Digest Logo

🎥 „კარმული ბუმერანგი“, მოულოდნელი ფინანსური გარდატეხები და ძველი სიყვარულის დაბრუნება: როგორი იქნება 29 ივნისი - 5 ივლისის კვირა ზოდიაქოს ნიშნებისთვის

1782718031
მიხეილ ცაგარელი

ივნისისა და ივლისის მიჯნა ასტროლოგიურად ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული და ტრანსფორმაციული აღმოჩნდება. თხის რქის სავსემთვარეობა, მარსისა და ურანის ფეთქებადი კავშირი და რეტროგრადული მერკურის ფაზის დაწყება თითოეული ნიშნისგან განსაკუთრებულ სიფრთხილესა და გონიერებას მოითხოვს. ზოგისთვის ეს კვირა ძველი ილუზიების მსხვრევისა და კარიერული გამოწვევების პერიოდია, ზოგისთვის კი - წარსულიდან დაბრუნებული ადამიანებისა და ახალი, მოულოდნელი შანსების დრო.

ნახეთ, მიხეილ ცაგარელის ასტროპროგნოზი - კონკრეტულად რა მიმართულებით უნდა გამოიჩინოთ სიფრთხილე და რას გვიმზადებენ პლანეტები 29 ივნისიდან 5 ივლისამდე:

♈ ვერძი

ენერგოტონუსი შემცირებული გაქვთ, ამიტომ მარტივად იღლებით. ასევე, მოსალოდნელია, რომ სახლში გარკვეული პრობლემები შეიქმნას და გაუგებრობებმა იჩინოს თავი. თუ რამე მოხდა, არ იჩხუბოთ - ყველაფერი მშვიდად და წყნარად გადაწყვიტეთ.

♉ კურო

ჯანზე მოდიხართ, განწყობა გიუმჯობესდებათ და უფრო შრომისუნარიანი ხდებით. თუმცა, მარტივად ნუ ენდობით არავის; ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც მიიღებთ, აუცილებლად გადაამოწმეთ. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ემოციებს და არ აჰყვეთ პროვოკაციებს.

♊ ტყუპები

ჯანმრთელობის მდგომარეობა ნელ-ნელა იკლებს და თავს იჩენს ემოციური არასტაბილურობა. გაქვთ ახალი იდეები, მაგრამ შესაძლოა გამოჩნდეს ისეთი რამ, რასაც საერთოდ არ ელოდით. თუ ძველი ვალები გქონდათ, შესაძლოა ახლა მოგთხოვონ მათი დაბრუნება.

♋ კირჩხიბი

ამ კვირის მთავარი ფავორიტები სწორედ კირჩხიბები ხართ! თქვენი ენერგია მატულობს და ყველაფერი თქვენ მხარესაა. მიუხედავად ამისა, იყავით ყურადღებით, რადგან მოსალოდნელია სხვების მხრიდან წამოსული პროვოკაციები - არ აჰყვეთ მათ. იქ, სადაც აქამდე უარს იღებდით, ახლა ყველაფერი თქვენს სასიკეთოდ შემოტრიალდება. მიდექით-მოდექით, ახლა თქვენი დროა!

♌ ლომი

თქვენთვის დაბადების დღის წინა პერიოდი იწყება, რის გამოც იმუნიტეტი ეცემა, განწყობა ქვეითდება და მატულობს ფარული მტრებისა თუ ჭორების ალბათობა. ნუ დაიწყებთ ახალ საქმეებს და აკონტროლეთ, რა ხდება თქვენს ზურგს უკან.

♍ ქალწული

ჯანმრთელობა მდგრადი გაქვთ და ემოციური ფონიც კარგია. ბევრი კუთხით გეძლევათ წარმატების შანსი. ნუ შეუშინდებით საქმეებს, არ აჰყვეთ შინაგან მელანქოლიას და იყავით ოპტიმისტები.

♎ სასწორი

საკმაოდ რთული პერიოდი გაქვთ. თქვენს დროსა და ენერგიას განსაკუთრებით კარიერული საკითხები წაიღებს. მატულობს პრეტენზიები კოლეგებისა და უფროსების მხრიდან, ამიტომ შეინარჩუნეთ სიმშვიდე.

♏ მორიელი

თქვენთვის ეს წარმატებული პერიოდია. მატულობს შარმი და ინტუიციაც მდგრადია. თუმცა, თუ ყველა წვრილმანს ჩაეძიებით, შესაძლოა ადამიანებს თავი გაუბურღოთ, რაც დაპირისპირებას გამოიწვევს. ამიტომ, ამ საკითხს დიდი ყურადღება მიაქციეთ.

♐ მშვილდოსანი

ეს პერიოდი ცოტა რთულია თქვენთვის - ბევრი რამ ისე არ გამოდის, როგორც გსურთ. ეცადეთ, არ აჰყვეთ პროვოკაციებს და არ შეხვიდეთ კონფლიქტში გარშემომყოფებთან. ენას კბილი დააჭირეთ, საიდუმლოებები არ გათქვათ და ზედმეტი არ ისაუბროთ.

♑ თხის რქა

ჯანმრთელობა მყარი გაქვთ, ენერგია გემატებათ და ძალიან აქტიური ხართ. თუმცა, მაღალია ფინანსური დანაკარგების ალბათობა და მატერიალური პრობლემებიც წამოიწევს წინ. ეცადეთ, მაქსიმალურად შეინარჩუნოთ კარგი ურთიერთობა პარტნიორებთან.

♒ მერწყული

თქვენი ენერგოტონუსი ეცემა და შესაძლოა ქრონიკულმა დაავადებებმაც იჩინოს თავი. არის შანსი, გაიცნოთ ადამიანი, ვინც თქვენზე დიდ გავლენას მოახდენს. ამასთანავე, გაძლიერებულია ფულის უყაირათოდ ხარჯვის ალბათობა, ამიტომ ეცადეთ, მხოლოდ ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლოთ.

♓ თევზები

კარგი პერიოდი გაქვთ: ენერგოტონუსი მდგრადია და ემოციურადაც უფრო სტაბილური ხართ. შესაძლოა, თავი შეგახსენოთ ძველმა სასიყვარულო პარტნიორმა - ამ კუთხით ფრთხილად იყავით, არ აჰყვეთ ამ გრძნობებს, თორემ უფრო მეტი პრობლემა შეგექმნებათ. გაქვთ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების შანსი. ასევე, კარგი პერიოდია მგზავრობისა და მოგზაურობისთვის.

ნახეთ, ვიდეო: 

⭕ ასევე დაგაინტერესეთ:

🎥 სამი გეომაგნიტური დღე, სავსემთვარეობა და მერკურის უკუმავლობა – კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები, მიხეილ ცაგარელისგან!

⭕სირთულეები კომუნიკაციაში, წარსულის ურთიერთობების გააქტიურება და ახალი შესაძლებლობები - როგორი იქნება 29 ივნისი - 5 ივლისის კვირა ზოდიაქოს ნიშნებისთვის

⭕„ეს არის დღე, როცა ქმედება ხანგრძლივ ფორმას იძენს, ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო“ - 29 ივნისის მეტაფიზიკური პროგნოზი