ასტროლოგი დავით ნიბლაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და 24 ნოემბრის ახალმთვარეობაზე წერს, მისი თქმით,ახლა დროა წინ გავიხედოთ და ყველა ჩვენგანმა დავისახოთ მიზნები.
„24 ნოემბერს წლის ყველაზე პოზიტიური ახალი მთვარე გვაქვს მშვილდოსანში, ჰარმონიული ასპექტით ამავე ნიშნის მმართველ იუპიტერთან.
მშვილდოსანი ოპტიმიზმთან, რწმენასთან, ზრდასთან, გაფართოებასთან და დიდ სიკეთეებთანაა დაკავშირებული. ეს არის ნიშანი, რომელიც შეგვახსენებს, რომ ბედნიერება დეტალებში კი არა, მთავარ ცხოვრებისეულ მიზნებში, თავგადასავლებსა და თავისუფლებაშია. საინტერესო ფაქტია ისიც, რომ ახალი მთვარიდან სულ რამდენიმე წუთში იუპიტერი უკუსვლითი რეჟიმიდან დირექტიულზე გადადის. ეს კიდევ ერთი მესიჯია, რომ დროა, წინ გავიხედოთ, დავისახოთ დიდი მიზნები, შევხედოთ ჩვენი ცხოვრების მთლიან სურათს და განვითარების ყველა შანსი გამოვიყენოთ. სად შეგიძლია მეტის მიღწევა? რა არის შენი ყველაზე დიდი მიზანი?
იუპიტერი 20 დეკემბრამდე ჯერ ისევ თევზებშია, ნიშანში, რომლისთვისაც ეგო ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანია. დღევანდელ დღეს ყოველდღიური ნეგატიური მოვლენები განსაკუთრებით ხაზგასმული და ატაცებულია. ასეთ დროს მარტივია, გარშემომყოფების განსხვავებულობა და ინდივიდუალურობა "თვალში გაგვეჩხიროს" და, უნებურად, მხოლოდ ჩვენი წინასწარ ჩამოყალიბებული ნეგატიური განწყობის "ლინზებიდან" დავინახოთ. თევზური ენერგია კი მიმართულია არა განსხვავებების გამოძებნისა და გაკრიტიკებისკენ, არამედ საერთო ადამიანური ბუნების გააზრებისკენ, თანაგრძნობისკენ, ურთიერთგაგებისა და მხარდაჭერისკენ (და ამ იდეისგან შორს არც მშვილდოსანია).
განსხვავებული ინტერესები ავტომატურად საწინააღმდეგოს არ ნიშნავს. სხვების განსხვავებულობა ჩვენ საფრთხეს არ გვიქმნის. გამოვიყენოთ ეს პერიოდი იმისთვის, რომ აღმოვაჩინოთ საერთო ჩვენს მოტივაციებსა და შეგრძნებებში. ვაჩუქოთ ერთმანეთს დადებითი განწყობა, გავიმეტოთ ერთმანეთისთვის კეთილი სურვილები და ერთად შევქმნათ ჰარმონიული მუხტი, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებას გაგვიადვილებ.
გაიხსენეთ ადამიანი, რომლის განსხვავებულობასთან შეგუებაც გიჭირთ და სცადეთ, ამის მიღმა დაინახოთ ის. შეგიძლიათ თუ არა, მისი ქმედებებისა და გამოხატვის ფორმების უკან აღმოაჩინოთ საერთო მამოძრავებელი მოტივაცია? რით გგავთ ის თქვენ? თუ თქვენ ამის აღმოჩენა შეძელით, გილოცავთ! თქვენი აღმოჩენით სამყარომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა გაერთიანებისკენ
რწმენით და სიკეთით სავსე ახალ მთვარეს გისურვებთ“, - წერს დავით ნიბლაძე.
🔵ასევე დაგაინტერესებთ:
🔵შორენა ბეგაშვილის თურქული არდადეგები – ნახეთ, რა ზღაპრულ კადრებს აქვეყნებს სტამბოლიდან მოდელი