Digest Logo

„თქვენი ინტუიცია და წინათგრძნობა პიკს აღწევს...“ - 9 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1788900612
ჰოროსკოპი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

მოვლენებს წინ ნუ გაასწრებთ, უბრალოდ დინებას მიჰყევით — იღბალი თქვენს მხარესაა და გამარჯვებამდე მიგიყვანთ. ეცადეთ, უფროს ნათესავებთან კამათისგან თავი შეიკავოთ — მათი განაწყენებით თქვენ უფრო დაზარალდებით, ვიდრე ისინი. შემოქმედებითი მიდგომა დაგეხმარებათ, რომ ნებისმიერ საქმეში მწვერვალებს მიაღწიოთ. საქმიანი მოლაპარაკებები და შეთანხმებების დადება წარმატებით ჩაივლის, თუმცა მიზნის მიღწევამდე ჯერ შორსაა. ყურადღებას ნუ მიაქცევთ ჭორებს, რომლებსაც შურიანი ადამიანები თქვენზე ავრცელებენ. ჯანმრთელობის მხრივ სერიოზული პრობლემები მოსალოდნელი არ არის, თუმცა შესაძლოა ქრონიკულმა დაავადებებმა თავი შეგახსენოთ ან სეზონურმა ვირუსმა შეგაწუხოთ.

კურო

დღევანდელი პრობლემის მასშტაბი რომ შეიგრძნოთ და საუკეთესო გამოსავალი იპოვოთ, შეეცადეთ შექმნილ ვითარებას სხვა თვალით შეხედოთ. თუ გრძნობთ, რომ სამსახურში დატვირთვას ვერ უძლებთ, დახმარება კოლეგებს უნდა სთხოვოთ. შესანიშნავი დროა მომდევნო თვის ბიუჯეტის დასაგეგმად. სანამ კომერციულ წინადადებას დათანხმდებით, კარგად დაფიქრდით - იქნებ მონაცემები შელამაზებულია და ვიღაც თქვენს გაცურებას ცდილობს. რომანტიკული გასეირნება მთვარის შუქზე ამ დღის საუკეთესო დაგვირგვინება იქნება — რა თქმა უნდა, თუ ამინდი ხელს შეგიწყობთ. სიმშვიდე შეინარჩუნეთ — მეტისმეტმა ემოციურობამ შეიძლება თავის ტკივილი და წნევის ცვალებადობა გამოიწვიოს.

ტყუპები

მოთმინება და გაგება დაგეხმარებათ, რომ ურთიერთობებში სრულ ჰარმონიას მიაღწიოთ. ეს დღე სასიამოვნო დამთხვევებითა და კარგი ამბებით გაგახარებთ. გამორიცხული არ არის საყვარელი ადამიანებისგან სიურპრიზებიც მიიღოთ. სამსახურში ყურადღება არ მოადუნოთ — თქვენმა არასწორმა გადაწყვეტილებამ შეიძლება კარიერულ წინსვლაში ხელი შეგიშალოთ ან მისი განვითარება შეაჩეროს. ახალი პროექტის განხორციელება პროფესიული თვისებების გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. დღის პირველ ნახევარში წარმატება ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი თან გდევთ, იქნება ეს ხელმძღვანელობასთან საუბარი თუ სამართლებრივი საკითხების მოგვარება. თქვენს ჯანმრთელობასა და განწყობას უახლოეს ხანებში საფრთხე არ ემუქრება.

კირჩხიბი

ვნება რომ ყოველდღიურმა რუტინამ არ ჩაანაცვლოს, ეცადეთ პირადი ცხოვრება ცოტათი გაახალისოთ. სამსახურში ხელმძღვანელის მხრიდან უსაფუძვლო შენიშვნები გელით, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მენეჯმენტს თქვენი სამსახურიდან გაშვება სურს. თქვენი ფინანსური მდგომარეობა შესაძლოა საგრძნობლად გაუმჯობესდეს — მოსალოდნელია შემოსავლის ახალი წყაროები ან წარმატებული ინვესტიციები, თუმცა მზად იყავით რისკისთვის და გადაწყვეტილებები კარგად აწონ-დაწონეთ. თქვენი ნიშნის წარმომადგენლებს, როგორც წესი, ძლიერი იმუნიტეტი აქვთ, მაგრამ ვირუსებს და ინფექციებს მაინც უნდა მოერიდოთ.

