Digest Logo

🎥 „ვულოცავ კარლოს და მარიამს, ვუსურვებ ბედნიერ თანაცხოვრებას!“ – ნინო სურგულაძის საოცარი შესრულება ქორწილში

1753639064
ნინო სურგულაძე

ცნობილი იტალიელი დირიჟორი კარლო პონტი უმცროსი, რომელიც ლეგენდარული იტალიელი კინოვარსკვლავის სოფი ლორენის ვაჟი გახლავთ, ქართველ მარიამ შარმანაშვილზე დაქორწინდა. მათ კავშირი ღვთის წინაშე გაამყარეს და ჯვარი 2025 წლის 26 ივლისს საქართველოში დაიწერეს. მანამდე კარლო პონტი სამთავროს დედათა მონასტერში მართლმადიდებლად მოინათლა და მას საეკლესიო სახელი გაბრიელი ეწოდა.

საქორწინო ცერემონია, რომელიც საქართველოში შედგა ქართული კულტურული ელემენტებით იყო გაფორმებული, რომელსაც უამრავი ცნობილი სტუმარი დაესწრო, მათ შორის იტალიიდან.

ამჯერად სოციალურ ქსელში ოპერის მომღერალი ნინო სურგულაძე წყვილის ქორწილიდან კადრებს აქვეყნებს, სადაც მან სიმღერა შეასრულა:

„კარლოს და მარიამის ულამაზესი ქორწილი, ვულოცავ კარლოს და მარიამს, ვუსურვებ ბედნიერ თანაცხოვრებას!“, წერს ნინო სურგულაძე ვიდეოზე.

მომღერალი ქორწილში მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ულამაზესი ხარ...“ - მაკა ზამბახიძე ახალ კადრებს აქვეყნებს

⭕„ამ პერიოდში წამოწყებული საქმეები რთულად ან საერთოდ ვერ ვითარდება...“ - რამაზ გიგაურის ასტროლოგიური რჩევები

⭕„დალოცვილი დედა იყავი...“ - თათა ვასაძე ქალიშვილთან ერთად გადაღებულ კადრებს გვიზიარებს