Digest Logo

„თქვენს სასიკეთოდ მოგვარდება იურიდიული და უცხოეთთან დაკავშირებული საკითხები“ - ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ლომისთვის

1790860600
ლომი ლომი ლომი

♌️ ორ ოქტომბერს მერკური, პლუტონი და მარსი ერთმანეთთან დაძაბულ ასპექტს ქმნიან - მარსი 28 სექტემბრიდან თქვენს ნიშანშია და ენერგიის მოზღვავება, მოქმედების სურვილი უნდა გქონდეთ, თუმცა ეცადეთ, რომ ძალა და ენერგია კეთილი საქმეებისკენ მიმართოთ.

მოერიდეთ დაპირისპირებას, მეგობრებთან, კოლეგებთან, ოჯახის წევრებთან. ნუ ეცდებით, ძალის დემონსტრირებას. იყავით დაკვირვებული, თუ აგვარებთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმეებს, პარტნიორთან, კლიენტებთან. საბუთები დაკვირვებით გააფორმეთ.

♌️ 3 ოქტომბერს მარსისა და პლუტონის დაძაბული ასპექტი გველოდება - მოგეჩვენებათ, რომ მთელ სამყაროს უპირისპირდებით, ყველას წინააღმდეგ იბრძვით, მაგრამ ეცადეთ, იყოთ სამართლიანი და თქვენთვის შეუფერებელი ქმედებით ნუ ეცდებით ძალაუფლების ხელში ჩაგდებას. ძირეული ცვლილებები გელოდებათ პარტნიორულ (სასიყვარულო და საქმიანიც) და მეგობრულ სფეროში.

♌️ სამ ოქტომბერს ვენერა რეტროგრადული ხდება მორიელში (14 ნოემბრამდე) - შეიძლება საყვარელი ადამიანი გააცნოთ ოჯახის წევრებს ან პირდაპირი გაგებით, სიყვარული მოვიდეს თქვენს ოჯახში, განაახლოთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან, მიუბრუნდეთ ძველ სიყვარულს. ზოგიერთი გადააადგილებთ ავეჯს სახლში, მოიწვევთ მეგობრებს შინ.

♌️ ოთხ ოქტომბერს მზისა და სატურნის ოპოზიცია გველოდება - საბუთების მოწესრიგებისას მეტი დაკვირვება გმართებთ ან შეიძლება უსიამოვნება შეგექმნათ საბუთის უქონლობის გამო; განსაკუთრებით, თუ უცხოეთში ხართ ან მიემგზავრებით. თუ სწავლას აპირებთ, ეცადეთ იყოთ სერიოზული და დაკვირვებული.

♌️ ათ ოქტომბერს, 19:49-ზე, ახალმთვარეობა გველოდება სასწორის მეთვრამეტე გრადუსში - სიახლეები გელოდებათ მგზავრობისას, გადაადგილებისას. შეიძლება დაიწყოთ ახალი საქმე, სწავლა, გაიჩინოთ ახალი მეგობარი, დაუმეგობრდეთ ახალ მეზობელს. თუ ასაკი ხელს გიწყობთ, შეიძლება და ან ძმა გეყოლოთ.

♌️ 11 ოქტომბერს ვენერა კონფლიქტშია მარსთან - პირადი სურვილებისა და ამბიციების გამო ნუ დაძაბავთ ურთიერთობას საყვარელ ადამიანთან, ოჯახის წევრებთან. გამონახეთ დრო სახლისთვის სილამაზეების შესაქმნელად, სახლში ავეჯის გადასაადგილებლად.

♌️ 16 ოქტომბერს მარსისა და სატურნის მეგობრული ასპექტი გველოდება - უნდა გამოავლინოთ დაკვირვება და ენერგიულობა, რომ მიაღწიოთ თქვენსას. დაიმკვიდროთ თავი; განსაკუთრებით, თუ უცხოეთში ხართ. თქვენს სასიკეთოდ მოგვარდება იურიდიული, უცხოეთთან დაკავშირებული საკითხები. შეიძლება გამოგიჩნდეთ გურუ და ეცადეთ, მისგან მიიღოთ ყველა სიბრძნე და ცოდნა, რასაც მოგცემთ.

♌️ 16 ოქტომბერს პლუტონი გამოდის რეტროგრადული სვლიდან - თუ შეფერხებები გქონდათ პარტნიორებთან, თუ ვერ აღწევდით შეთანხმებას, შეხვედრას, ხელშეკრულების გაფორმებას, ახლა სიტუაცია გამოსწორდება, შეიტანეთ ცვლილებები პარტნიორულ და მეგობრულ ურთიერთობებში.

♌️ 23 ოქტომბერს, 13:43-ზე, მზე გადადის მორიელის ზოდიაქოში - ამ დღიდან მეტად მოგინდებათ საოჯახო, სანათესავო, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. გახშირდება ოჯახური და ნათესაური შეკრებები.

♌️ 24 ოქტომბერს მზე ვენერას შეერთება გველოდება მორიელში - სიყვარულის დღესასწაული გელოდებათ სახლში. რაღაც სასიამოვნო უნდა მოხდეს. შეიძლება შინ გესტუმრონ სტუმრები. შეიძლება გადაიფორმოთ უძრავი ქონება, იყიდოთ რამე ლამაზი და ძვირფასი სახლისთვის.

♌️ 24 ოქტომბერს მერკური რეტროგრადული ხდება მორიელში - უნდა მიუბრუნდეთ უძრავი ქონების, მემკვიდრეობის საქმეებს და გადააკეთოთ, გამოასწოროთ. შეიძლება ოჯახის წევრი დაბრუნდეს შინ; შეიძლება მოგიწიოთ ოჯახის წევრზე, ნათესავზე ზრუნვამ. დაკვირვებით გადაიხადეთ სესხი, გადასახადი. გადახედეთ ძველ ნივთებს, შეიძლება აღმოაჩინოთ საინტერესო, საჭირო ნივთები.

♌️ 25 ოქტომბერს რეტროგრადული ვენერა ტოვებს მორიელის ნიშანს და უკუსვლით სასწორში ბრუნდება - სიყვარულს შეიძლება შეხვდეთ მგზავრობისას ან მიიღოთ ყოფილისგან შეტყობინება.

♌️ 26 ოქტომბერს, 08:11-ზე, სავსემთვარეობა გველოდება კუროს მესამე გრადუსში - უნდა მიიღოთ შედეგი ან დაასრულოთ კარიერასთან, სტატუსთან დაკავშირებული საკითხები. შეიძლება მიიღოთ თანამდებობა, ან წამოხვიდეთ სამსახურიდან, თუ ასაკი ხელს გიწყობთ, შეიძლება პენსიაზე გახვიდეთ.

♌️ 30 ოქტომბერს მარსი აგრესიულ ასპექტშია მერკურისთან - ისევ ოჯახთან, უძრავ ქონებასთან დაკავშირებით მოგიწევთ ბრძოლა, შეიძლება მოგიწიოთ საბუთების გადაკეთებამ ან საოჯახო საქმეების გამო წინ და უკან სირბილმა.

ავტორი: ანა მზიანი.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„სასიცოცხლო ენერგია უძრავია, მნიშვნელოვანი მოვლენებისთვის შეუფერებელი დღეა“ - ფენშუის სპეციალისტი 1-ელი ოქტომბრის ენერგიებზე

⭕ ახალ სეზონზე, ლეიკერსსა და კობი ბრაიანტზე - სანდრო მამუკელაშვილის სრული ინტერვიუ

🎥 „ჩუმი მკვლელი“, რომელიც სისხლძარღვებსა და ნერვულ ქსოვილებს აზიანებს - ზაზა თელია დიაბეტის ფარულ საფრთხეებზე

✕