
ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემების მიმოხილვას აკეთებს.
მან ახლახან მორიგი საინტერესო პოსტი გაავრცელა, სადაც აპრილის ბოლო დღეების მნიშვნელოვან მოვლენებზე წერს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.
„აპრილის ბოლო დღეები საკმაოდ დიდი ცვლილებების მომტანი იქნება, რასაც მოწმობს 27 აპრილის ახალმთვარეობაც კუროს (7°46’) ზოდიაქოს ნიშანში.
როგორც მოგეხსენებათ, ახალმთვარეობა ესაა ასტრონომიული მოვლენა, როდესაც დღის და ღამის მნათობები ერთმანეთის სიახლოვეს განლაგდებიან, პიკი საქართველოს დროით იქნება 23:31 საათზე.
სიმართლე გითხრათ, მიუხედავად იმისა, რომ მთვარეს ექნება დაძაბული ასპექტები პლანეტებიდან მარსსა და პლუტონზე, უნდა აღინიშნოს, რომ დრო იდეალურია ნებისმიერი საქმის ტრანსფორმაციისთვის.
შეცვალეთ თქვენს თავში, საქმეში, ბიზნესში და ა.შ. ის, რაც არ მოგწონთ ან თუ ფიქრობთ, რომ კონკრეტულმა სეგმენტმა თავისი დრო ამოწურა ყველას და ყველაფერს მიუჩინეთ თავის ადგილი. შეიძლება ეს პიროვნებებსაც კი ეხებოდეს.
საშიში და სახიფათოა ზედმეტი პირდაპირობა, უხეშობა და მოუთმენლობა. რეორგანიზაციას გაგებით მოეკიდეთ. თუ შეძლებთ რომ ჩართოთ მეტი დიპლომატიურობა და სიმშვიდე, ამით გაცილებით დიდ დაბრკოლებებს აირიდებთ თავიდან!
ერთგვარი გზაჯვარედინი იქნება ახლა ბევრი ადამიანის, მათ შორის, ერების, სახელმწიფოების შემთხვევაშიც. კითხვა ასე დაისმება: შეგვაქვს რამე ცვლილებები ჩვენს სავალ ბილიკზე, თუ ვრჩებით მოცემულ გარემოში? თუ ატყობთ რომ გჭირდებათ ცვლილება, მაშინ იმოქმედეთ, ოღონდ გახსოვდეთ, რომ თითოეული ნაბიჯი ზუსტად უნდა გქონდეთ გათვლილი! სხვა შემთხვევაში, კონფლიქტების შანსები მაღალია.
ეს დრო, აგრეთვე, ძალიან კარგია სტიქიებიდან მიწის ელემენტთან კავშირისთვის, ბუნებაში გასვლისთვის, ბევრმა შეიძლება რამე მნიშვნელოვანის წამოწყება ან ფუნდამენტური იდეების გატარება სცადოს, რაც ურიგო არ იქნება, თუ ტრანზიტებიც შეგიწყობთ ხელს.
ხოლო, ვინც მუშაობთ უძრავი ქონების სააგენტოებში, სწორედ ახლა გექნებათ თქვენ სერიოზული გამოწვევები ან თუ გსურთ ნაკვეთის - ბინის შეძენა, რემონტი და სხვა ... ეცადეთ, რომ ყველა დოკუმენტი გქონდეთ სამართლებრივად დეკლარირებული, რომ რამეზე არ მოგედავონ!
ჯამში, აპრილის ბოლო პერიოდი დამუხტულია, ცოტა დაძაბულიც, მაგრამ ნებისმიერი სახის ცვლილებას და გარდაქმნას შრომა სჭირდება, რომლითაც მოდის შემდგომ შედეგი!
გისურვებთ ბედნიერ და ნაყოფიერ დღეებს!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ივა კუზანოვი იუბილარია - რა კადრებს აქვეყნებს ნინო ნადირაძე