
დღეს, 22 სექტემბერს შემოდგომის დღეღამტოლობაა, რაც ასტრონომიულად ნიშნავს, რომ მზის პირდაპირი სხივი ეცემა ეკვადორს და დღისა და ღამის სიგრძე თითქმის თანაბრდება - დაახლოებით 12 საათი დღე და 12 საათი ღამე.
მზე სასწორის ზოდიაქოს ნიშანში გადადის, სინათლე თანდათან იკლებს და იწყება ზამთრისკენ სვლა.
აღნიშნული მოვლენა ასტროლოგიური კუთხითაც მნიშვნელოვანია. როგორც ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ამბობს, 22 სექტემბერი საკრალური თარიღია, რადგან დღეს შეგიძლიათ ყველა ის სურვილი ჩამოწეროთ, რაც გულით გინდათ აგისრულდეთ:
„დაბნელება განსაკუთრებით მოქმედებს სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანებზე. ამ დროს მაღალი ალბათობაა კონფლიქტურობის, ადამიანი ხდება აგრესიული, ემოციას ვერ იკავებს, ზოგს შიშები უჩნდება, ზოგიერთი ამის გამო ვერ იძინებს, დაბნელება არის უარყოფითი ენერგიის მოძალება.
თუ გაქვს სუსტი კუჭის ზონა, გულ-სისხლძარღვთა პრობლემა - მოგცემს რეაქციას.
კარგია დასვენება, ურთიერთობა ხელოვნებასთან, ბუნებასთან კონტაქტი. 2 -კვირიანი დერეფანი ასე თუ ისე გადავაგორეთ.
დღეს არის გეომაგნიტური დღე, ოთხშაბათს და პარასკევსაც, ამიტომ მეტი ყურადღება დაუთმეთ წნევას. ახალ, სარისკო მოქმედებებს ნუ დაიწყებთ.
დღეს გვაქვს შემოდგომის დღეღამტოლობა. მზე გადადის სასწორში, საკრალური დღეა. ჩაიფიქრეთ ისეთი რამ, რაც გინდათ აგიხდეთ, დღის განმავლობაში რა დროსაც გინდათ, კარგი იქნება თუ ჩამოწერთ, მაგალითად, 3 სურვილი. ამის შემდეგ დილით და საღამოს გადაიკითხეთ მინიმუმ 21 დეკემბრამდე, მაქსიმუმ შემდგომ გაზაფხულის დღეღამტოლობამდე.
მზე მშვიდობიან ნიშანში გადავიდა, ამიტომ ეს მშვიდობის მტრედია, მომავალი 1 თვე გაძლიერდება მშვიდობა, სამართლიანობა. ძალიან კარგი პერიოდია პარტნიორული ურთიერთობისთვის.
რაც შეეხება კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს ნიშნებისთვის:
ვერძი - მოგიწევთ ძველი შეცდომების, ვალების გამოსწორება. ენერგოტონუსი დღეიდან მოგემატებათ, მაგრამ 25 რიცხვის შემდეგ „მაყუთი“ მოვა. წარმატების პერიოდი დაიწყება კვირის მეორე ნახევრიდან, იქამდე ტენდენციებია კამათის, დაპირისპირების.
კურო - ჯანი აქვს, მაგრამ სამი დღე ჯანმრთელობას მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს. მთლიანობაში კვირა კარგია, გაქვთ შანსი დაასრულოთ ძველი საქმეები, აწარმოოთ მოლაპარაკებები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ურთიერთობა კოლეგებთან, ეს ხელს შეგიწყობთ კარიერულ წინსვლაში.
ტყუპები - ენერგოტონუსი იზრდება, უმჯობესდება შესაძლებლობები. 25 რიცხვამდე შეიძლება თავი იჩინოს ფინანსურმა სირთულეებმა. მოერიდეთ ზედმეტ ფინანსურ ხარჯს. ყურადღება შვილებთან და სასიყვარულო პარტნიორებთან, ნუ ჩაეძებით ყველაფერში.
