დღეს ახალმთვარეობაა. მზე და მთვარე მშვილდოსნის 01°38'-ზე შეერთდნენ.პიკი 02:57 საათზე იყო. აღნიშნულ მოვლენას სოციალურ ქსელში ასტროლოგი ხათუნა ნოელი გამოეხმაურა და საზოგადოებას მოსალოდნელი ცვლილებები ამცნო.
გარდა ამისა, ასტროლოგმა თქვა, რომ მომდევნო 2 კვირა მშვიდად, ექსცესების გარეშე ჩაივლის.
„ამაღამ ახალმთვარეობაა. მზე და მთვარე მშვილდოსნის 01°38'-ზე შეერთდებიან. პიკი, თბილისის დროით, 02:57-ზე უწევს.
ეს ამბავი იუპიტერის დირექტიულ მოძრაობაზე გადასვლასაც ემთხვევა. თანაც ცაზე ძირითადად ჰარმონიული ასპექტებია, არის რამდენიმე დაძაბული ფონური ასპექტიც, თუმცა ისინი უკვე გაყრაზე არიან წასულნი. შესაბამისად, მომდევნო 2 კვირა მშვიდად, ექსცესების გარეშე ჩაივლის.
შესაძლებლობები იხსნება უცხოეთის თემებთან დაკავშირებით, საგანმანათლებლო პროექტები, იურიდიული საკითხები წარმატებულ დინამიკას შეიძენენ. სარგებლის მომტანი იქნება მაღალი თანამდებობის პირებთან კონტაქტი. კარგი პერიოდია იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, წიგნის გამოსაცემად, მეცნიერული შრომის/ კვლევის დასაწყებად, პიარისათვის, რეკლამისათვის.
ოღონდ ეცადეთ ცოტა ილაპარაკოთ და მეტი საქმე აკეთოთ. ნუ იტრაბახებთ, მოზომილად შეაფასეთ თქვენი ძალებიც და გარემოებებიც. განსაკუთრებით კი 28-30 ნოემბერს, რადგან ამ დღეებში უკვე მერკურისა და მარსის ოპოზიცია გვექნება და სირთულეები გამორიცხული არაა.
დანარჩენი ასპექტები, როგორც უკვე გითხარით, ჰარმონიულია და წარმატებების მიღწევაში გვიწყობს ხელს“, - წერს ხათუნა ნოელი.
ასევე დაგაინტერესებთ👇