ასტროლოგმა სოფია ბზეკალავამ „მთავარი არხის“ ეთერში მიმდინარე კვირის ტენდენციებზე ისაუბრა, თუ როგორი იქნება ეს პერიოდი და რა გავლენას იქონიებს იგი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის.
მისი განმარტებით, პარასკევს სავსემთვარეობა ლომის ზოდიაქოში გველოდება - რომელიც, ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. იგი ზოდიაქოს ნიშნებს ურჩევს, ფრთხილად გაიარონ ემოციური კვირა, რადგან არის მოსალოდნელი სიტუაციის ესკალაციამდე მისვლა.
ასტროლოგმა აღნიშნულ ტენდენციებს, რომელსაც ზოდიაქოს თითოეული ნიშანი იგრძნობს, „ცივი ომი“ უწოდა.
„გუშინ იყო მნიშვნელოვანი მოვლენა, პლუტონი გადავიდა მერწყულის ზოდიაქოში, რაც 20-წლიანი ციკლის დასაწყისს ნიშნავს. ზოგადად პლანეტარული მოცემულობა ადამიანებმა უნდა გამოვიყენოთ პოზიტიურად, პრიორიტეტები სწორად და ლაკონურად დავალაგოთ. იმატებს ბავშვური ამბიციები, ამიტომ ყურადღებით ვიყოთ, ამ ემოციებმა პარასკევს, როდესაც სავსემთვარეობა გველოდება სიტუაციის ესკალაციამდე არ მიგვიყვანოს. გამოყავით პრიორიტეტები, საით მიდიხართ“, - განაცხადა ბზეკალავამ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: