Digest Logo

„ჰგონია, დირექტორობა უფლებას აძლევს დამამცირებლად მოეპყროს თანამშრომლებს... “ - რას შეესწრო თამარ კერძაია

1769067435
თამარ კერძაია

სამართლის ასოცირებული პროფესორი თამარ კერძაია სოციალურ ქსელში დასავლეთ საქართველოში შესწრებულ შემთხვევაზე წერს და ამბობს, რომ კვლავ გრძელდება საშინელი პრაქტიკა, როცა ორგანიზაციის ხელმძღვანელს ჰგონია, რომ დირექტორობა უფლებას აძლევს დამამცირებლად მოეპყროს თანამშრომლებს:

„მეგობრებო, მინდა ერთი კარგი ვაკანსია გაგიზიაროთ და თან, ძალიან სამწუხარო ამბავი მოგიყვეთ.

გუშინ დასავლეთ საქართველოში მომიწია ჩასვლა და შემთხვევით ერთ-ერთი ორგანიზაციის თანამშრომლებსა და ხელმძღვანელს შორის ურთიერთობას შევესწარი… გული მომიკვდა!

სამწუხაროდ, კვლავ გრძელდება საშინელი პრაქტიკა, სადაც ორგანიზაციის ხელმძღვანელს, ვინმე ნარგიზას ან ვინმე ჯემალს ჰგონია, რომ მოკუწული დაწესებულების დირექტორობა უფლებას აძლევს დამამცირებლად მოეპყროს თანამშრომლებს, თანაც სხვების თანდასწრებით!

ძვირფასო კოლექტიურო ნარგიზებო და ჯემალებო, თქვენი ქცევა მიუთითებს მხოლოდ და მხოლოდ თქვენს ვიწრო თვალსაწიერსა და დაბალ ინტელექტზე. ჭეშმარიტად ინტელექტუალი ადამიანები, რამხელა თანამდებობაც არ უნდა ეკავოთ, არ აძლევენ თავს უფლებას, შეურაცხყოფა მიაყენონ გუნდის წევრებს და უფრო მეტიც, თუ რამე შეეშლებათ, გაგიკვირდებათ და იქვე ბოდიშსაც იხდიან ხოლმე.

ასე რომ, შეანელეთ ცოტა მაგ სკამის ბზრიალი, ყველაზე მაღალ ზურგიანი რომ დაიდგით თქვენი მედიდურობის წარმოსაჩენად და კედელზე ჩარჩოში ჩასმული არაფრისმთქმელი სერტიფიკატების ნაცვლად ეს წარწერა გაიკარით:  „ჩემი თანამდებობა რომ არჩევითი იყოს, ჩემი თანამშრომლები თუ ამირჩევნდენ?”, - წერს თამარ კერძაია. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

„დედა არის ის, ვის გარეშე უფალმაც კი არ ინება ყოფნა...“ - ნინი კენჭიაშვილის საორსულე ფოტოსესია

რა სარგებელი აქვს ჩიას თესლის დალევას? - არუნ ხათრის განმარტება

„შეწყვიტეთ შიმშილი, სხეული არ არის თქვენი მტერი... იცით, რატომ სრულდება დიეტების 90% უშედეგოდ?“ - ნატა გაგუას რეკომენდაციები