ანზორ ზმანება 81 წლის პოეტია, რომელიც სამტრედიაში მარტო ცხოვრობს. იგი ბავშვობიდან დაინტერესებული იყო პოეზიით და როგორც თავად ჰყვება, ლექსების წერა პატარა ასაკში დაიწყო.
პოეტი ჟურნალისტ ზაკ მირიანაშვილის ობიექტივში მოხვდა, სადაც ბუმბერაზ პოეტებზე, ცხოვრებაზე, ახალგაზრდობასა და ახალგაზრდებზე ისაუბრა:
„მთავარია ცნობიერება. ხალხი დისერტაციას იცავს, თაობებს კი ცნობიერება აკლიათ, ცნობიერები არ არიან. ეს მადლია ღმერთიდან. როცა შენში არის სული იმ დონეზე, რომ გესმის, რა ხდება შენს თავში და შემდეგ გარემოცვაში, ამ აღქმის გაჩენა ყველაზე ძვირფასია. თუ გინდა, არავინ გაიგოს შენ შესახებ, ესეც საკმარისია. ადამიანი საკუთარ თავთან უნდა რჩებოდეს მარტო. რუსთაველი ხომ ჰაერზე კი არ ამბობდა სათქმელს.
ყველაზე საშინელი დამცირებაა, როცა ადამიანი ამ ცხოვრებაში მოდის და თავს ხშირად ვერ ამოწმებს. თუ თავიდანვე დაჰყვა ეს თვისება, შორს წავა. ყველა ტიტანი ღმერთის ყურადღების ქვეშაა. თავად მიქელანჯელო ამბობდა: „მე რასაც ვაკეთებ, ამას ღმერთი აკეთებსო“.
ხშირად მიფიქრია: საყდარში ანგელოზები ხატავენ, ისინი ხომ არ არსებობენ, არ გაჩენილან და არც მოვლენ. მაგრამ სისუსტე იმაშია, რომ მათი სახეები ადამიანურია.
ლექსების წერა ბავშვობაში დავიწყე, ერთი სტროფი, ორი. ზეპირად მქონდა თავში, რადგან ვერ ვბედავდი ფურცელზე გადმოტანას. სიღრმეებს რომ შევეხე და შინაარსმა დამაფიქრა, უნდა გადამეტანა. შემეძლო ცხოვრება სხვანაირად მომეწყო, მაგრამ ამას არასდროს ვფიქრობდი. გავიხარჯე, დრო გაფრინდა, ასაკი მიდის. ღმერთმა ინება ასე. ძველ ქოხში ამოვყავი თავი, მარტო დავრჩი. ძალიან ძნელია პოვო შესაბამისი ბუნების ქალი, მით უმეტეს მე... გავიხარჯე სულისკვეთებით.
ყველაფერი ხმაა, ღმერთისგან მომდინარე მეტყველება, რომელიც ადამიანს ეკუთვნის. ხმა მინიშნებებია, ველურიც კი. გაგება უნდა. ვერასოდეს მიგებდნენ. ძალიან მალე გადის დრო. მგონია, გუშინ ვიყავი 15–20 წლის. გოეთე გამახსენდა: ბედნიერება სინამდვილეში არ არსებობს, „ბედნიერება სავსე რწმენით უკვდავებას უახლოვდება“.
ამაზე უფრო კარგს ვერავინ იტყვის. ასევე ამბობდა: „მას მისტირი, რაც არასოდეს დაგიკარგავსო“. საოცარია გოეთე.
ბევრი შემეშალა, ვერ ვიმოქმედე ისე, როგორც შთაგონება მთხოვდა. ადრე ვერ ვბედავდი, ახლა მეტი მეთქმის, არ მეუხერხულება. ძალიან მიყვარს ახალგაზრდობა, მაგრამ მეცოდებიან გაუნათლებლობაში არიან. ვფიქრობ, რომ ნათელ სულისკვეთების თაობა მოდის, კარგად საუბრობენ. ახალი საქართველო იბადება და მოდის. ისე შვებით ვარ: ილევა ჩემი დრო, მაგრამ მიხარია. საქართველო არ უნდა წაიქცეს. ჩვენი გენი სათაყვანებელია. ჩვენს ენას სიდიადე ახასიათებს.
თითქოს ჩემი თავი მიჰყვება წინაპრებს, მაგრამ ვერ ვქაჩავ ისე, როგორც უნდა იყოს“, - ჰყვება ანზორ ზმანება.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„უმშვენიერესი ხარ“ - ეკა კახიანის ახალი ფოტოები სოცქსელს იპყრობს
⭕კახა კალაძე მერაბ დვალიშვილს: წინ კიდევ ბევრი გამარჯვება გელოდება