22 ნოემბერს მზე მშვილდოსნის ნიშანში გადადის. ასტროლოგების თქმით, პერიოდი კარგი, თუმცა გამოწვევებით სავსეა.
თეა ჩეჩელაშვილი ამბობს, რომ საერთო ენერგია იცვლება, რაც ოპტიმიზმს, მოქმედებას, თავგადასავალს გვასწავლის:
„ხვალ, 22 ნოემბერს — მზე გადადის მშვილდოსანში:
გვიხაროდენ მშვილდოსნებო, მაგრამ თან გამოწვევებისთვის ვიყოთ მზად!
მაშ ასე:
მზე გადავიდა მშვილდოსანში ეს ნიშნავს - ცეცხლის, თავისუფლების და იმედის სეზონი იწყება!
ამ პერიოდში ენერგია იცვლება — მშვილდოსანი გვასწავლის ოპტიმიზმს, მოქმედებას, თავგადასავალს და იმას, რომ არ უნდა დავკარგოთ რწმენა საკუთარ გზაზე.
რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ამ სეზონზე:
ნათელი მიზნები — რასაც ახლა ჩამოაყალიბებთ, დეკემბერში უკვე ახდება.
ინტუიციის გაძლიერება — ბევრს ექნება „შინაგანი შეტყობინებები“. მოუსმინეთ.
დამოკიდებულებების გათავისუფლება — მშვილდოსანი არ და ვერ იტანს შეზღუდვებს. გაუშვით ყველაფერი, რაც უკვე აღარ გემსახურებათ.
სულიერი ზრდა - კარგი დროა მედიტაციებისთვის, რუნებთან, ტაროსთან და ნიშნებთან მუშაობისთვის.
გზები და ახალი შესაძლებლობები - მოულოდნელი შეთავაზებები, მოგზაურობა, ახალი ადამიანები.
მთლიანობაში ეს პერიოდი არის გახსნის, თბილი ცეცხლის და საკუთარი სიმართლის პოვნის დრო“, - წერს თეა ჩეჩელაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ: