Digest Logo

„თქვენი ხიბლი და კომუნიკაციის უნარი მაქსიმუმზეა...“ - 28 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

1753649778
ჰოროსკოპი, ასტროლოგია, ზოდიაქო

ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.

ამჯერად მელიქიშვილი 28 ივლისის ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს: 

„ჰოროსკოპი 28 ივლისისთვის
 

მთვარის დღე — 4 / 5
 

მთვარის ფაზა — მზარდი მთვარე ქალწულში

ვერძი

დილას მოსალოდნელია მოულოდნელობები და გეგმების შეცვლა. იმოქმედეთ სწრაფად — ინტუიცია სწორ გზას გიჩვენებთ. მოსალოდნელია პერსპექტიული, საქმიანი შემოთავაზებები.

კურო

დღის პირველი ნახევარი შესაფერისია სერიოზული საქმეებისთვის. იდეალურია სწავლა, ახალი ცოდნის მიღება, კვალიფიკაციის ამაღლება. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია უჩვეულო მოვლენები — შეინარჩუნეთ სიმშვიდე და მოერგეთ გარემოებებს.

ტყუპები

დილით ენერგიით სავსე იქნებით — რთული საქმეები სწორედ ამ დროისთვის დაგეგმეთ. დღეს თავს გამოავლენთ ახალ როლში, აღმოაჩენთ უნარებს. მოსალოდნელია საინტერესო საქმიანი შემოთავაზებები. საღამოს კი შეიძლება ურთიერთობაში სირთულეები გაჩნდეს.

კირჩხიბი

წარმატებული დღეა. მოტივაცია მაღალია, რთული საკითხების გადაწყვეტა მარტივად გამოგივათ. მოუსმინეთ კოლეგების რჩევებს — ისინი სასარგებლო იქნება. დღის მეორე ნახევარში შესაძლებელი მცირე მოგზაურობები, რაც ახალ შთაბეჭდილებებს მოგიტანთ.

ლომი

დღის გეგმა შეიძლება მცირედი გაუგებრობებით შეიცვალოს — სწრაფი რეაგირება დაგჭირდებათ. გაითვალისწინეთ გამოცდილების მქონე ადამიანების რჩევები. ეცადეთ, არ გადაჭარბოთ საკუთარ შესაძლებლობებს. მშვიდად და გააზრებულად იმოქმედეთ.

ქალწული

დღეს კომუნიკაცია შესაძლოა, ემოციურად დატვირთული იყოს. დაგჭირდებათ მიდგომა სკეპტიკურად განწყობილი ადამიანებისადმი. იყავით თავაზიანი და დელიკატური. შოპინგი შეიძლება იმედგაცრუება იყოს — გადადეთ. მოულოდნელი ამბავი გეგმებს შეცვლის.

სასწორი

კარგი დღეა სწავლისთვის და სასარგებლო ინფორმაციის შესათვისებლად. თქვენი ხიბლი და კომუნიკაციის უნარი მაქსიმუმზეა — გამოიყენეთ ეს. რთულ სიტუაციებში მოუსმინეთ შინაგან ხმას, ის სწორ მიმართულებას გიჩვენებთ.

მორიელი

დღე ემოციურად დატვირთულია. ბევრ რამეზე გაღიზიანდებით. მოსალოდნელია იმედგაცრუება მეგობრებსა და კოლეგებში. ნუ გადაამეტებთ — დააკვირდით საკუთარ შეგრძნებებს, არ გადაიღალოთ და შეინარჩუნეთ შინაგანი სიმშვიდე.

მშვილდოსანი

დღეს შეიძლება, გაკლდეთ ემოციები და გატაცება. რუტინა მოგაბეზრებთ თავს — გინდათ, სხვას გადააბაროთ საქმეები. საღამოს ეცადეთ, დაისვენოთ და ემოციური ბალანსი აღიდგინოთ, იზრუნეთ იმუნიტეტზე.

თხის რქა

გირჩევთ მეტი იურთიერთოთ, შეხვედრებზე წახვიდეთ და არ შეუშინდეთ ახალ ადამიანებთან კონტაქტს. დღეს შეგიძლიათ იპოვოთ ახალი მოკავშირეები და წარმატებით აწარმოოთ მოლაპარაკებები. რთული საქმეები გამოცდას მოგიტანთ, რომელიც მომავალში გამოგადგებათ.

მერწყული

დღეს შესაძლოა, წარსულის ადამიანები ან სიტუაციები დაბრუნდნენ. მოგიწევთ დაპირებების შესრულება და გეგმების შეცვლა. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა ურთიერთობების გამოსასწორებლად. საღამო გაატარეთ ოჯახთან ერთად, სითბოსა და ჰარმონიაში.

თევზები

დღეს ენერგია მაღალია — ბევრი რამის სწრაფად მოგვარება შეგიძლიათ. ნუ დაკარგავთ ძველ კავშირებს — ისინი ახალ პროექტებში გამოგადგებათ. საღამოს კი სასიამოვნო სიურპრიზები გელოდებათ საყვარელი ადამიანებისგან“, - წერს თაკო მელიქიშვილი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 როგორ გამოიყურებოდა თამარ ივერი მარიამ შარმანაშვილის და კარლო პონტის ქორწილში?

🎥 „ვულოცავ კარლოს და მარიამს, ვუსურვებ ბედნიერ თანაცხოვრებას!“ – ნინო სურგულაძის საოცარი შესრულება ქორწილში

🎥 „ულამაზესი ხარ...“ - მაკა ზამბახიძე ახალ კადრებს აქვეყნებს