Digest Logo

„წარმატება თქვენს მხარესაა, ნებისმიერი წამოწყება შედეგიანად დასრულდება“ - 1-ელი სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1756671932
ჰოროსკოპი

ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.

ამჯერად მელიქიშვილი 1-ელი სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზის შესახებ წერს: 

ჰოროსკოპი — 1 სექტემბერი  

მთვარის დღე — 9 / 10

მთვარის ფაზა — მზარდი მთვარე მშვილდოსანში

ვერძი

დღის დასაწყისში შესაძლოა იგრძნოთ ძალების დაცლა და ცუდი განწყობა. ეცადეთ, არ გადაიტანოთ გაღიზიანება ახლობლებზე — მოთმინება და ტაქტი დაგეხმარებათ. დღის მეორე ნახევარში განწყობა და ენერგია გაუმჯობესდება, ურთიერთობა კი იქნება უფრო მსუბუქი და სასიამოვნო.

კურო

ეს არის წარმატებული დღე, როცა თქვენს წინაშე ახალი შესაძლებლობები გაიხსნება. ზედმეტი აქტიურობა არ გჭირდებათ, უკეთესია დამკვირვებლის პოზიცია დაიკავოთ და საჭირო მომენტები გამოიყენოთ. თქვენი ენერგია მაღალია, ამიტომ რთულ საქმეებსაც მარტივად მოერევით.

ტყუპები

დღე ნაყოფიერი და სასარგებლოა. ბევრს ექნება სურვილი დაგეხმაროთ, ამიტომ არ უარყოთ მათი შემოთავაზება. აიღეთ ყველაზე რთული საქმეები დღეს შეცდომებიც კი ადვილად გამოსწორდება. მეტი იურთიერთეთ მეგობრებთან, დაურეკეთ საყვარელ ადამიანებს.

კირჩხიბი

დღეს თქვენი ზოგიერთი ოცნება შეიძლება რეალობად იქცეს. იმოქმედეთ გეგმით, წესების დაცვით. ახლობლის ან მეგობრის დახმარება საჭირო და სასიამოვნო იქნება. თამამად გადაანაწილეთ თქვენი საქმეები სხვებზე.

ლომი

ზარმაცობის დაძლევაში დაგეხმარებათ სასურველი შედეგის ვიზუალიზაცია. იფიქრეთ მიზნებზე და არ გაფლანგოთ ენერგია ფუჭად. სასარგებლოა პოზიტიური ადამიანების გარემოცვაში ყოფნა — ისინი შეგივსებენ ოპტიმიზმითა და შთაგონებით.

ქალწული

დღეს მნიშვნელოვანია ძველი საქმეების დასრულება. მალე ახალ, საინტერესო პროექტებს დაიწყებთ, ამიტომ დროა სხვა საკითხებზე აღარ გექნებათ. ირგვლივ მყოფთა რჩევები სასარგებლო აღმოჩნდება — არ შეგეშინდეთ ცვლილებების.

სასწორი

ეცადეთ, ემოციები არ გამოაჩინოთ და გადაწყვეტილებები მშვიდად მიიღოთ. პროფესიონალ და გატაცებულ ადამიანებთან საუბარი დაგეხმარებათ ახალ იდეებში. დღეს შეძლებთ ახალი მიზნების ჩამოყალიბებას და პრიორიტეტების სწორად დასმას.

მორიელი
დილით შეიძლება იგრძნოთ არასტაბილურობა და დაბნეულობა. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები სხვა დღისთვის გადადეთ. მალე მდგომარეობა გაუმჯობესდება და განწყობა მოგემატებათ. მეტი დრო დაუთმეთ საყვარელ ადამიანს — სასიამოვნო შეხვედრა გამოგადგებათ.

მშვილდოსანი

იმოქმედეთ თავდაჯერებულად და არ შეუშინდეთ რისკიან შეთავაზებებს. წარმატება თქვენს მხარესაა, ნებისმიერი წამოწყება შედეგიანად დასრულდება. დილა სამუშაო საქმეებს დაუთმეთ, საღამო კი მეგობრებთან მხიარულ გარემოში გაატარეთ.

თხის რქა

დღეს გაატარეთ ისე, როგორც დიდი ხანია გინდოდათ. შეგიძლიათ უბრალოდ დაისვენოთ ან ბუნებაში წახვიდეთ. წარმატებული დროა შოპინგისთვის — შეგიძლიათ სასურველი ნივთი კარგ ფასად შეიძინოთ. ფინანსური საკითხების მოგვარებაც შედეგიანი იქნება.

მერწყული

დღე კარგია ფულთან დაკავშირებული საკითხებისთვის. გადაიხადეთ გადასახადები, გადაახალისეთ ბიუჯეტი და დაფიქრდით დამატებით შემოსავლის წყაროებზე. მოსალოდნელია სასიამოვნო სიურპრიზები. საღამო ოჯახურ გარემოში გაატარეთ.

თევზები

დღე გაატარეთ ისე, როგორც თქვენ გსურთ — ვარსკვლავები თქვენს გვერდით არიან. შეეცადეთ, დადებითი ენერგია შეიგრძნოთ და შინაგანი ბალანსი აღადგინოთ. შემოქმედებითი საქმიანობა დაგეხმარებათ მომავალი კვირისთვის განწყობის შექმნაში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „უბადლო ნაზი და ელეგანტური, რომელსაც სიტყვები ვერ გადმოსცემს“ - რას კადრებს გვიზიარებს ნინი ბადურაშვილის მენეჯერი?

⭕„მილიონი ცხოვრებით რომ ვიცხოვრო მაინც შენ აგირჩევდი! მიყვარხარ სამუდამოდ!“ - რა სიურპრიზი გაუკეთა მარიამ გველესიანს რჩეულმა

⭕„მატჩის წინ ასარჩევად ორი ვარიანტი გვქონდა: ან საბერძნეთთან ბოლომდე გვებრძოლა და მთელი ენერგია ჩაგვედო, ან გვეფიქრა ჯანმრთელობაზე“ - ალექსანდრ ჯიკიჩი