ლევან როგავას გოჯო-რიუს აკადემია აქვს თბილისში, რომელიც ფიზიკური და სულიერი გზის განვითარების ადგილია.
აქ ისწავლება იაპონური ტრადიციული საბრძოლო ხელოვნებები, სადაც მთავარი მიმართულება არის ოკინავური გოჯუ-რიუ კარატე დო. ასევე, სხვადასხვა საბრძოლო მიმდინარეობა, რომელიც ყველა ემსახურება ერთ მიზანს - გავხდეთ უკეთესები დღეს, ვიდრე ვიყავით გუშინ.
ლევან როგავა „ცოდნისმოყვარე პოდკასტის“ სტუმარი იყო, სადაც საბრძოლო ხელოვნებაზე და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა:
„გოჯუ-რიუ არის იაპონური ტრადიციული საბრძოლო ხელოვნება. შეგვიძლია გავყოთ 2 ნაწილად, სპორტული მიმართულება და ტრადიციული.
ტრადიციული მიმართულება ნიშნავს, ძველ ტრადიციებზე დაფუძნებულ წესებზე, პრაქტიკებზე ვარჯიშს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ეს არ გამორიცხავს სპორტულ მიმართულებას, რადგან სპორტული აქტივობა, წვდომა რაღაც გზაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია.
გოჯუ-რიუ არის საკუთარი თავის აღმოჩენის „პლაცდარმი“, ბერკეტი. „გო“ ნიშნავს მაგარს, „ჯუ“ ნიშნავს რბილს. მაგარის და რბილის სინთეზი. მე ვეძახი ბალანსს, გარეგანი სხეულის და შინაგანი რბილი სხეულის, რაც ჰარმონიაშია საკუთარ თავთან და სამყაროსთან.
ჩვენ სხეულის მეშვეობით გვიწევს რაღაცების კეთება, ანუ სხეული გვეხმარება რაღაცების გაცნობიერებაში. პრაქტიკები, რაც ტრადიციულ გოჯუ-რიუს ახასიათებს, უცვლელად ვაკეთებთ, ანუ 200 წლის წინ რასაც იაპონელი სენსეები და მეომრები, ვცდილობთ იგივე გავაკეთოთ. მუდმივად გვაქვს კავშირი იაპონიასთან, სენსეებთან.
10 წლის ვიყავი, როცა ვარჯიში დავიწყე. არიან ადამიანები ვინც საუბრობენ, არიან ადამიანები ვინც აკეთებენ. 90 წლის შეიძლება იყოს ადამიანი და არ შეეპუოს რაღაცებს. როცა სენსეი ხარ, მასწავლებელი, შენც უნდა აკეთებდე. არ უნდა შეგრცხვეს იმის, რასაც აკეთებ.
ერთხელ სენსეიმ მითხრა, ცხოვრება ლოდივით არისო, ზემოდან გაწვება და დროთა განმავლობაში ზურგში იხრები, ფეხები გიკანკალდება და ამიტომ ყოჩაღად უნდა იყო, რომ წნეხს გაუძლოო“, - ამბობს ლევან როგავა.
ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=WyaUM83jytU

ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ჩემი 🌎“ - ნანუკა გულუას ოჯახური იდილია, კადრები საახალწლო ფოტოსესიიდან