Digest Logo

„თქვენს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება, საბოლოოდ გაუშვებთ ხელს ძალაუფლებას“ - ნოემბრის პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის 💫

1729324559
სოფია ბზეკალავა

„არის ძალიან საინტერესო თვე, არც ისეთი სტრესული როგორც ზოგს ჰგონია. უფრო მეტი ემოცია, იდეოლოგიური გამოღვიძებები, სერიოზული მაგალითები სიმამაცის, მოტივაციის გვექნება. გაიზრდება ღირსების შეგრძნება, ერთმანეთის გვერდში დგომის სურვილი. გვექნება ახალი მთვარე, სავსემთვარეობა. ნოემბერი ფასეულობათა სისტემას გადააფასებს. თვის მთავარი მესიჯი სიმარტივე, მეტი იუმორი და ალტერნატიული გზების ძიებაა“, - ამის შესახებ ასტროლოგმა სოფია ბზეკალავამ გადაცემაში „შენი დილა“ ისაუბრა.

ნოემბრის პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის 💫

♈ ვერძი

ცხოვრების ახალ, ოც წლიან ფურცელს შლით. დასაწყისში მოუფრთხილდით ჯანმრთელობას, მოიმატებს დატვირთვა, გაგიჭირდებათ პრიორიტეტების დალაგება, სურვილი გექნებათ უმისამართოთ იქნიოთ ხმალი. თქვენს ზურგს უკან ბევრ ადამიანს ატკენთ და ეს გამარჯვება რამდენად გიღირთ, ამაზე უნდა დაფიქრდეთ. 

♉ კურო

ნოემბერი მოგიტანთ მნიშვნელოვან ეტაპს ყველანაირი ტიპის ურთიერთობებში. მოგიწევთ ტრანსფორმირდეთ. 20 რიცხვამდე პერიოდი თქვენთვის იქნება ძალების მოზღვავების, საკუთარი თავის რწმენის გაძლიერების, რაც საშუალებას მოგცემთ პარტნიორულ ურთიერთიობებში ხმამაღალი განაცხადი გააკეთოთ. მოგიწევთ სტატუსის, სამსახურის ცვლილება. 

♊ ტყუპები

ეს თვე დაგეხმარებათ საკუთარი თავის სხვანაირად დანახვაში. მოიშორებთ სამუდამოდ ირაციონალურ შიშებს. გადაიშლება ახალი ფურცელი ურთიერთობების მხრივ. მიხვდებით, რომ ურთიერთობები თქვენივე შიშების გამო არ გამოგდიოდათ. ზოგიერთი თქვენგანი ჯანმრთელობასთან დაკავშირებით შეშფოთდებით. ფიქრები გექნებათ, რომ რამე არ გამოგეპაროთ. მოერიდეთ დემაგოგიას.

♋ კირჩხიბი

ძირითადი გადატვირთვა გელოდებათ გუნდში, ჯგუფში, კოლექტივაში, მომავლის მიზნები, საერთო ჰორიზონტები. ეს ყველაფერი დაკავშირებულია ფულზე, მატერიალურ მდგომარეობაზე ბევრი ფაქტორი იქნება. ფული - როგორც რესურსი კი არა, ფასეულობათა სისტემასაც შეცვლით. შეიძლება გაჯიუტდეთ, რაღაცის დათმობა არ გინდოდეთ. გაურკვეველია ვინ არის თქვენთან, ვინ არის თქვენი მტერი. ცოტა ქაოსში ხართ, ჩამოუყალიბებლები ხართ, თუმცა თვის ბოლოს გაირკვევა ყველაფერი. 

♌ ლომი

გამოიყენეთ პერიოდი თვითანალიზისთვის. შესაძლოა განცდა, ისე არ გაფასებდნენ. კარგი იქნება დაფიქრდეთ, რატომ რეზონირებთ სხვა ადამიანების დამოკიდებულებაზე. ყველაფერი გავა ოჯახურ, ნათესაურ კავშირებზე. 1 ნოემბერს გვაქვს ახალი მთვარე, თქვენი ურთიერთობების ტრანსფორმირება მოხდება და საბოლოოდ გადაჭრით ოჯახურ სიტუაციებს, ან მოხდება სეპარაცია. 

♍ ქალწული

თვის პირველი ნაწილი შფოთვებით გამოირჩევა, რაც ჯანმრთელობას უკავშირდება. ვერ ბედავთ, ვერ გამოდიხართ კომფორტის ზონიდან. სწორედ გაანაწილეთ რესურსები, ბევრს ნუ ისაუბრებთ. ბევრის შემთხვევაში კომუნიკაცია იქნება, რაც სამსახურს და ანაზღაურებას უკავშირდება. შესაძლებლობა გექნებათ გაიფართოოთ თვალსაწიერი. ნუ შეგეშინდებათ. 

♎ სასწორი

თვის პირველი ნაწილი კარგია, წონასწორობაში მოხვალთ, ტყვეობიდან გათავისუფლდებით, მავნე ჩვევებისგან გათავისუფლდებით. აიღებთ ახალ პასუხისმგებლობებს, თუმცა გირჩევთ ნაკლებს დაპირდეთ და მეტი შეაასრულეთ. რომანტიკული ურთიერთობების შანსი გიჩნდებათ, მაგრამ ვარდისფერი სათვაალების ფონზე. 

♏ მორიელი

გაცნობიერებულად ხვდებით, რომ თქვენს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება. საბოლოოდ გაუშვებთ ხელს ძალაუფლებას ოჯახში. ფილოსოფიურად შეხედავთ რაღაც საკითხებს, რაც ძალიან კარგია, რადგან მიხვდებით, რომ თქვენი ცხოვრების ახალი ეტაპი ბევრს გასწავლით, შეგეცვლებათ განწყობა. 

♐ მშვილდოსანი

თვის პირველ ნაწილში კარგ შანსებს მიიღებთ, საჭირო დროს მიიღებთ საჭირო ინფორმაციებს. სიტუაციებს განმუხტავთ თქვენივე იუმორით, ოპტიმიზმით, თუმცა თვის მეორე ნახევარში გაგაღიზიანებენ ადამიანები, ვისაც შესაბამისი განათლება არ აქვთ, მაგრამ გეკამათებიან და თქვენს ავტორიტეტს ეჭვქვეშ აყენებენ. გადაამოწმეთ ინფორმაცია.

♑ თხის რქა

ბოლო რამდენიმე თვეა თითქოს მიმართულება არ გაქვთ, მომავლის კონსსტრუქციები არ გაქვთ, ახლა კი შეიცვლება ეს ყველაფერი. იპოვით საკუთარ თავს, ქაოსშიც კი გამოკვეთთ კონსტრუქციებს. ემოციურ დონეზეც ფეხზე წამოდგებით. იდეოლოგიურ თანამოაზრეებსაც იპოვით. 

♒ მერწყული

საშუალება გექნებათ საბოლოოდ გადაალაგოთ პრიორიტეტები, რაც სამსახურს და ოჯახს უკავშირდება. დაბრუნდებით ძველი შეთავაზებების ველში, თუმცა გაიშლება ახლებურად. ბევრთან სამსახურებრივად მოხდება გადაწყობა. თუ არ შეგეშინდებათ სიახლეების, მომდევნო წლის გაზაფხულიდან ივლით სრული სვლით წინ. 

♓ თევზები

თვის პირველ ნაწილში ხართ აქტიური, მოტივირებული, თუმცა ტრანსფორმაციულია ეს თვე თქვენთვის. ნოემბრის მეორე ნახევარში შესაძლებელია გქონდეთ გაურკვევლობები რესურსის ხარჯვასთან დაკავშირებით, დაგიგროვდებათ პრეტენზიები, მოითხოვთ ურთიერთობებში „კონკრეტიკას“, დადგებით შენაძენების წინაშე. ეცადეთ, არ აჩქარდეთ, ობიექტურად შეხედოთ სიტუაციებს. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ილია თოფურიას მეუღლე შვილის ახალ ფოტოს გვიზიარებს

„მამა სახლშია, კარგადაა“ - თბილისში დაკარგული შუახნის კაცი იპოვეს

„აპოკალიფსი დაიწყება, ომი გაანადგურებს ევროპის მოსახლეობას“ - ვანგას წინასწარმეტყველება 2025 წლისთვის