რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
სამსახურებრივი ფლირტი მალე დასრულდება, თუმცა თქვენთვის ასე ჯობია. დაოჯახებულ ვერძებს შესაძლოა უთანხმოება მოუვიდეთ მეუღლის ნათესავებთან, რომლებიც მის პირად ცხოვრებაში ჩარევას შეეცდებიან. დღეს შეგიძლიათ თამამად დაუთმოთ დრო შოპინგს — მომგები აღმოჩნდება, სახლის საფუძვლიან დასუფთავებას კი სჯობს თავი აარიდოთ. კოლეგებთან ერთად ერთობლივ პროექტს განიხილავთ, რაც ძველი, გადაუჭრელი კონფლიქტების მოგვარების შანსს მოგცემთ. გარშემო მყოფებზე შთაბეჭდილების მოხდენის სურვილით ფულის გაფლანგვა ფინანსურ კრიზისამდე მიგიყვანთ. გამორიცხული არ არის მოულოდნელი შემოსავალიც, თუმცა ამაზე ბევრს ნუ ისაუბრებთ. ქალბატონებს ვურჩევთ, საკუთარ გარეგნობას მეტი დრო დაუთმონ — სახის ნიღბები, ანტიცელულიტური პროცედურები და თმის გაჯანსაღება ახლა ზუსტად ის არის, რაც გჭირდებათ.
კურო
მზად იყავით იმისთვის, რომ დღეს პარტნიორი დათმობაზე არ წამოვა, პირიქით, მისი მოთხოვნები შეიძლება გაიზარდოს. ბევრ კუროს რემონტის დაწყების სურვილი გაუჩნდება, თუმცა ეცადეთ, წინასწარ განსაზღვრულ ბიუჯეტს არ გასცდეთ. თუ გსურთ დაწყებული საქმე სასურველი შედეგით დაასრულოთ, საკუთარ ვალდებულებებს მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდეთ. თუ გეჩვენებათ, რომ თქვენი შრომა სათანადოდ არ ფასდება, საქმიანობის სფეროს შეცვლა სცადეთ. რაც შეეხება ჯანმრთელობას, დღეს თავს შესანიშნავად იგრძნობთ და თუ მოინდომებთ, უამრავი საქმის დასრულებას შეძლებთ. ფინანსურ სფეროში ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს ერიდეთ - ჯობია, წინასწარ დაგეგმილ გეგმას მიჰყვეთ.
ტყუპები
თუ მარტოხელა ხართ, ვარსკვლავები გირჩევენ, საზოგადოებაში მეტი იტრიალოთ, რადგან ახლა საინტერესო ადამიანის გაცნობის შანსი მაღალია. დღევანდელი დღე დაგანახვებთ, რომ თქვენ და თქვენი საყვარელი ადამიანი ბევრ საკითხს განსხვავებულად უყურებთ. შეეცადეთ, ამას ფილოსოფიურად მიუდგეთ — საერთო ენის გამონახვა აზრთა ნებისმიერ სხვაობას გააქრობს. მაშინ, როცა თქვენი კოლეგების უმეტესობა საქმეს გულგრილად ეკიდება, თქვენ შეძლებთ, ხელმძღვანელობასთან თქვენი უნარები და ნიჭი საუკეთესოდ წარმოაჩინოთ. ყურადღებით აკონტროლეთ ხარჯები, რათა უსარგებლო დანაკარგები თავიდან აიცილოთ. ნაშუადღევს შესაძლოა უმიზეზო მხიარულებამ შეგიპყროთ, რაც დაგროვილ სტრესზე ორგანიზმის თავისებური რეაქციაა.
კირჩხიბი
დღეს მოსალოდნელია მცირე შეცდომები, და არასწორი გათვლები. შინაგან ხმას მოუსმინეთ და ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გამოიტანთ. ოჯახურ ცხოვრებაში მოსალოდნელია მცირე ცვლილებები ან პრობლემები, რაც, საბოლოოდ თქვენს სასიკეთოდ შემობრუნდება. სამსახურში მეტი სიფრთხილეა საჭირო. ეცადეთ, კონკურენტების დაგებულ მახეებს და დაპირისპირებებს თავი აარიდოთ. შესაძლოა გავლენიანი ადამიანები გაიცნოთ, რომლებიც თქვენში მაღალი დონის პროფესიონალს დაინახავენ. თქვენი ინტელექტუალური შესაძლებლობები მწვერვალს მიაღწევს და ინფორმაცია, რომელიც აქამდე ეპიზოდური გეჩვენებოდათ, ერთიან სურათად შეიკვრება. მოერიდეთ მძიმე საკვებს, რადგან შესაძლოა კუჭმა შეგაწუხოთ.
ლომი
სჯობს თქვენი ენერგია სასიყვარულო თამაშებზე გადაიტანოთ — აქ წარმატების მიღწევის ყველა შანსი გაქვთ. საოჯახო საქმეებს ნუ დააგროვებთ და ნუ უგულებელყოფთ. სჯობს ყველაფერი თანდათან აკეთოთ, ვიდრე მერე ყველაფერმა ერთად მოგიწიოთ. თქვენი მონდომება უფროსობის ან ძვირფასი კლიენტის მხრიდან შეუმჩნეველი არ დარჩება. საკუთარი მიღწევების აღნიშვნა და სხვებისთვის გაზიარება ნუ მოგერიდებათ. ბედი მზადაა, ფინანსურადაც გაგახაროთ, მთავარია, ეს ფული უსარგებლო ნივთების შეძენაზე არ დახარჯოთ. საკუთარი ხარჯები საფუძვლიანად შეისწავლეთ და გადაწყვეტილებებს ემოციების გავლენით ნუ მიიღებთ. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე, რათა ცხოვრებით სრულფასოვანი ტკბობა შეძლოთ.
ქალწული
ამ დღეს გაგიჭირდებათ როგორც კარიერაში, ისე პირად ურთიერთობებში შექმნილი ვითარების ობიექტურად შეფასება, ამიტომ საპასუხისმგებლო ნაბიჯების გადადგმისგან დროებით თავი შეიკავეთ. სამსახურში რთული დღე გელით, კოლეგები შეეცდებიან მახე დაგიგონ, თუმცა უსიამოვნო შედეგებს თავს აარიდებთ. დღის მეორე ნახევარი ოჯახს დაუთმეთ — კინოში წადით ან ოჯახური ვახშამი მოაწყვეთ. სურვილის შემთხვევაში, სასურველი ნივთის შეძენას ან გარკვეული თანხის გადანახვას შეძლებთ. მოერიდეთ გადაჭარბებულ ფიზიკურ დატვირთვას, რომელმაც შეიძლება ხერხემალი დაგიზიანოთ. ამის პრევენციისთვის მასაჟი და დილის ვარჯიში საუკეთესო გამოსავალია.
სასწორი
თუ საყვარელი ადამიანის მიმართ უნდობლობის მიზეზი არ გაქვთ, ეჭვები დაივიწყეთ. კარგი იქნება, თუ დროს გამონახავთ და ბავშვებთან ერთად წყლის ატრაქციონებზე ან კინოში წახვალთ. ხელსაყრელი დროა საქმიანი ოპერაციებისთვის. გამორიცხული არ არის სამსახურებრივ მდგომარეობაში დიდი ხნის ნანატრი ცვლილებები მოხდეს. ფული თითქოს ციდან ჩამოიყრება, თუმცა საფულეში დიდხანს არ დარჩება. დღევანდელი დღე ემოციურ არასტაბილურობას მოგიტანთ, რასაც თან გადაღლილობა, სტრესი და მაღალი წნევა ახლავს.
⭕ ასევე დაგაინტერესეთ:
⭕ ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ყველაზე ხშირად ქორწინდებიან მეგობარზე