Digest Logo

„წარმატებული იქნება ამ დღეს გაკეთებული ქირურგიული ოპერაცია“ - 17 სექტემბრის პროგნოზი ბესო ბეციაშვილისგან

1789646656
სამედიცინო ასტროლოგია

ასტროლოგ ბესო ბეციაშვილის პროგნოზით, 17 სექტემბერი მთვარის მე-7 დღეს ემთხვევა, რომლის მთავარი სიმბოლოები მამალი და ქარის სქემაა. ეს არის გაღვიძების, სიტყვის ძალისა და ვერბალური მაგიის დღე, რაც ადამიანებისგან განსაკუთრებულ ყურადღებასა და სიფრთხილეს მოითხოვს.

„17 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი 2026 წელი

მთვარის მე-7 დღე (10:00-14:00)

სიმბოლური შესატყვისება: ტყუპების მე-13 და 22-ე გრადუსები.

სიმბოლო: მამალი, ქარის სქემა (მეტეროლოგიური ხელსაწყო, სადაც ქარის მიმართულების აღნიშვნა ხდება).

მოქმედება: გამოღვიძება.

სახელწოდება: კაიუ, ეოლ ხრაოშ, მამალი.

ამ დღეს არ შეიძლება ცრუობა, თუ არ შეგიძლია იმუშაო ვერბალურად, უკეთესია გაჩერდე, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ფილტვები დაგიავადდეთ. წიგნებზე ზრუნვისა და ჩანაწერების გაკეთების დღეა. უნდა შესრულდეს ასანები, ხელებზე სწორად ლაპარაკზე ვარჯიში (პარაზიტი სიტყვებისაგან გათავისუფლება) სასურველია თუ ამ დღეს რაიმე თავგადასავალი მოხდება. არ შეიძლება ქათმის ხორცის და კვერცხის ჭამა, ჭურჭლის გატეხვა. არ არის კარგი წიგნებისა და წერილების, ქაღალდის დახევა.

ყველაფერი რაც კი ითქმება, ახდება. ნაკლები ვილაპარაკოთ.

სიზმრები ცხადდება. წინასწარმეტყველური სიზმრებია.

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:

კარგია ნივთების შეძენა. კარგია დაქორწინება.

მისტიური ზეგავლენა:

სტიქიებზე, ბუნებაში არსებულ სულებზე მუშაობის დღეა. ლოცვის და ვერბალური მაგიის დღეა. იგი დაკავშირებულია ლოცვის უფრო ღრმა გამოყენებაზე, ვიდრე მე-4 დღეს.

სოციალური ზეგავლენა:

აქტიური, იღბლიანი, უიღბლოა დამნაშავეთათვის. დღე, როდესაც სერიოზული პროვოკაციები მიდის დანაშაულებამდე.

ძალიან ცუდია სიზმარში მებრძოლი მამლის ნახვა. ეს სწრაფი კატასტროფის ნიშანია. თვით პიროვნებაზე ანდა მის ახლობლებზე.

სამედიცინო თვალსაზრისით:

ყურადღება უნდა მიექცეს ფილტვებს, რამდენადაც ამ დღეს ძალიან ადვილია გაცივება. წარმატებული იქნება ამ დღეს გაკეთებული ქირურგიული ოპერაცია. ძალზე არასაკეთილდღეოა კბილის ამოსაღებად.

ამ დღეს დაბადებული ადამიანები:

ზედაპირულები არიან. ჭორების მაძიებელნი, ფიზიკურად ძლიერები არიან და კარგი ჯანმრთელობით გამოირჩევიან.

ზეგავლენა ჩასახვაზე:

თქვენი ბავშვი სამართლიანობის დამცველი იქნება. შესაძლოა გახდეს ორატორი, ექიმი, სწავლული, აქტიური და ჯანმრთელი ადამიანი, თუ არ იქნება მატყუარა. ამ დღეს ჩასახულებს ელით მოგზაურობები, ხანდახან გზაში საშიშროებით.

მედიტაცია:

სუნთქვა.14.09-ის 10:45 სთ.დან 16.09-ის 20:41 სთ.მდე მთვარე იმყოფება მორიელის ზოდიაქოში.
დადებითი დღეები ექნება თევზების და კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნებს.

სუსტად დადებითი დღეები ექნება ქალწულის და თხის რქის ნიშნებს.

საქმეში წარმატება, მაგრამ სუსტი ჯანმრთელობა ექნება ვერძის და ტყუპების ზოდიაქოს.

მორიელის და კუროს ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.

მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნისთვის აღნიშნული დროის მონაკვეთი სუსტად დადებითია.

დადებითია აღნიშნული დღეები სასწორის ნიშნისთვის.

კრიტიკულია ეს დღეები ლომის და მერწყულის ნიშნებისთვის.

დღის პროგნოზი: 16 სექტემბერი დადებითი დღე იქნება“.

ავტორი: ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი