ასტროლოგი, ფსიქოლოგი და რამდენიმე წიგნის ავტორი რამაზ გიგაური, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ასტროპროგნოზთან ერთად საზოგადოებას ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებს.
იგი ამჯერად მიმდინარე კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს გვაცნობს:
🧭 16-22 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი: წლის ყველაზე გარდამტეხი კვირა და ასტროლოგიური ახალი წელი!
წინ წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ენერგეტიკულად კონტრასტული კვირა გველოდება. ჩვენ თვალწინ სრულდება ძველი ასტროლოგიური ციკლი და იბადება სრულიად ახალი ეპოქა!
კვირა ორ რადიკალურად განსხვავებულ ნაწილად იყოფა:
🌑 პირველი ნახევარი (18 მარტის ჩათვლით): მთვარის თვის ბოლო დღეები. დროა, შევაჯამოთ გასული ოთხი კვირის შედეგები, გავთავისუფლდეთ ყველაფერი ზედმეტისგან და წარსულის ილუზიებს დავემშვიდობოთ.
🔥 მეორე ნახევარი (20 მარტიდან): კვირის კულმინაცია! მზე გადადის ვერძის ნიშანში — დგება გაზაფხულის ბუნიაობა და ასტროლოგიური ახალი წელი! ამას ემატება მერკურის დირექტულ (სწორ) მოძრაობაში გადასვლა.
მარტის გაურკვევლობებით სავსე, რთული ნაწილი უკან რჩება და ჩვენ წინაშე სრულიად ახალი, მსხვილი ამოცანები ყალიბდება“, - წერს რამაზ გიგაური.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ოსკარის“ გამარჯვებულები დასახელდნენ
⭕„სიფრთხილე გამოიჩინეთ გზებზე, მაღალია ავარიების ალბათობა“ - 16 მარტის მეტაფიზიკური პროგნოზი