Digest Logo

„ტრანსფორმაციისა და განახლების პროცესი ხდება შოკური მეთოდებით, მაგალითად ღალატით და რაც მთავარია, კარდინალური ცვლილებებით“ - რამაზ გიგაური ლილიტის მორიელში ტრანზიტზე

1744900703
რამაზ გიგაურირამაზ გიგაური

ლილიტი ანუ „შავი მთვარე“ მორიელში 2025 წლის 27 მარტის გადავიდა და 9 თვე, დეკემბრამდე დარჩება იქ. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ფინანსური სიფრთხილე არის საჭირო, რადგან დიდი ტრანსფორმაციის პერიოდი იწყება.

აღნიშნულ საკითხზე ასტროლოგი რამაზ გიგაური ვრცელ პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას რეკომენდაციებს უზიარებს:

„ლილიტი მორიელში - ტაბუს მსხვრევა და ბედისწერასთან უეჭველი მარცხის შიში

ინგრესია:

27 მარტი (2025) - 20 დეკემბერი (2025)

უარყოფითი სლოგანი: დაივიწყე სინათლე – ეს გზა მხოლოდ სიბნელეში მიდის.

დადებითი სლოგანი: დაიმორჩილე შენი ბნელი მხარე, აქციე ეს ძალად და გახდი ოსტატი.

შავი მთვარე (ლილიტი) მორიელის ზოდიაქოში შეიძლება განვმარტოთ, როგორც ყოველგვარი აკრძალულის (ტაბუირებულის) დარღვევა, როდესაც იდუმალის შემეცნების, მასში წვდომის და მისი დაუფლების სურვილი გაცილებით ძლიერია, ვიდრე მისი აკრძალვის შიშის ან სირცხვილის განცდა.

რელიგიურ-ეზოთერული თვალსაზრისით, ეს არის ადამ და ევას მიერ „აკრძალული ხილის“ ჭამა, რასაც მოსდევს მათი სამოთხიდან გამოძევება. არქეტიპულად, „ლილიტი - მორიელში“ შეიძლება წარმოვიდგინოთ, „დაცემული ანგელოზიც“, რომელიც იწყებს ამბოხს და არდამორჩილებას.

ნებისმიერი დაწესებული ზღვრის გადალახვა სწორედ ამ ასტროლოგიური სიმბოლოს უკავშირდება.

აქედან გამომდინარე, პერიოდი, როდესაც ლილიტი მორიელის ნიშანში იმოძრავებს, გამორჩეული იქნება ყველანაირი წმინდა, საკრალური სივრცის დარღვევით, შელახვითა და შერყვნით.

ლილიტი - კავშირშია კარმულ ასტროლოგიასთან და ამას თავისთავად, მივყავართ მიზეზშედეგობრიობის კანონთან, ანუ რაც ადრე დათესილის მიღებასთან (ეს საგრძნობი გახდება როგორც ინდივიდუალურ, ისე სოციალურ თუ პოლიტიკურ დონეზე).

ბუნებრივია, ლილიტის მორიელში ინგრესია აძლიერებს ბრძოლის თემას და ეს ბრძოლა ხშირად არის ხოლმე სასტიკი, დაუნდობელი და რაც მთავარია, დესტრუქციული. ხშირად, ბრძოლა გონიერების საზღვრების გარეთ გადის და საკუთარი თავის შეწირვამდეც კი მიდის.

ამიტომ, თითქმის 2025 წლის ბოლომდე ბევრი ადამიანის, ორგანიზაციის თუ ქვეყნის ცხოვრებაში ვიხილავთ თვითდესტრუქციულ მოქმედებებს, როდესაც დაიკარგება გონი და ახლის დაუფლების ძლიერი სურვილი გამოიწვევს „გონის“ დეგრადირებას, რასაც მოჰყვება ბევრი პროცესის სტაგნაცია ან საბოლოოდ ჩამოშლა.

ბუნებრივია, გაძლიერდება რადიკალიზმი და დაპირისპირების შემთხვევაში თითქმის გამოირიცხება კომპრომისის ძიების სურვილიც კი. ყველა აქამდე ურთიერთდაპირისპირებული მხარე კიდევ უფრო დაშორდება ერთმანეთს და ერთმანეთისთვის აბსოლუტურად შეუთავსებელი გახდება.

გარდა ამისა, წინ წამოიწევს შურისა და ეჭვიანობის ფაქტორიც, რაც გაზრდის ინტრიგებისა და მანიპულაციების ალბათობას (ეს თავს იჩენს როგორც საქმიან, ისე პირად ურთიერთობებში).

მორიელის ენერგია სიმბოლურად უკავშირდება მერვე ასტროლოგიურ სახლს, ამიტომ ეს შეიძლება გამოვლინდეს სექსუალურ ურთიერთობებში, სარისკო ფინანსურ ოპერაციებში და ბიზნეს-საკითხებში. საქმიან ცხოვრებაში მოიმატებს ფინანსური კრიზისის ალბათობა.

ძირითადი მახასიათებლები:

* ინტენსიური ემოცია – სიღრმისეული გრძნობები, რომლებიც ხშირად დათრგუნულია, განდევნილია და სრულად ვერ გამოიხატება.
* მიმზიდველობა და მაგნეტიზმი – სექსუალური და ენერგეტიკული მიმზიდველობა, რომელიც ადამიანებში ძლიერ ემოციურ რეაქციებს იწვევს.
* ტაბუდადებულ თემებთან სიახლოვე – სიკვდილი, სექსუალობა, ძალაუფლება და ფსიქოლოგიური მანიპულაციები ხშირად თამაშობენ მნიშვნელოვან როლს.
* ზედაპირიდან სიღრმეში ჩასვლა – ადამიანს უჩნდება სურვილი, ეძებოს სიმართლე უფრო ღრმად და რაც მთავარია, ყველანაირი ილუზიის გარეშე.
* ბრძოლა და (თვით)განადგურება – ტრანსფორმაციისა და განახლების პროცესი ხშირად ხდება შოკური მეთოდებით (მაგალითად, მტკივნეული გამოცდილებით, ღალატით, მოულოდნელი და რაც მთავარია, კარდინალური ცვლილებებით).

შესაძლო სირთულეები:

* შიში და ობსესია – ადამიანმა შეიძლება იგრძნოს, რომ რაღაც აკრძალული და „ბნელი" მიზიდავს, რაც მასში შფოთვას იწვევს.

* შურისძიებისკენ მიდრეკილება – ადამიანი რთულად პატიობს, უფრო მეტიც, ცდილობს სხვებს სამაგიერო გადაუხადოს, რასაც უფრო მეტ დესტრუქციასთან მიჰყავს.

* საკუთარი სურვილების მიმართ არაადეკვატური სირცხვილის განცდა – განსაკუთრებით სექსუალურ და ემოციურ ასპექტებში, რადგან მორიელი დაკავშირებულია სიღრმისეულ ემოციასთან. კომპლექსების გამო, ადამიანი რთულად ახერხებს სექსუალურობის გამოვლენას ან საერთოდ, ბლოკავს მას.

* კონტროლის სურვილი - ადამიანი შიშის გამო ცდილობს ყველა და ყველაფერი გააკონტროლოს. ხშირად ეს მოდის, მომავლის შიშიდან და ადამიანს უჩნდება ქვეცნობიერი სურვილი, რომ მას ან მის ახლობელ ადამიანებს საფრთხე ემუქრება, ამიტომ ცდილობს „გააკონტროლოს“ ყველაფერი, რასაც ხშირად მოსდევს გადაღლისა და გამოფიტვის განცდა.

რჩევა:

ამ დროს საჭიროა გაუცნობიერებელი აგრესიის, სიბრაზის, ასევე შიშებისა და აკვიატებების გაცნობიერება და მართვა.

ეს ყველაფერი გამოყენებული უნდა იქნეს, როგორც პიროვნული ზრდის ინსტრუმენტი. საკუთარი „ჩრდილის“ შესწავლას და მასთან დამეგობრებას მოსდევს სწორი ემოციური რეაქციები.

შურისძიებაზე, მანიპულაციაზე და ნებისმიერი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაზე უარის თქმას ჰარმონიასთან და სასიკეთო დასასრულთან მივყავართ.

საკუთარი სურვილები კარგად უნდა გადაისინჯოს და მათი შესრულებისთვის კონსტრუქციული გზები უნდა მოინახოს.

„ტოქსიკური“ ურთიერთობებისგან გათავისუფლება ფრთხილად და ეტაპობრივად უნდა მოხდეს. ფსიქოლოგიური და სულიერი გაძლიერებას მოსდევს ნგრევის შეჩერება და შენების დაწყება“,- წერს რამაზ გიგაური.
 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„მიყვარს ეს გოგო...“ - მაკა ზამბახიძე ახალ კადრებს აქვეყნებს

 🎥 „დილით გათენდა და მითხრა 70 წლის ბებერი ხრონძი ვარო...“- რას ჰყვება ალეკო მახარობლიშვილის მეუღლე?

🎥 შეიძლება თუ არა ენდროში მოხარშული გაბზარული კვერცხის შენახვა? - სპეციალისტის რჩევები