Digest Logo

🎥 ტრანზიტული კარმული კვანძები - რას ააქტიურებს  აღმავალი კარმული კვანძი მერწყულის ზოდიაქოში, რას გვირჩევს ასტრო-ფსიქოლოგი თამარ აქუბარდია?

1788850506
თამარ აქუბარდია

„კარმული კვანძები წელიწად-ნახევრის განმავლობაში იქნება მერწყული ლომის ღერძზე. აღმავალი კარმული 
კვანძი მერწყულში არის ახლა და  დაღმავალი კარმული კვანძი ლომში“, - ამის შესახებ ასტრო-ფსიქოლოგი თამო აქუბარდია საუბრობს და საჭირო ინფორმაციას გვიზიარებს. 

რას ითხოვს თითოეულისგან ეს წელიწად-ნახევარი?

„ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ კარმულ კვანძებს პირად რუკაში. თუმცა, ასევე ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ ხოლმე ტრანზიტების დროს რომელ სახლში გაგვდის ჩვენ კარმული კვანძები, რომელ სახლშიც არის აღმავალი კვანძი - ის იუპიტერივით მუშაობს აფართოებს ინტერესებს იმ სახლში და დაღმავალი კვანძი პირიქით სატურნივით მუშაობს და ის კეტავს იმ სახლის სფეროს და ნაკლებ ყურადღების ცენტრში ხდება და ნაკლებად გვაინტერესებს.

ეს პერიოდი შეიძლება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს ურთიერთობებში, მეგობრულ წრეში, კარიერულ გუნდებში, სოციალურ გარემოში და პირად მიზნებში. ზოგიერთი ძველი კავშირი შეიძლება დასრულდეს, ახალი ადამიანები კი მოულოდნელად გამოჩნდნენ“, - ამბობს აქუბარდია. 

რას ააქტიურებს აღმავალი კარმული კვანძი მერწყულის ზოდიაქოში? 

„თავისუფლებას და დამოუკიდებლობას, ახალ იდეებსა და ინოვაციებს, მომავლის დაგეგმვას და  საკუთარი უნიკალურობის მიღებას, აღარ არის აუცილებელი ყველას მოეწონო ან საზოგადოების მოლოდინებს მოერგო.

ლომის ენერგიას მოუწევს საკუთარი ეგოს ოდნავ უკან გადაწევა, რათა საერთო საქმეებმა და კოლექტიურმა მიზნებმა მეტი სივრცე მიიღოს“, - აცხადებს ასტრო-ფსიქოლოგი თამარ აქუბარდია.

ვრცლად, ნახეთ ვიდეო: 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ფინანსური ჯეკპოტის დღეა!“ - თაკო მელიქიშვილი 8 სექტემბრის ენერგიებზე

8 სექტემბრიდან იღბლიანი პერიოდი იწყება - ასტროლოგებმა 3 მთავარი ფავორიტი დაასახელეს