Digest Logo

„თქვენ ხართ მთავარი ფავორიტი ამ პერიოდის“ - ვის გაუმართლებს მიმდინარე კვირაში და ზოდიაქოს რომელი ნიშანი უნდა იყოს ფრთხილად?

1704699673
მიხეილ ცაგარელი

8-14 იანვრის კვირა ასტროლოგიური მოვლენებითაა დატვირთული. ყურადღებას ითხოვს 11 და 14 რიცხვები, როდესაც თხის რქის ზოდიაქოს ნიშანში ერთმანეთს ხვდებიან მზე და მთვარე, ასევე პლანეტა მერკური გადაინაცვლებს თხის რქაში. 

როგორი იქნება მიმდინარე კვირა ზოდიაქოს ნიშნებისთვის? - მიხეილ ცაგარელმა ტენდენციებზე ისაუბრა.

♈ ვერძი - გაითვალისწინეთ, ენერგოტონუსი სუსტდება. მეტად დაასვენეთ საკუთარი თავი, ნუ გადაიღლებით ზედმეტად. საქმიანი კუთხით გაქვთ პოზიტიური შანსები. პერიოდი ხელს შეგიწყობთ ახალი პროექტების დასახვასა და რეალიზაციაში, ოღონდ ახალმთვარეობის გამოკლებით. კვირა კარგია კარიერის განვითარებისთვის, შეგიძლიათ დასახოთ სტრატეგიული გეგმები, არაერთი სასიკეთო შესაძლებლობა მოგეცემათ ახალი საქმის დასაწყებად. ეს ყველაფერი ხელს გიწყობთ გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა.

კარგი დღე: 9 და 13 იანვარი.

არ ვარგა: 11 იანვარი.

♉ კურო - ენერგოტონუსი მაღალია, იმუნიტეტი მდგრადი, ამიტომ ეს არის სასიკეთო ცვლილებების პერიოდი. ხართ აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი. კვირა ხელს შეგიწყობთ თქვენი გეგმების რეალიზაციაში. ეცადეთ ეს კვირა აქტიურად გაიაროთ, განსაკუთრებით ახალმთვარეობის შემდეგი პერიოდი, ფრიად სასიკეთოა საქმიანი კუთხით. შანსები ერთი ორად მოიმატებს.  კარგი პერიოდია მოგზაურობისთვის. 

კარგი დღე: 10 და 14 იანვარი.

არ ვარგა: 8 და 12 იანვარი.

ტყუპები - საკმაოდ კარგი პერსპექტივების კვირაა. გელოდებათ სასიამოვნო ცვლილებები, თუმცა ენერგოტონუსი დაბალია, ამიტომ ზედმეტად ნუ გადაიღლებით, ნუ გამოავლენთ აზარტს და სულსწრაფობას ხასიათში, სხვა მხრივ პერიოდი ხელს შეგიწყობთ ახალი შესაძლებლობების გამოვლენაში. თქვენი ნიჭი ახლებურად გამოავლენს საკუთარ თავს და ბევრ ადამიანს შეეცვლება სასიკეთოდ  წარმოდგენა თქვენზე. შეგიძლიათ მიაღწიოთ წარმატებას, იმ შემთხვევაში თუ ზედმეტად არ გაასაიდუმლოებთ თქვენს იდეებს და გეგმებს. 

კარგი დღე: 9 და 13 იანვარი.

არ ვარგა: 11 იანვარი. 

♋ კირჩხიბი - საკმაოდ კარგი დროა თქვენთვის! თქვენ ყველაზე მძიმედ რეაგირებთ ახალმთვარეობაზე, ამიტომ 11 რიცხვის გამოკლებით დანარჩენი დღეები კარგია. ენერგოტონუსი მაღალია, იმუნიტეტი მდგრადია, ფსიქოემოციურად ხართ უფრო სტაბილური. გელოდებათ მოულოდნელი საკმაოდ კარგი პერსპექტივები, რომელიც საკმაოდ კარგ ცვლილებებს შემოიტანს თქვენს ცხოვრებაში. ახლებურად გამოავლენთ თქვენს შესაძლებლობებს, ნიჭს და უნარს. პერიოდი ხელს გიწყობთ პარტნიორულ ურთიერთობების გაუმჯობესებაში. ეცადეთ კვირა აქტიურად გაიაროთ. 

კარგი დღე: 11 და 14  იანვარი.

არ ვარგა: 9 და 12 იანვარი.

♌ ლომი - თქვენ შეგიძლიათ არაერთი მნიშვნელოვანი პრობლემის გადაწყვეტა. მოსალოდნელია ცვლილებები პროფესიონალურ საქმეში. აღმოჩნდებით საინტერესო საქმიანი წინადადებების წინაშე, რაც ხელს პერსპექტიული აღმოჩნდება. ეს კი ხელს შეუწყობს თქვენი ნიჭის და უნარის ახლებურად გამოვლენას.  შეიძლება აღმოჩნდეთ ბინის შეცვლის წინაშე. ყურადღება მიაქციეთ შემცირებულ ენერგოტონუსს.

კარგი დღე: 8 და 12  იანვარი.

არ ვარგა:10 და 14 იანვარი.

