
ასტროლოგი, ფსიქოლოგი და რამდენიმე წიგნის ავტორი, რამაზ გიგაური, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ასტროპროგნოზთან ერთად საზოგადოებას ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებსაც.
ამჯერად ასტროლოგი, ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც 11 აგვისტოს ასტროლოგიურ პროგნოზზე წერს:
„11 აგვისტოს, თითქმის მთელი დღის განმავლობაში მთვარე „უკურსოდ“ იმოძრავებს (ეს გაგრძელდება 12 აგვისტომდე 14:33 საათამდე). ამის მიუხედავად, ეს დღე მაინც პოზიტიურად შეიძლება ჩავთვალოთ. უბრალოდ, სერიოზული შენაძენების გაკეთება სასურველია ან წინა დღეს ან 12 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში, თუმცა სასურველი ნივთების ან თუნდაც საოჯახო ტექნიკის შერჩევისთვის საკმაოდ დადებითი პერიოდია.
წარმატებული იქნება ფინანსური პრობლემების მოგვარებაც.
11 აგვისტოს მერკური დაასრულებს რეტროგრადულ ფაზას, რაც იმას ნიშნავს, რომ იხსნება ახალი „ფანჯარა“ საქმიანი შეხვედრებისთვის, მოლაპარაკებებისთვის, ხელშეკრულების გაფორმებისთვის და საბუთებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებისთვის.
მიუხედავად გაძლიერებული მაგნიტური ქარიშხლებისა, ადამიანები თავს მაინც კარგად იგრძნობენ, რადგან უკან დარჩა 9 აგვისტოს სავსემთვარეობის ნეგატიური გავლენა (რომელიც ნეგატიურად იმოქმედებდა იმ ადამიანებზე, რომლებსაც ნერვული სისტემა აწუხებთ).
კარგი დღეა დიზაინერული და საერთოდ, შემოქმედებითი პროექტების დაწყება-განვითარებისთვის“, - წერს რამაზ გიგაური.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 სალომე კაპანაძე აუზიდან პიკანტურ კადრებს გვიზიარებს - „საოცარ ფორმაში ხარ“
🎥 „გილოცავ, ჩემო გმირო... მიყვარხარ“ - ნატალია ყიფშიძე ბაბუას დაბადების დღეს ულოცავს