Digest Logo

წარსულში დატოვებული ურთიერთობების გააქტიურება, ძველი საქმეების განახლება და სირთულე კომუნიკაციაში - რა გავლენას მოახდენს რეტროგრადული მერკური ზოდიაქოს ნიშნებზე

1782369424
ჰოროსკოპიჰოროსკოპი

მიმდინარე წლის ზაფხულში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენა - მერკურის რეტროგრადული მოძრაობაა მოსალოდნელი.

აღნიშნულ ფაზაში პლანეტა 29 ივნისს შევა და 23 ივლისამდე დარჩება. ასტროლოგების პროგნოზით, ზოდიაქოს ყველა ნიშანს მოუწევს ისეთ სადავო სიტუაციებსა და საკითხებთან შეჯახება, რომლებიც დაუყოვნებლივ რეაგირებას მოითხოვს.

პლანეტა რეტროგრადულ მოძრაობას კირჩხიბის ნიშანში იწყებს, რომელიც ნათესაური კავშირების, ოჯახის, ემოციური სფეროსა და საყოფაცხოვრებო საკითხების მფარველად მიიჩნევა. სწორედ ამის გამო, რეტროგრადულობის პერიოდში აქტუალური გახდება ახლობელ ადამიანებთან, პირად ურთიერთობებთან, საცხოვრებელთან და მსგავს თემებთან დაკავშირებული პროცესები. სავარაუდოა ადრე დაუსრულებელ საუბრებთან დაბრუნება და იმ საკითხების გადაჭრის აუცილებლობა, რომელთა განხილვაც აქამდე ვერ მოახერხეთ.

კირჩხიბის ნიშანში მერკურის ტრანზიტისას, ასტროლოგები წარსულისკენ მიბრუნების ტენდენციას გამოყოფენ, რაც შესაძლოა, ზოდიაქოს ყველა ნიშანზე აისახოს. აღნიშნულ პერიოდში ნოსტალგიური განწყობები მნიშვნელოვნად გაძლიერდება. პროცესის მთავარი რისკი იმაში მდგომარეობს, რომ იზრდება იმ ადამიანებთან კავშირის აღდგენის მცდელობა, რომლებთან განშორებაც წარსულში გარკვეული სირთულეებით იყო განპირობებული. შესაბამისად, ყოფილ პარტნიორებთან, მეგობრებთან თუ კოლეგებთან ურთიერთობის განახლების გადაწყვეტილების მიღებამდე, მოსალოდნელი შედეგების კარგად აწონ-დაწონაა მიზანშეწონილი.

მოგვიანებით პლანეტა ტყუპების ნიშანში გადაინაცვლებს. ამ დროს აქცენტი კომუნიკაციაზე, დოკუმენტაციაზე, სწავლაზე, მოლაპარაკებებზე, მგზავრობასა და ინფორმაციის დამუშავებაზე გადავა. ასტროლოგები ძირითად შეფერხებებსა და ორგანიზაციულ სირთულეებს სწორედ ამ სფეროებში პროგნოზირებენ. ასევე, მოსალოდნელია გაუგებრობები მიმოწერებში, შეცდომები მონაცემთა გადაცემისას და გარკვეული რისკები მგზავრობის დროს.

პირებს, რომელთა საქმიანობაც ტექსტებს, დოკუმენტებს, საგანმანათლებლო სფეროს ან ინტენსიურ კომუნიკაციას უკავშირდება, დეტალების მიმართ განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა მართებთ. მძღოლებს კი მაქსიმალური სიფხიზლის შენარჩუნება მოეთხოვებათ. გარდა ამისა, რეკომენდებულია ხელშეკრულებების ვადების, პირობებისა და მგზავრობასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტაციის საფუძვლიანი გადამოწმება.

ამ პერიოდში ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება რეკომენდებული არ არის. ბუნდოვანი სიტუაციების წარმოქმნისას, უმჯობესია, საკითხის ანალიზისთვის დრო გამოყოთ და დასკვნები მხოლოდ ამის შემდეგ გამოიტანოთ. გარდა ამისა, ეს დრო არ არის ხელსაყრელი მსხვილი შენაძენებისთვის, განსაკუთრებით თუ საქმე ტექნიკას, გაჯეტებს, უძრავ ქონებას ან ძვირად ღირებულ რემონტს ეხება. მსგავსმა ინვესტიციებმა შესაძლოა, მოლოდინები არ გაამართლოს ან დამატებითი ხარჯები გამოიწვიოს.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ოჯახურ ურთიერთობებსაც. წარსულში არსებული წყენები, გაუგებრობები და კონფლიქტები შესაძლოა, სწორედ ამ პერიოდში გააქტიურდეს. ამასთან, დავის მიზეზი შეიძლება, გახდეს არა მხოლოდ სერიოზული უთანხმოება, არამედ ისეთი წვრილმანებიც, როგორიცაა უპასუხო ზარი, არასწორად ინტერპრეტირებული შეტყობინება ან უადგილო ფორმულირება. სასურველია ემოციური სტაბილურობის შენარჩუნება და ახლობლების მხრიდან წამოსულ იმპულსურ რეაქციებზე თავშეკავებული პასუხი.

ეს პერიოდი ხელსაყრელია უკვე არსებული პროექტების შეფასებისთვის. ახალი ინიციატივების დაწყების ნაცვლად, მიზანშეწონილია მიმდინარე საქმეების დასრულება, შეცდომების გამოსწორება, შეთანხმებების გადახედვა და ადრე გადადებულ ამოცანებთან დაბრუნება.

სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს დოკუმენტაციასა და მონაცემებს. მნიშვნელოვანი ფაილების გაგზავნამდე ინფორმაციის გადამოწმება, ასევე ფოტოების, სამუშაო მასალებისა და დოკუმენტების სარეზერვო ასლების შექმნაა აუცილებელი. სასარგებლო იქნება საცხოვრებელ სივრცეში წესრიგის დამყარება, საოჯახო საკითხების მოწესრიგება და ნათესავებთან კავშირების დასტაბილურება.

გარდა ამისა, ეს ფაზა ხშირად განიხილება თვითანალიზისა და წარსული გადაწყვეტილებების გადაფასებისთვის შესაფერის დროდ. ასტროლოგების აზრით, რეტროგრადული მერკური კირჩხიბში ხელს შეუწყობს სიტუაციის სხვა რაკურსით დანახვას, ხანგრძლივი ღია საკითხების დახურვასა და იმ ადამიანებთან კომპრომისის მოძიებას, რომლებთანაც კომუნიკაცია დიდი ხნის განმავლობაში გართულებული იყო.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„უმჯობესია არ აჩქარდეთ“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი

🎥 „მთელი ძალით მივარტყი რკინის მოაჯირს, ასე დავდიოდი სამი დღე...თურმე...“ - რა შეემთხვა გიორგი ჯაჯანიძეს

⭕ „ფრთხილად იყავით რჩევების გაცემისას“ - 25 ივნისის ენერგიები

წყარო: www.beaumonde.ge