♍ ქალწული - ენერგოტონუსი მაღალია, ხართ აქტიური, ინიციატივიანი, შრომისუნარიანი, ნებისყოფიანი, შემოქმედებითი, საქმიანი შესაძლებლობები თქვენში მატულობს. ეს პერიოდი ხელს უწყობს თავგადასავლებს, კარგია მოგზაურობა. კონკურსებში და ლატარიებში მონაწილეობა იქნება მოგებიანი. აუმჯობესებთ ურთიერთობას სასიყვარულო პარტნიორებთან. 

კარგი დღე: 11 იანვარი.

არ ვარგა: 9 და 13იანვარი.

♎ სასწორი - მეტი დრო და ყურადღება უნდა დაუთმოთ საკუთარ ოჯახს, სახლთან და საყოფაცხოვრებო საკითხებს.  მოგიწევთ ფინანსური და მემკვიდრეობითი საქმეების გადაწყვეტა. ზოგიერთი თქვენგანი შეიძლება რადიკალური გადაწყვეტილების მიღების წინაშე დადგეს. არ არის გამორიცხული მოულოდნელი ფინანსური წარმატების წინაშე აღმოჩნდეთ. 

კარგი დღე: 9 და 12 იანვარი.

არ ვარგა: 10 და 14 იანვარი.

♏ მორიელი  - საკმაოდ კარგი პერიოდია შეხვედრების, მოლაპარაკებების, მოგზაურობის კუთხით. გაითვალისწინეთ, რომ გაძლიერდება თქვენი ხასიათის ცვლილება. შეიძლება გეგმებში მოულოდნელად შეიტანოთ ცვლილებები, ან სურვილები შეგეცვალოთ. ხდებით სულსწრაფი და მოუთმენლები. 

კარგი დღე: 10 იანვარი.

არ ვარგა: 8 და 12 იანვარი.

♐ მშვილდოსანი - ენერგოტონუსი შესუსტებულია, ამიტომ ძალიან ნუ გადაიღლებით, დაასვენეთ საკუთარი თავი. თუმცა მრავალფეროვანი მოვლენები მაინც თვალში საცემია, მათ შორის საქმეები, შეხვედრები, ახალი იდეები, რაც ხელს შეუწყობს თქვენს ინტეგრაციას. შესაძლებელია ზოგიერთი თქვენგანი აღმოჩნდეთ მოგზაურობის წინაშე. პერიოდი ხელს შეგიწყობთ მატერიალურ მდგომარეობის გაუმჯობესებაში. 

კარგი დღე: 9 და 12 იანვარი.

არ ვარგა: 10 და 14 იანვარი.

♑ თხის რქა - სულიერი და ფიზიკური განვითარების, განახლების პერიოდია. თქვენ ხართ მთავარი ფავორიტი ამ პერიოდის, მზე ახლა გადის თქვენს ზოდიაქოში. ამიტომ თქვენი ენერგოპოტენციალი ძალიან მაღალია, აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, დისციპლინებული, შეუპოვარი ხდებით. ამასთან ერთად, პერიოდი ხელს შეუწყობს თქვენი იდეების რეალიზაციას, როგორც ლიდერი და ხელმძღვანელი კარგად წარმოაჩენთ თქვენს უნარებს. პერიოდი საინტერესოა, თუმცა არამშვიდი. შეიძლება მოულოდნელად შეგეცვალოთ აზრები, წარმოდგენები.

კარგი დღე: 11 იანვარი.

არ ვარგა: 9 და 13 იანვარი.

♒ მერწყული - ფრთხილად გაიარეთ პერიოდი, რადგან ენერგოტონუსი დაბალია. ეცადეთ არ გაცივდეთ, მაღალია ინფექციური დაავადებების ალბათობა და ადვილად იღლებით. დაასვენეთ საკუთარი თავი, გამოიძინეთ. არასტაბილურობა, ფსიქოემოციური კუთხეც იჩენს დროდადრო თავს. ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს თქვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებსა და თქვენს შორის ურთიერთობებში. აღმოჩნდებით ბინის შეცვლის, ან სხვაგან გადასვლის წინაშე. ნუ მოახდენთ თქვენი გეგმების აფიშირებას.

კარგი დღე: 8 და12 იანვარი.

არ ვარგა: 10 და 14 იანვარი.

♓ თევზები - აქტიური, მოძრაობის, მგზავრობა-მოგზაურობის პერიოდია. აღმოჩნდებით ახალი, საინტერესო იდეების წინაშე. მოულოდნელი შეხვედრები და ინფორმაცია ხელს შეუწყობს ახალ საქმეებში თქვენს ჩართულობას.  არ არის გამორიცხული ძველი საქმეების გადაწყვეტაც მოგიწიოთ. აღმოჩნდებით ახალი მეგობრების წინაშე. 

კარგი დღე: 11 იანვარი.

არ ვარგა: 9 და 13 იანვარი.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ეს არის რთული, ნეგატიური ენერგიების დღე, რომელიც ფრთხილად და წინდახედულად უნდა გაიაროთ“ - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისაგან

„ავარიის გამო, გაზის მიწოდება 12 000-მდე აბონენტს ავარიულად შეუწყდა“ - თბილისი ენერჯი

რომელ ქვეყნებში აღინიშნება ძველით ახალი წელი