Digest Logo

„წლის დასაწყისშივე ძალებს თავი თუ ვერ მოვუყარე და 2023 ისე ვერ დაიწყე, როგორც გეგმავდი, გული არ გაიტეხო, ყველაფერი ახლა იწყება...“ - რას გვირჩევს ასტროლოგი?

1674325784
ასტროლოგი ნობლაძე

ასტროლოგი - დავით ნიბლაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ახლა სურვილების ასრულების დროა.

მისი თქმით, ფურცელზე უნდა ჩამოვწეროთ, ის სურვილები და გეგმები, რაც გვინდა, რომ 2023 წელს მოხდეს.

„წლის დასაწყისშივე ძალებს თავი თუ ვერ მოვუყარე და 2023 ისე ვერ დაიწყე, როგორც გეგმავდი, გული არ გაიტეხო, ყველაფერი ახლა იწყება...

რამდენიმე კარგი ამბავი მაქვს:

22 იანვარს ახალი მთვარეა მერწყულში 

ამ დღეს იწყება აღმოსავლური ახალი წელიც 

მერკურმა და მარსმა დაასრულეს რეტროგრადულობის ფაზა;

23 იანვარს ურანიც გაასწორებს მოძრაობას და 21 აპრილამდე არცერთი პლანეტა რეტროგრადული არ იქნება 
ეს ყველაფერი რას ნიშნავს?

ახალი წლის წინა დღეებში რომ მეკითხებოდით, მომდევნო წლის მიზნები და სურვილები როდის ჩამოვწეროთო, გახსოვთ? აი, ზუსტად ახლა... 

ბრწყინვალე დროა იმისთვის, რომ გასული წლების გამოცდილება შევაჯამოთ, გასაშვები გავუშვათ და სიახლეებს ჩავუყაროთ საფუძველი. სწავლის დაწყება? ახალი ბიზნესი? ახალი პროექტები? მოგზაურობა? მეტი დრო საყვარელ ჰობს? ნებისმიერი რამ, რაც გულში გაქვს, სწორედ ახლა აქციე გეგმად და მალევე შეუდექი მათ განხორციელებას.

პლანეტები ამაში ხელს ნამდვილად შეგიწყობენ.

წლის ამაზე უკეთესი დასაწყისი როგორი შეიძლება ინატრო? ყველა პლანეტა სწორადმოძრავი - ვიყუროთ და ვიაროთ წინ ახალი მიზნებისკენ, ახალი გამარჯვებებისკენ!  

აღნიშვნას ის ფაქტიც იმსახურებს, რომ ახალი მთვარე შეერთებაშია პლუტონთან, რომელიც სულ მალე თხის რქადან მერწყულში გადაინაცვლებს. მართალია, პლუტონი 2023-2024 წლებში თხის რქაში ისევ მობრუნდება ცოტა ხნით, თუმცა ეს მოვლენა ეტაპობრივად უფრო და უფრო მეტად გააძლიერებს მერწყულის ენერგიას დედამიწაზე. ისე, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანი გახდება თანასწორობა, თავისუფლება აზროვნებასა და გამოხატვის ფორმებში, კრეატიულობა და ინდივიდუალიზმი. უამრავი ცვლილების მომსწრეც გავხდებით. პლუტონის მერწყულში მრავალწლიან (2043 წლამდე) ტრანზიტსა და მის გავლენაზე მოგვიანებით უფრო ვრცლად მოგიყვებით, თუმცა იქამდე აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ რაც მალე გამოვალთ ძველებური ხედვებიდან და სრულიად ახლებურად შევხედავთ როგორც საკუთარ თავს, ისე სამყაროს ჩვენ გარშემო, მით უფრო უმტკივნეულო იქნება ის ცვლილებები, რომელიც წინ გველოდება. ამ ენერგეტიკულ ნახტომს ან ავყვებით და ვივლით წინ ან დავრჩებით ერთ ადგილზე და ყურებჩამოყრილებს მოგვიწევს ყურება, როგორ განვითარდება და შეიცვლება სამყარო.

ვინ გინდა იყო? რას გინდა აკეთებდე? რა არის შენი ბედნიერება? რა შეზღუდვებს უწესებ საკუთარ თავს და რას ნიშნავს შენთვის თავისუფლება? რით გინდა გამოირჩეოდე სხვებისგან? ეს ის კითხვებია, რომელზედაც აუცილებლად დაგვჭირდება პასუხების გაცემა.

2023 წელს ნიშანს შეიცვლის სატურნიც (მერწყულიდან თევზებში), ჩრდილოეთ და სამხრეთ კვანძებიც კურო-მორიელის ღერძიდან ვერძი-სასწორში გადავლენ, ასევე შეიცვლება დაბნელებების ნიშნებიც, ამიტომ მოვემზადოთ დიდი ცვლილებებისა და სიახლეებისთვის“, - წერს ასტროლოგი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„დღეს ქალბატონები ცოტა აგრესიულები ხდებიან... შაბათ-კვირა ითხოვ მეტ ყურადღებას“ - ცაგარელი კვირის მნიშვნელოვან მოვლენებზე საუბრობს

🔵„გაძლიერდება აზარტულობა, ეგოიზმი, მოსალოდნელია ფატალური შეცდომები“ - რა ტენდენციებს მოიტანს შავი მთვარის ლომის ზოდიაქოში გადასვლა?

🔵21 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი