Digest Logo

ცხოვრების ახალი ეტაპი და მნიშვნელოვანი გარდაქმნები - ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელსაც 2026-2027 წლების ზამთარში დიდი ტრანსფორმაცია ელოდება

1793943639
ზამთრის ჰოროსკოპი

2026 წლის დეკემბერი და 2027 წლის პირველი ორი თვე ზოდიაქოს რამდენიმე ნიშნისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებებისა და საკუთარი ცხოვრების ახლებურად გააზრების პერიოდად შეიძლება, გადაიქცეს. პლანეტების გადაადგილება ხელს შეუწყობს ძველი მიზნების გადახედვას, პრიორიტეტების შეცვლასა და ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებიც მომავალზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.

განსაკუთრებით საინტერესო პერიოდი ვერძის, ტყუპების, ლომის, ქალწულისა და თხის რქის ნიშნის წარმომადგენლებს ელოდება:

ვერძი

ვერძებისთვის ზამთარი პიროვნული გარდაქმნისა და პასუხისმგებლობის ახალი ეტაპის დასაწყისი იქნება. დეკემბერში სატურნი და ნეპტუნი ვერძის ნიშანში პირდაპირ მოძრაობას განაახლებენ. ეს პერიოდი შესაძლოა, საკუთარი მიზნების უფრო მკაფიოდ განსაზღვრასა და სამომავლო გეგმების პრაქტიკულად განხორციელებისკენ უბიძგებდეთ. ვერძებს მოუწევთ დაფიქრდნენ, რა სურთ სინამდვილეში და რაზე შეუძლიათ უფრო მეტი პასუხისმგებლობის აღება.

ტყუპები
 
ტყუპებისთვის ზამთრის მთავარი თემა მოულოდნელი ცვლილებები და ახალი ხედვის ჩამოყალიბება იქნება. ურანი, რომელიც ტყუპების ნიშანში იმყოფება, რეტროგრადულ მოძრაობას 2027 წლის 8 თებერვლამდე გააგრძელებს. ასტროლოგიური ინტერპრეტაციით, ეს პერიოდი ძველი შეხედულებების გადაფასებას, კომუნიკაციის სტილის შეცვლასა და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენას უკავშირდება. შესაძლოა, ტყუპებმა საბოლოოდ გადაწყვიტონ, უარი თქვან იმ მიმართულებაზე, რომელიც მათ განვითარებას აფერხებს.

ლომი

ლომებისთვის ზამთარი ამბიციებისა და წარმატების შესახებ წარმოდგენების გადაფასების პერიოდად იქცევა. იუპიტერი, რომელიც მათ ნიშანში იმყოფება, 13 დეკემბერს რეტროგრადულ მოძრაობას დაიწყებს. ეს დრო კარგი იქნება უკვე დაწყებული პროექტების გადასახედად და იმის გასააზრებლად, რამდენად შეესაბამება არსებული მიზნები მათ ნამდვილ სურვილებს. შესაძლოა, ლომებმა აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები, თუმცა ამჯერად წარმატების მისაღწევად უფრო გააზრებული ნაბიჯების გადადგმა დასჭირდეთ.

ქალწული

ქალწულებისთვის მნიშვნელოვანი გარდაქმნები ყოველდღიურ ცხოვრებას, სამუშაო გარემოსა და პირად პრიორიტეტებს შეეხება. 2027 წლის 10 იანვარს მარსი რეტროგრადულ მოძრაობას ქალწულის ნიშანში დაიწყებს, რაც ასტროლოგიური ინტერპრეტაციით, საქმიანობის ტემპის შენელებასა და ძველი საკითხების ხელახლა განხილვას უკავშირდება. შესაძლოა, ქალწულებმა გააცნობიერონ, რომ გარკვეული ჩვევების შეცვლა და ენერგიის უფრო გონივრულად განაწილება აუცილებელია. ეს პერიოდი საკუთარი საჭიროებების უკეთ გააზრებასაც შეუწყობს ხელს.

თხის რქა

თხის რქებისთვის ზამთარი ცხოვრებისეული პრიორიტეტების გადალაგებისა და ახალი გეგმების ჩამოყალიბების პერიოდად შეიძლება, გადაიქცეს. დეკემბრის ბოლოს მათი ნიშნის ენერგია განსაკუთრებით გააქტიურდება: 21 დეკემბერს მზე თხის რქაში გადავა, ხოლო 27 დეკემბერს ამავე ნიშანში ახალმთვარეობა იქნება. ეს ასტროლოგიური მოვლენები ახალ მიზნებზე ფოკუსირებისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების სიმბოლოდ განიხილება. შესაძლოა, თხის რქებმა პროფესიულ საქმიანობაში ან პირად ცხოვრებაში ახალი ეტაპის დაწყება გადაწყვიტონ.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ახალდაოჯახებულ წყვილს პირველი თვეები და წლებიც კი ფსიქოლოგიურად საკმაოდ მძიმე და კრიტიკული აქვს“ - გიორგი ლობჯანიძე

⭕„რეკომენდებული არ არის ახალი საქმის დაწყება, ქორწილის გადახდა“ - 6 ნოემბრის პროგნოზი ფენშუის მიხედვით

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 6 ნოემბერს საქართველოში

წყარო: www.beaumonde.ge

✕