Digest Logo

„ცა თითქოს იწვის, გამოვიდეთ ჩრდილიდან“ - ასტროლოგი ნინო ალბორიშვილი 2026 წლის უმნიშვნელოვანეს ასტროლოგიურ მოვლენაზე გვაფრთხილებს

1782821705
ნინო ალბორიშვილი

ასტროლოგიურ წრეებში 2026 წლის ზაფხულს „ცეცხლოვან სეზონს“ უწოდებენ. ამის მიზეზი წლის მთავარი ასტროლოგიური ტრიგერი - მასშტაბის, გაფართოების, ავტორიტეტისა და წარმატების პლანეტა იუპიტერის ინგრესიაა (გადასვლა) ლომის ზოდიაქოს ნიშანში, სადაც ის მომდევნო 12 თვის განმავლობაში დარჩება.

ასტროლოგი ნინო ალბორიშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და მოსახლეობას იმ უიშვიათესი კოსმიური მოვლენების შესახებ აფრთხილებს, რომლებიც მომავალი სამი თვის განმავლობაში თითოეული ადამიანის ცხოვრებაზე მოახდენს გავლენას. მისი თქმით, ცეცხლის სტიქიის ნიშნებში პლანეტების უიშვიათესი და ძლიერი კონცენტრაცია იქმნება, მაშინ როდესაც წყლის სტიქია თითქმის სრულ დეფიციტში იქნება.

ასტროლოგი განმარტავს, თუ რას უნდა ველოდოთ ამ პერიოდში და რა ჩრდილოვანი მხარეები შეიძლება გაააქტიუროს აღნიშნულმა ტრანზიტმა:

„ცა თითქოს იწვის და თითოეულ ჩვენგანს მოუწოდებს: გამოვიდეთ ჩრდილიდან და ჩვენი ცხოვრების მთავარი როლი თავად შევასრულოთ. საინტერესოა, რომ იუპიტერი ცარიელ სივრცეში არ შედის. ზაფხულის შუა პერიოდში ლომის ნიშანში იკრიბება ძლიერი სტელიუმი (პლანეტების ერთობლიობა): მზე, მერკური და ვენერა. ამავე დროს, სატურნი და ნეპტუნი ვერძშია, ხოლო ლილიტი - მშვილდოსანში. ისინი ერთად შექმნიან დიდი ცეცხლის ტრიგონს.

იუპიტერი ლომში პლუს ლილიტი მშვილდოსანში - ეს კომბინაცია ქმნის „ცეცხლოვანი ამბოხის“ არქეტიპს. იუპიტერი ადამიანს აძლევს თავდაჯერებას, მაგრამ მშვილდოსანში მყოფმა ლილიტმა შეიძლება ზედაპირზე ამოიტანოს მისი ჩრდილოვანი მხარე: ფანატიზმი, ამპარტავნება, გაბერილი ეგო და საკუთარი უცდომელობის ბრმა რწმენა. აქ მნიშვნელოვანია საკუთარ თავთან გულწრფელობა: ის, რის მიღწევასაც ცდილობთ, თქვენი ნამდვილი შინაგანი მოთხოვნილებაა თუ უბრალოდ სურვილი, სხვებზე მეტი და მნიშვნელოვანი გამოჩნდეთ?“,- წერს ასტროლოგი.

ნინო ალბორიშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ იუპიტერი წარმატებას უმოქმედოდ არავის ჩუქნის და მისი მთავარი ფუნქცია მხოლოდ იმის გაფართოებაა, რაც ადამიანში უკვე არსებობს - იქნება ეს ამბიციები, რისკები თუ კონკრეტული ქმედებები.

„თუ ბოლო პერიოდში საკუთარ განვითარებაზე იმუშავეთ, გაბედეთ ნაბიჯების გადადგმა და პასუხისმგებლობა აიღეთ, იუპიტერი ლომში ამ ძალისხმევის უფრო ფართოდ წარმოჩენასა და აღიარებას შეუწყობს ხელს. მაგრამ თუ მხოლოდ იღბლის მოლოდინში ხართ, იუპიტერი ამას თავისით ვერ შექმნის. ლომის ენერგიაა - გამოხატო საკუთარი თავი, შენი ნიჭი და არ შეგეშინდეს ყურადღების ცენტრში ყოფნის.

სწორედ ასეთ აქტიურ და გაბედულ მოქმედებას შეუძლია იუპიტერის გაფართოების პრინციპი თქვენს სასარგებლოდ აამუშაოს. ამიტომ, იუპიტერის ლომში გადასვლა ავტომატურად არცერთი ზოდიაქოს ნიშნისთვის არ ნიშნავს გარანტირებულ აღიარებასა და წარმატებას. მისი შედეგი ყოველთვის დამოკიდებულია იმაზე, თუ რას ახვედრებთ ამ ტრანზიტს: ინიციატივას, გამოცდილებას თუ რეალურ მოქმედებას“, - აცხადებს ნინო ალბორიშვილი.