Digest Logo

„წამიერ იმპულსს ნუ აჰყვებით...“ - 27 ოქტომბრის ენერგიები

1793079763
დღის ენერგიები

27 ოქტომბერი ფულის ცხრიანის დღეა: ძლიერი ენერგია ფულისკენ მიმართეთ და არა პრობლემებისკენ!

ჩემო ძვირფასებო, დღეს ფულის ცხრიანის ენერგიული დღეა! თანაც სამშაბათია მარსის დღე და ცხრიანებისთვის იღბლიანი დღე. ენერგია ბევრი იქნება, ამიტომ მნიშვნელოვანია, სწორად მიმართოთ.

😵‍💫 უარყოფით მხარეს შეიძლება ზედმეტად მგრძნობიარე გახდეთ, ყველაფერი გულთან ახლოს მიიტანოთ და პატარა ამბავი დიდ პრობლემად აღიქვათ: „ახლა რა ვქნა? ყველაფერი დასრულდა!“.

🌕 არ დაგავიწყდეთ, რომ გუშინ სავსემთვარეობა იყო და მისი გავლენა დღესაც შეიძლება იგრძნობოდეს. ამიტომ ნუ მოიგონებთ პრობლემებს და ნუ ინერვიულებთ იმაზე, რაც შესაძლოა საერთოდ არ არსებობდეს.

🚶‍♀️ დღეს ბევრი იარეთ სასურველია, ახალი მარშრუტებითა და უცნობ ქუჩებში. გაიარეთ მეტი ნაბიჯი, გაათავისუფლეთ გონება და ფულის ენერგიას მოძრაობის საშუალება მიეცით!

🚗 შეგიძლიათ მანქანით, მოტოციკლით ან ველოსიპედით გაისეირნოთ. თუ ამის საშუალება არ გაქვთ, კიბეებზე იარეთ — მთავარია, მთელი დღე ერთ ადგილას არ იჯდეთ.

🙉 სხვის პრობლემებს ნუ აჰყვებით! დღეს ადვილია, სხვისი ამბით შეძრულმა დახმარება გადაწყვიტოთ და თან მისი მძიმე განწყობა საკუთარ თავზე აიღოთ. ახლა ეს ნამდვილად არ გჭირდებათ.

❤️‍🔥 კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი: დღეს სექსუალურმა ენერგიამ შეიძლება იმატოს. ვინც ურთიერთობაშია და ღალატისკენ მიდრეკილება აქვს, შესაძლოა ეს სურვილი განსაკუთრებით მძაფრად იგრძნოს.

⚠️ თუ ურთიერთობაში ხართ, წამიერ იმპულსს ნუ აჰყვებით. შეიძლება სურვილის ობიექტი პირველივე შემხვედრში დაინახოთ და შემდეგ მიღებულ გადაწყვეტილებას ძალიან ინანოთ.

🍸 თუ თავისუფალი ხართ, გაიცანით ადამიანები, იფლირტავეთ და ისიამოვნეთ ურთიერთობით. თუმცა გონება არ გათიშოთ და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მხოლოდ ემოციის გავლენით არ მიიღოთ.

📚 დღეს სწავლისთვის შესანიშნავი დღეა. მოუსმინეთ სასარგებლო პოდკასტს, დაუბრუნდით გადადებულ კურსს, წაიკითხეთ წიგნი ან შეიძინეთ ახალი ცოდნა — ასე დღის ძლიერ ენერგიას სასიკეთოდ გამოიყენებთ.

💃 ჩაიცვით ლამაზად და საკუთარ თავსაც გაუკეთეთ სასიამოვნო საჩუქარი! იყიდეთ ის, რაც დიდი ხანია გინდოდათ, გაახარეთ საკუთარი თავი და იგრძენით, რომ საუკეთესოს იმსახურებთ.

✨ იყავით ბედნიერები, საყვარლები და ფინანსურად უზრუნველყოფილები! დღეს ვმოძრაობთ, ვსწავლობთ, საკუთარ თავს ვირჩევთ და სხვის პრობლემებს საკუთარ თავზე არ ვიღებთ!

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ ჰარი კეინი 2026 წლის „ოქროს ბურთის“ გამარჯვებულია

⭕ „წარსულის გამოცდილება მნიშვნელოვანი გზამკვლევია...“ - ასტროლოგიური რჩევები 27 ოქტომბრისთვის

⭕ „განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს...“ - შემოდგომის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები

წყარო: www.facebook.com

✕