ლომი

საყვარელ ადამიანს თქვენი მხარდაჭერა დასჭირდება, თანაც სრულიად მოულოდნელ და უცხო სფეროში. გაითვალისწინეთ, რომ ამ ამოცანასთან გამკლავება იოლი არ იქნება. გარემოებები გაიძულებთ, რომ საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარება და აქტიურობა სამომავლოდ გადადოთ. შესაძლოა დღის ბოლოს მცირე ფინანსურმა პრობლემამ თავი იჩინოს, თუმცა მეგობრის დახმარებით სირთულეებს გაუმკლავდებით. ნუ იდარდებთ იმაზე, რომ დღემ ამაოდ ჩაიარა, ჯობია დარჩენილი დრო მაქსიმალური სარგებლით გამოიყენოთ. თუ საღამოს თავს შეუძლოდ იგრძნობთ, იცოდეთ, რომ ეს გადაღლის ბრალია- დასვენება და ხანგრძლივი ძილი გჭირდებათ.

ქალწული

თუ პარტნიორმა შეცდომა დაუშვა, შეეცადეთ მისი ქცევის მიზეზი გაიგოთ და მეორე შანსი მისცეთ. უფროს ნათესავებს თქვენი განსაკუთრებული ყურადღება დასჭირდებათ — ეცადეთ, მათთვის დრო გამონახოთ, თუნდაც ძალიან დაკავებული იყოთ. კომფორტის ზონის დატოვება ნუ შეგაშინებთ, თორემ პროფესიული და კარიერული ზრდა უბრალოდ შეჩერდება. სარისკო საქმის დაწყებას ნუ დათანხმდებით, თორემ დიდი ფინანსური დანაკარგია მოსალოდნელი. საქმეები, რომლებსაც საკუთარი ძალებით ვერ უმკლავდებით, ჯობია სამომავლოდ გადადოთ. წელიწადის ამ დროს გუნება-განწყობის ცვალებადობა ბუნებრივია, თუმცა ეცადეთ მოწყება დეპრესიაში არ გადაიზარდოს.

სასწორი

შესაძლოა, მალე ისეთმა მძლავრმა გრძნობამ შეგიპყროთ, რომელსაც წინააღმდეგობას ვერ გაუწევთ. თქვენი ინტუიცია და წინათგრძნობა პიკს აღწევს. უარი თქვით ხალხმრავალ ღონისძიებაზე დასწრებაზე და თავისუფალი დრო სახლის საქმეებს დაუთმეთ. სამსახურში სიბეჯითისა და შეუპოვრობის გამოჩენა მოგიწევთ, თუმცა ხელმძღვანელობა თქვენს ენთუზიაზმს ღირსეულად შეაფასებს — მოსალოდნელია პრემია ან ხელფასის მომატებაც კი. მზად იყავით მოულოდნელი ხარჯებისთვის. ფულის საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დახმარებისთვის მეგობრებს მიმართოთ. თუ დღის ბოლოს უსიამოვნო ფორიაქს იგრძნობთ, საუკეთესო გამოსავალი დასვენება იქნება.

მორიელი

ეს დღე თითქოს საგანგებოდ რომანტიკული შეხვედრებისთვის შეიქმნა — პოზიტიური შთაბეჭდილებებითა და ენერგიით სავსე ხართ. ეცადეთ, კამათის დროს მოთმინება არ დაკარგოთ, რადგან ამას ოჯახში ხანგრძლივი კონფლიქტები და დაძაბულობა მოჰყვება. ახალი, გამოუცდელი კოლეგის შეცდომის გამო, შესაძლოა სამსახურში გარკვეულ სირთულეებს შეეჯახოთ. სასურველია პრობლემები ახლავე მოაგვაროთ, რომ ვითარება უფრო არ გართულდეს. საღამოს შეიძლება თავი შეუძლოდ იგრძნოთ, თუმცა ეს დაწყებული საქმეების წარმატებით დასრულებაში ხელს ვერ შეგიშლით. ძილის წინ სუფთა ჰაერზე გასეირნებაზე იფიქრეთ — ეს დასვენების ხარისხს საგრძნობლად გააუმჯობესებს.

ვრცლად, გადადით ბმულზე:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ ლაშა გურული რინგზე ბრუნდება - ბრძოლის გამართვის თარიღი და მეტოქე ცნობილია

⭕ „შესაძლოა იყოს შეფერხებები, გადადებული შეხვედრები...“ - სექტემბრის პროგნოზი თამუნა იოსელიანისგან

⭕„სამწუხაროდ, საზოგადოების ნაწილმა ეს ინფორმაცია სინამდვილედ მიიღო, რასაც დიდი გაუგებრობა მოჰყვა“ - თბილისის ზოოპარკის განცხადება

წყარო: funtime.ge