
„ურთულესი პერიოდის ბოლო კვირაა, დედამიწაც უარყოფითი ენერგოველშია, რაც იწვეს დაძაბულობას და მაღალია გაღიზიანებაც, თუმცა შემდეგი კვირიდან დედამიწა დადებით ენერგოველში გადადის და ადამიანები უკეთ იგრძნობენ თავს“, - ამის შესახებ ქვეყნის მთავარი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი საუბრობს.
რაც შეეხება კვირის მნიშვნელოვან მოვლენებს - 14 იანვარს გვაქვს სავსემთვარეობა და როგორც ასტროლოგი გვირჩევს დღეს, 13 იანვრის საღამოდან უკვე უნდა ვიყოთ ფრთხილად და ყურადღებით.
„სავსემთვარეობა ხდება ტყუპების და მშვილდოსნის ზოდიაქოს ღერძზე, რაც ნიშნავს იმას რომ მზე და მთვარე უპირისპირდება ერთმანეთს, რაც იწვევს ავარიებს, ადამიანების გაღიზიანებას, აგრესიას და შეცდომების დაშვებას.
არ დაიწყოთ ახალი და მნიშვნელოვანი საქმეები და ასევე, არ აჰყვეთ პროვოკაციებს“, - ამბობს ასტროლოგი.
რაც შეეხება დღევანდელ დღეს, 7 თვით სელენა მფარველი ანგელოზი გადადის კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში.
„ოჯახური სტაბილურობა, სანათესავოს სტაბილურობა, ქვეყნის სტაბილურობა. სამშობლოში ყველაზე მეტი იქნება წარმატების ფაქტორი. რაც მეტად დაეყრდნობით ინტუიციას უკეთესი იქნება ეს თქვენი წარმატებისთვის“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი.
პარასკევს და შაბათს - თევზებს, მერწყულს და ტყუპებს უსუსტდებათ ნერვიული სისტემა, ამიტომ ნუ ინერვიულებთ მაქსიმალურად კარგად გამოიძინეთ და არ აჰყვეთ პროვოკაციებს.
კვირა დღეს - კურო და მორიელი იქნება განსაკუთრებით აქტიური.
ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს და შაბათს გეომაგნიტური დღეებია, ამიტომ აკონტროლეთ წნევა.
რაც შეეხება ზოდიაქოს ნიშნებს, მათი კვირის ასტროლოგის პროგნოზი ასეთია:
ვერძი - ძველი დაუსრულებელი საქმეები სჯობს დაასრულოთ ამ კვირაში და არ დაიწყოთ ახალი საქმეები. ასევე არ იყოთ ხისტები და ეცადეთ ფინანსური ხარჯებისგან თავი შეიკავოთ.
კურო - მგზავრობა მოგზაურობისთვის არის კარგი პერიოდი, მაგრამ ძლიერდება კონკურენტული ბრძოლა, ამიტომ ფრთხილად იყავით.
ტყუპები - ენერგოტონუსი დაბალი გაქვთ, გაუფრთხილდით საკუთარ თავს და არ გადაიღალოთ და არ ინერვიულოთ. უმჯობესია დაასრულოთ ძველი საქმეები. ეცადეთ ენას კბილი დააჭიროთ.
კირჩხიბი - ენერგოტონუსი იმატებს, იმატებს, ხდებით აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი. თუმცა პარტნიორულ ურთიერთობაში შეიძლება დაიძაბოს საქმე და იყავით ფრთხილად და ყურადღებით.
ლომი - ეს კვირა რთულია, რადგან ენერგოტონუსი მცირდება. ფარული მტრები და კონკურენტული ბრძოლა არის თქვენკენ. ეცადეთ არ გადაიღალოთ და არ ინერვიულოთ.
ქალწული - ენერგოტონუსი მატულობს. გამოიჩინეთ მეტი ტაქტი და თავდაჯერებულობა, უმჯობესია შეასრულოთ ყოველდღიური საქმეები. პერიოდი კარგია ლატარიაში მონაწილეობის მისაღებად.
სასწორი - კვირის მეორე ნახევრიდან ენერგოტონუსი მატულობს, მაგრამ ამ პერიოდში შეიძლება საყოფაცხოვრებო პრობლემებმა იჩინოს თავი.
მორიელი - ენერგოტონუსი მატულობს, ასევე ხართ ეგოისტურები და ამას მიაქციეთ ყურადღება რათა არ მოიტანოს რაიმე სახის პრობლემები. ნებისმიერი ინფორმაცია გადაამოწმეთ.
მშვილდოსანი - ენერგოტონუსი კვირის მეორე ნახევრიდან მატულობს. ფრთხილად იყავით ფინანსებთან და ზედმეტი დანახარჯებისგან.
თხის რქა - ყველაზე წარმატებული, ენერგიული ნიშანია, მაგრამ არ იყოთ ზედმეტად ჯიუტები.
მერწყული - წლის განმავლობაში ყველაზე რთული კვირა აქვთ, ფარული მტრები, ჭორები ინტრიგები თქვენ წინააღმდეგ არის. შემდეგი კვირიდან იწყება აღმავალი პერიოდი.
თევზები - ინტუიცია ძლიერია და წარმატების ფაქტორი მაღალი აქვთ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ლოს-ანჯელესში ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა