მინეროლოგი თამარ იოსელიანი სოციალურ ქსელში კეთილდღეობისა და წარმატების მიღების გამწმენდ აბაზანას, რიტუალს გვიზიარებს, რაც მისი თქმით, ყველაფერს ცუდს მოგვაშორებს.
გამწმენდი აბაზანისთვის დაგჭირდებათ 7 დაფნის ფოთოლი, 7 მიხაკი, 7 დარიჩინის ჩხირი და მარილი:
„შეწყვიტე ვალებზე და პრობლემებზე ფიქრი.
თუ არ გინდა, რომ სიუხვის თვე დაკარგო და თუ გსურს კეთილდღეობისა და წარმატების მიღება - გააკეთე ეს გამწმენდი აბაზანა, რათა მოიშორო ყველაფერი ცუდი და მიიზიდო ყველაფერი კარგი.
ინგრედიენტები და მათი მნიშვნელობა:
7 დაფნის ფოთოლი - დაფნა მოაქვს წარმატება და სიუხვე, ენერგეტიკულად წმენდს და აძლიერებს კეთილდღეობის დადებითი ენერგიის მოზიდვას.
7 მიხაკი (სურნელოვანი) - იცავს ჭორებისგან, ბოროტი თვალისა და ნეგატიური ვიბრაციებისგან.
7 დარიჩინის ჩხირი - ხსნის სიმდიდრის გზებს, იზიდავს ფულს, სიყვარულს და მოქმედებს როგორც დამცავი ამულეტი.
ერთი სავსე მუჭა მარილი - შლის ნეგატიურს და იზიდავს კარგ ენერგიას.
მომზადება და გამოყენება:
5 ლიტრ წყალში ჩაყარე ყველა ინგრედიენტი, აადუღე, შემდეგ გადმოდგი და გააცივე.
აბაზანის მიღებისას (კისრიდან ქვემოთ) წარმოთქვი:
„ვიშორებ ყველა ცუდ ენერგიასა და ვიბრაციას, ყველა ბლოკს და ყოველგვარ ნეგატიურ ზემოქმედებას. ვხსნი გზებს კეთილდღეობისა და სიუხვისთვის და ვიზიდავ ყველაფერ კარგს ჩემს ცხოვრებაში“.
რამდენი დღე
ქალისთვის — 4 დღე
კაცისთვის — 3 დღე
მოწოდება:
თუ გრძნობ, რომ დროა განთავისუფლდე ძველი ტვირთისგან და გახსნა ახალი გზები — დაიწყე დღესვე.
გააკეთე ეს რიტუალი რწმენით, სიმშვიდით და კეთილი განზრახვით, და ნება მიეცი სიუხვეს, შემოვიდეს შენს ცხოვრებაში“, - წერს თამუნა იოსელიანი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ახლა კიდევ უფრო და გიჟურად ძვირფასია ეს სიმღერა და ვიდეო...“ - რას წერს სალომე ბაკურაძე