრავებს ადამიანს, როცა იგი სხვას ამცირებს ან აკრიტიკებს? - ეზოტერიკოსის განმარტება
⭕კახა კალაძე მეუღლესთან ერთად სამტრედიაში იმყოფება - თბილისის მერი ოჯახურ კადრებს გვიზიარებს
⭕დაჩი დიასამიძე ESSEC Business School-ის საბაკალავრო პროგრამაზე ჩაირიცხა