კირჩხიბი - თუ ჩართული ხართ პედაგოგიურ საქმიანობაში, საზოგადოების წინაშე გიწევთ გამოსვლა - ამისთვის ძალიან კარგი პერიოდია, მაგრამ პრობლემებია კარიერულ სფეროში, მოულოდნელად გაჩნდება წინააღმდეგობა ხელმძღვანელებთან, კოლეგებთან, მეტი თავდაჭერა და მოთმინება გმართებთ.
ლომი - 25 რიცხვიდან გაილაღებთ. დღეიდან ენერგოტონუსი მოგემატებათ, მაგრამ პრობლემა გაქვთ ფინანსებთან, პარტნიორულ ურთიერთობებში. კვირის მეორე ნახევრიდან იგრძნობთ, რომ მოიმატებს ურთიერთგაგება, მოგეცემათ შესაძლებლობა აიმაღლოთ ავტორიტეტი.
ქალწული - შრომისუნარიანი, მომთმენი და მიზანსწრაფული ხართ, მაგრამ 25-მდე ხელისშემშლელ ფაქტორებს იგრძნობთ. სოციუმთან შექმნილი პრობლემები, წინაღობები აუცილებლად გექნებათ. კვირის მეორე ნახევრიდან თავს გაცილებით უკეთ იგრძნობთ.
სასწორი - დღეიდან მზე თქვენშია, მაგრამ სასიკეთო ტენდენციებს 25-დან იგრძნობთ, იქამდე შეიძლება გქონდეთ კონფლიქტები, დაძაბულობა პარტნიორებთან, ბრძოლა. კვირის მეორე ნახევრიდან თქვენი დროა, ვარსკვლავური პერიოდი გაქვთ, საუკეთესო წლის განმავლობაში.
მორიელი - ენერგოტონუსი მცირდება, გადაიღლებით, ფარული მტრები, ჭორები თქვენს საწინააღმდეგოდ იწყებს მოქმედებას. ხელმძღვანელები და კოლეგები ხდებიან პრეტენზიულები, მოითხოვენ უფრო მეტს თქვენგან. ეს კი თქვენში უნდობლობას იწვევს, ეჭვიანობას.
მშვილდოსანი - ენერგოტონუსი მოიმატებს, იუმორი გაიფურჩქნება 25-ის შემდეგ, იქამდე ცოტა ეჭვიანობა, სიხისტე, სარკაზმი იქნება ძლიერი, ამიტომ ნუ აწყენინებთ ადამიანებს, ფრთხილად და მშვიდად გაატარეთ 2-3 დღე. შესაძლებლობები პროფესიის, თანამშრომლობა, მგზავრობა-მოგზაურობისთვის კარგი პერიოდი დაგეწყებათ.
თხის რქა - ენერგოტონუსი მცირდება, ამიტომ ნუ გადაიღლებით. დროა შვილების და მამების კონფლიქტის, ამიტომ ნუ იქნებით ჯიუტები, ხისტები. მოსალოდნელია სანტექნიკის, ელექტროენერგიის გაფუჭება, ამის გამო ნერვებს ნუ მოიშლით.
მერწყული - ფინანსური კუთხით ძალიან კარგი პერიოდია, საინტერესო პროექტებს გამოკრავთ ხელს, ოღონდ ამას ხელს უშლის პარტნიორებთან, ნათესავებთან კონფლიქტები. 25-ის შემდეგ თავს უკეთ იგრძნობთ.
თევზები - კრიტიკის ქარცეცხლში შეიძლება აღმოჩნდეთ, ფარული მტრები, ჭრები, ძველი ვალდებულებები, ვალები თავს შეგახსენებენ. არავითარი კამათი, კონფლიქტი - დაკავდით ყოველდღიური საქმეებით. 25-ის შემდეგ მეტი შესაძლებლობები გექნებათ“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი.
ასევე დაგაინტერესებთ: