Digest Logo

„წლის ერთ - ერთი ყველაზე რთული მოვლენა იქნება...“ - სავსე მთვარე კუროში: ასტროლოგიური პროგნოზი

1792925640
სავსე მთვარე

სავსე მთვარე კუროს ნიშანში - კარმული განწმენდისა და ღრმა ტრანსფორმაციის პერიოდი.IIნაწ.

წლის ერთ - ერთი ყველაზე ინტენსიური და უჩვეულო სავსე მთვარე, 26 ოქტომბერს, თბილისის დროით 08:13 საათზე, კუროს მე - 3 გრადუსზე დადგება.

ეს ნიშნავს, რომ სავსე მთვარე კურო - მორიელის ღერძს ააქტიურებს. ეს არის ძლიერი ასტროლოგიური მოვლენა, რომელიც ღრმა ტრანსფორმაციას, კარმულ განწმენდასა და დიდი ხნის განმავლობაში დაფარული საიდუმლოებების გამოვლენას უკავშირდება.

სავსე მთვარე ყოველთვის განასახიერებს დაპირისპირებას ჩვენს ცნობიერ განზრახვებსა და შინაგან მოთხოვნილებებს შორის. ამ დროს ზედაპირზე ამოდის დაგროვილი, აქამდე იგნორირებული უთანხმოებები და პრობლემები.

 მთვარე კუროში, თავისი ეგზალტაციის ნიშანში, ძლიერ პოზიციაშია. ის ჩვენში აღვიძებს სიმშვიდის, საიმედოობისა და მატერიალური სტაბილურობის მოთხოვნილებას, სურვილს, მყარად ვიდგეთ ფეხზე და შევინარჩუნოთ ის, რასაც უკვე მივაღწიეთ.

ამის საპირისპიროდ, მორიელში მყოფი მზე შინაგანი ცვლილებებისკენ, მიჯაჭვულობებისგან გათავისუფლებისა და იმ საკითხების გაანალიზებისკენ გვიბიძგებს, რომლებიც დიდი ხანია ნაყოფს აღარ იღებს.

მორიელი ზოდიაქოს ყველაზე ტრანსფორმაციული ნიშანია. მისი სიმბოლო ფენიქსია - მისტიკური ფრინველი, რომელიც თავს იწვავს და შემდეგ ფერფლისგან ახლიდან იბადება. ცეცხლით განწმენდაც სიმბოლურია, რაც ნიშნავს, რომ ძველი მე სამუდამოდ უნდა დაიწვას და იგივე სახით აღარ დაბრუნდება, რადგან იბადება სრულიად ახალი, უფრო ძლიერი მე.

ეს დილემა ცხოვრების სხვადასხვა სფეროში შეიძლება გამოვლინდეს - ურთიერთობებში, ცხოვრების ჩვეულ წესში, სამსახურში, პირად შეხედულებებსა და თვითშეფასებაშიც კი.

პლუტონი - ტრანსფორმაციის პლანეტა და მორიელის მმართველი - ამ კომბინაციაში ღრმა, ძირეულ ცვლილებებსა და კრიზისებს იწვევს. ეს ისეთი პერიოდია, როდესაც მწვავდება ძალაუფლებისთვის ბრძოლა და ყველაფრის კონტროლის სურვილი. ამ დროს წარმოქმნილ პრობლემებს მხოლოდ ზედაპირული ან დროებითი ნაბიჯებით ვერ მოაგვარებთ, რადგან სიტუაცია შინაგან შეცვლასა და რეალურ გარდასახვას მოითხოვს.

ეს სავსე მთვარე კარმულ კვანძებსაც ააქტიურებს, რაც წარსული ქმედებების შედეგებს წინა პლანზე წამოსწევს. იუპიტერი უახლოვდება სამხრეთ კვანძს, რომელიც წარსულ კარმას უკავშირდება. ეს ნიშნავს, რომ ახლანდელი მოვლენები პირდაპირ აჩვენებს ჩვენი ადრინდელი გადაწყვეტილებების შედეგებს. ეს პერიოდი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება გავლენიანი და ძალაუფლების მქონე ადამიანებისთვის, რადგან ნათლად გამოაჩენს წარსულში მიღებული პოლიტიკური და ეკონომიკური ნაბიჯების რეალურ შედეგებს.

„დახრილი იალქნის“ კონფიგურაცია, რომლის მწვერვალზეც ლილითი იმყოფება, ზრდის ცდუნებებსა და შეცდომების დაშვების რისკს. ლილიტი ჩვენს ჩრდილოვან, უარყოფით მხარეს განასახიერებს. მისი გავლენით შეიძლება გაგიჩნდეთ სურვილი, აირჩიოთ მარტივი, მაგრამ არასწორი გზა - ვისარგებლოთ სხვისი სისუსტით, დავმალოთ სიმართლე, პასუხისმგებლობა სხვას გადავაბაროთ ან მიზანს მანიპულაციით მივაღწიოთ. ამ დროს საკუთარი არასწორი ქმედებების გამართლების სურვილი განსაკუთრებით ძლიერი იქნება, ამიტომ უმნიშვნელოვანესია, მაქსიმალურად გულწრფელი დარჩეთ საკუთარ თავთანაც და სხვებთანაც.

ამ სავსე მთვარეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს კუროს მმართველი პლანეტა - რეტროგრადული ვენერა. იგი სასწორის ნიშანში დაბრუნდა და მზესთან შეერთებას სასწორისა და მორიელის მიჯნაზე ქმნის. ეზოტერული სწავლების მიხედვით, ეს ასტროლოგიური მოვლენა ააქტიურებს ზედა ზოდიაქოს ნიშანს - ყორანს.

ყორანი განწმენდის, სამართლიანობის აღდგენისა და წარსული ქმედებების გამო პასუხისმგებლობის აღების სიმბოლოა. ამიტომ, ამ დღეებში მოსალოდნელია ძველი წყენების წამოტივტივება, მოუგვარებელი ფინანსური საკითხების გააქტიურება, ყოფილი პარტნიორების გამოჩენა ან ისეთი სიტუაციების წინ წამოწევა, სადაც ოდესღაც ინტერესთა ბალანსი დაირღვა.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ სამართლიანობის აღდგენა შურისძიებას არ ნიშნავს. ახლა გაცილებით მნიშვნელოვანია გავიგოთ, რატომ განვითარდა მოვლენები სწორედ ასე და რა გამოცდილება მივიღეთ.

საინტერესოა, რომ ეს სავსე მთვარე ზოდიაქოს მხოლოდ ერთ კი არა, ერთდროულად ორ უმაღლეს ზოდიაქოს ნიშანს ააქტიურებს. მთვარე რეტროგრადულ ქირონთან შეერთებას ვერძისა და კუროს მიჯნაზე ქმნის, რაც ზედა ზოდიაქოს ნიშანს - კიტს ააქტიურებს. ასტროლოგიაში კიტი (ზღვის ურჩხული, ლევიათანი და არა ვეშაპი) უზარმაზარ, ღრმა და დაფარულ ძალას განასახიერებს, რომელსაც როგორც შემოქმედებითი, ისე დამანგრეველი გამოვლინება შეიძლება ჰქონდეს.

ფსიქოლოგიურ დონეზე ეს ჩვენი ჩახშობილი შიშები, წყენა, ბრაზი და მტკივნეული განცდებია, რომლაც დიდი ხნის განმავლობაში საკუთარ თავში ვაიგნორებდით და ვმალავდით. კიტის გავლენით ეს ყველაფერი მოულოდნელად შეიძლება ზედაპირზე ამოვიდეს და გადაჭარბებული რეაქციების ან ძლიერი ემოციების სახით გამოვლინდეს.
ყორნისა და კიტის ერთობლივი გავლენა გვახსენებს, რომ გარე სამყაროს შეცვლის მცდელობამდე აუცილებელია გავიგოთ, რა ხდება ჩვენს შინაგან სამყაროში.

დაძაბულობა სტაბილურობის შენარჩუნების სურვილსა და რადიკალური ცვლილებების საჭიროებას შორის განსაკუთრებით გამწვავდება. ეს სავსე მთვარე წლის ერთ - ერთი ყველაზე რთული მოვლენა იქნება.

როგორ გავიაროთ ეს პერიოდი - რეკომენდაციები და პრაქტიკული რჩევები

26 ოქტომბერი და მის შემდეგ სამი დღე მნიშვნელოვანი გაცნობიერების პერიოდია - რომელი პრობლემები მოითხოვს რეალურ გადაწყვეტას და რატომ ვეღარ გაგრძელდება ცხოვრება ძველი წესით.

იმისთვის, რომ სულიერმა პროცესებმა ნგრევის ნაცვლად სასიკეთო ცვლილებები მოიტანოს, გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები:

• ეცადეთ, დღე ზედმეტი დაძაბულობის გარეშე გაატაროთ. თუ ურთიერთობის გარკვევამ შესაძლოა კონფლიქტი გამოიწვიოს, საუბარი გადადეთ. მოულოდნელად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გამოიტანთ.

• გადაამოწმეთ ინფორმაცია. მერკური 24 ოქტომბერს რეტროგრადულ მოძრაობაზე გადავიდა, ამიტომ მნიშვნელოვანი ცნობები და დეტალები ყურადღებით შეამოწმეთ.

• ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ. მოერიდეთ მსხვილ შენაძენებს, სარისკო ინვესტიციებსა და სესხებს. ფინანსური გეგმების განხორციელება ნოემბრის შუა რიცხვებამდე გადადეთ, როდესაც მერკურისა და ვენერას რეტროგრადული პერიოდები დასრულდება.

• ურთიერთობებში ნუ შეეცდებით სხვების კონტროლს. გულწრფელად ჰკითხეთ საკუთარ თარს, რა გაკლიათ ურთიერთობაში - ნდობა, პატივისცემა, ყურადღება თუ სტაბილურობის განცდა.

• მართეთ ემოციები. თუ ძლიერ გაღიზიანებას ან ვინმესთვის საკუთარი სიმართლის დამტკიცების სურვილს იგრძნობთ, დრო მიეცით საკუთარ თავს დასამშვიდებლად. მცირე პაუზამ შეიძლება სერიოზული შეცდომები აგარიდოთ თავიდან.

ეს სავსე მთვარე ხელსაყრელია ცხოვრების მშვიდად გაანალიზებისთვის, ფინანსური გეგმების გადასახედად, ზედმეტი ნივთებისა და ვალდებულებებისგან გასათავისუფლებლად, ძველი საქმეების დასასრულებლად და საკუთარ თავზე სამუშაოდ.

მიიღეთ ცვლილებები. მიმდინარე მოვლენებს კარმული მნიშვნელობა აქვს. ეს არის ზრდისა და ცხოვრების განახლების სავსე მთვარე. მის შემდეგ ორი კვირის განმავლობაში სამყარო ისეთ სიტუაციებს შეგიქმნით, რომლებიც ძველი ვალებისგან, შინაგანი ტოქსიკურობისგან, წყენისგან, შიშებისა და დანაშაულის განცდისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ.

ნუ შეეწინააღმდეგებით ინტენსიური განწმენდის პროცესს. თუ გაგიჭირდებათ, შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ ეს ნგრევა კი არა, განწმენდაა.

გახსოვდეთ: თქვენ თავად ქმნით საკუთარ ცხოვრებას. თქვენ ირჩევთ, რა შეინარჩუნოთ, რას დაემშვიდობოთ და რა მნიშვნელობა მიანიჭოთ მიმდინარე პროცესებს.

ეს სავსე მთვარე თითოეულ ჩვენგანს აძლევს შესაძლებლობას, დაინახოს დაფარული სიმართლე და მოიპოვოს სიბრძნე, რათა სწორად გამოიყენოს მიღებული ცოდნა. გამოიყენეთ ეს ძლიერი ენერგია საკუთარი განვითარებისა და კეთილდღეობისთვის!

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „სუპერმსუბუქ დივიზიონში ყველა დროის საუკეთესოა“ - დანამ უაითმა მერაბ დვალიშვილსა და პიოტრ იანზე ისაუბრა

⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი 25 ოქტომბერს საქართველოში

🎥 საბავშვო ევროვიზია 2026-ის გამარჯვებული სომხეთი გახდა

✕