„როგორ გავათავისუფლოთ გონება უარყოფითი ფიქრებისგან“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში Lakshmi Birthstones წერს და გვიზიარებს რჩევებს.
„როგორ გავათავისუფლოთ გონება უარყოფითი ფიქრებისგან:
ჩვენი აზროვნება ძლიერი ინსტრუმენტია, რომელსაც შეუძლია ძალიან მოკლე დროში სრულიად გარდაქმნას ჩვენი ცხოვრება. უარყოფითი ფიქრები გონებაში ქმნის ყველაზე ბნელ სურათებს, რომლებიც გვაიძულებს მოვემზადოთ უარესისთვის და გვეშინოდეს სიხარულის განცდის.
„რაზეც ვფიქრობთ, სწორედ იმას ვიღებთ.“ ეს ფრაზა საუკეთესოდ აღწერს უარყოფითი ფიქრების შედეგებს. ადამიანი, რომელიც ყოველდღე ცხოვრებისგან სირთულეებსა და წინაღობებს ელოდება, საბოლოოდ თავადვე იზიდავს ამ ყველაფერს.
თუ დარწმუნებულები ვართ, რომ ახალი ურთიერთობა კარგს ვერაფერს მოგვიტანს, დაშორება გარდაუვალი ხდება.
თუ ვამბობთ, რომ ახალ სამსახურებრივ პოზიციას, რომელსაც თავს შესანიშნავად გავართმევდით, ჩვენს ნაცვლად სხვა მიიღებს — დიდი ალბათობით, ეს ასეც იქნება.
ჩვენი ცნობიერება უარყოფით ფიქრებს იღებს როგორც პროგრამას და რეალობას აზროვნების მოთხოვნების შესაბამისად ცვლის. ეს ნიშნავს, რომ თუ გონებრივად ვისწავლით სამყაროსა და მომავლის პოზიტიური სურათის შექმნას, მივიღებთ იმას, რაც გვინდა.
მოვიშოროთ სამყაროს ნეგატიური ხედვა შემდეგი ტექნიკების მეშვეობით და გარდავქმნათ აზროვნება პოზიტიურისკენ.
ტექნიკა 1: ჩიტების გაშვება
წარმოვიდგინოთ ჩვენი ყველა ფიქრი ჩიტების სახით, რომლებიც ჩვენი ცნობიერების დიდ ხეზე სხედან. იმ მომენტში, როცა საკუთარ თავს „გამოვიჭერთ“ ნეგატიურ ფიქრებში, გონებრივად შემოვკრათ ტაში, ვაიძულოთ ყველა ჩიტი გაფრინდეს და გაქრეს.
დროთა განმავლობაში ეს სულ უფრო კარგად გამოგვივა, რის შედეგადაც ფიქრების ნაკადიდან უფრო მარტივად შევძლებთ უარყოფითი თვითშთაგონების განდევნას. როცა ვისწავლით ფიქრების მკაფიოდ გამიჯვნას, შევძლებთ განვდევნოთ მხოლოდ უარყოფითი ფიქრები და დანარჩენი კი შევინარჩუნოთ.
ტექნიკა 2: გავუშვათ წარსული და მომავალი
ეს ტექნიკა გვეხმარება ვიცხოვროთ დღევანდელი დღით — „აქ და ახლა“, გავუშვათ შიშები, ზედმეტი ფიქრები და მოგონებები. მედიტაციის ჩატარება შეგვიძლია როგორც დილით, ასევე საღამოს, ძილის წინ. მოვდუნდეთ და წარმოვიდგინოთ მშვიდი ადგილი, მაგალითად, მდინარის ნაპირი.
დავაკვირდეთ საკუთარ თავს და წარსულთან დაკავშირებულ ფიქრებს. გავწყვიტოთ ამ აზრებთან კონტაქტი და წარმოვთქვათ სიტყვები:
„მე ვუშვებ ყველა წარსულთან დაკავშირებულ ფიქრს.“
შემდეგ წარმოვიდგინოთ მეორე ნაკადი, რომელიც მომავალთან დაკავშირებული ფიქრებია.
გავუშვათ ის და ვთქვათ: „მე ვუშვებ ყველა შიშსა და ფიქრს, რომელიც მომავალთან არის დაკავშირებული.“
შევიგრძნოთ თავისუფლება საკუთარ თავში და ვთქვათ:
„მე ვცხოვრობ დღეს, აქ და ახლა. წარსულს არ აქვს ჩემზე ძალაუფლება, რადგან მან ჩაიარა. მომავალს არ აქვს ჩემზე ძალაუფლება, რადგან ის ჯერ არ დამდგარა. მე ვარ აქ — დღევანდელ დღეს.“
სწორედ ამ მდგომარეობაში — წარსულთან მიჯაჭვულობისა და მომავლის შიშის გარეშე — ვიწყებთ საკუთარი თავის ნამდვილ მოსმენას. შედეგად, ვიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მიგვიყვანს იმ ცხოვრებასთან, რომელიც გვინდა. მხოლოდ აწმყო მომენტში გვაქვს ძალის ცენტრი, საიდანაც იბადება სიმშვიდე, თავდაჯერება და საკუთარი ცხოვრების შეცვლის უნარი.
ცნობიერება ჩვენი სივრცეა. ის უნდა იყოს საყრდენი და არა ტკივილის წყარო. თუ აზრები ცხოვრებაში ხელს გ ვიშლის, ეს ნიშნავს, რომ შინაგანი წესრიგის დამყარების დრო დადგა“, - ვკითხულობთ გავრცელებულ პოსტში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„არ არის სასურველი ფულის ვალად გაცემა ან ბანკში შეტანა!“ - 11 თებერვლის მეტაფიზიკური პროგნოზი
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით