 
        
        წიგნის „გონების კოდი“, მედიტაციის საიდუმლო გზა-წარმატებამდე, ავტორი ზეზვა ჯაიანი სოციალურ ქსელში სამოტივაციო შინაარსის პოსტს აქვეყნებს.
მისი თქმით, სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და საინტერესო პროცესია. შემოქმედებითობის კანონი, პრინციპი, რომლის მიხედვითაც, ყოველი ადამიანი არის შემოქმედი:
„შემოქმედებითობის კანონი, როცა შენ ქმნი საკუთარ რეალობას:
სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და საინტერესო პროცესია. შემოქმედებითობის კანონი, პრინციპი, რომლის მიხედვითაც, ყოველი ადამიანი არის შემოქმედი, თავისი ცხოვრების ავტორი და ენერგიის მატარებელი, რომელიც ფიქრით, ემოციითა და მოქმედებით ქმნის რეალობას.
შენი ყოველი აზრი ეს არის თესლის მარცვალი, რომელიც ენერგეტიკულ ველში ნერგავს შედეგს. თუ ფიქრობ შიშით ქმნი დაბრკოლებებს. თუ ფიქრობ სიყვარულითა და ნდობით სამყაროს აძლევ საშუალებას აგისრულოს ის, რაზედაც კონცენტრირდები.
შემოქმედებითობა არ არის მხოლოდ ხელოვნება, ეს არის ცხოვრების სტილი.
როცა ამ კანონს ცნობიერად იყენებ, ხვდები, რომ ყოველი დღე არის ტილო, რომელზედაც შენ თავად წერ საკუთარ ისტორიას.
შეგიძლია დახატო ტკივილი, ან შეგიძლია დახატო სიხარული. შეგიძლია შექმნა ეჭვი, ან შეგიძლია შექმნა რწმენა. სამყარო უბრალოდ ასახავს იმ ენერგიას, რომელსაც უშვებ მასში.
გახსოვდეს:
• რასაც წარმოსახავ, ის იწყებს მატერიალიზაციას.
• რასაც ყოველდღიურად იმეორებ გონებაში, ის ხდება შენი პროგრამა.
• რასაც გრძნობ გულით, იმით იზიდავ ახალ გამოცდილებებს.
შემოქმედებითი კანონი გვასწავლის, რომ შენი გონება არის ფუნჯი, შენი ემოციები საღებავი, და შენი ცხოვრება ტილოა, რომელიც მუდამ მზადაა ახალი ფერის მისაღებად.
როცა ეს მიხვედრა სიღრმეში აღწევს, იწყებ ცხოვრების მართვას, არა შემთხვევითობების, არამედ შთაგონების გზით.
შექმენი სიყვარულით, იფიქრე პოზიტიურად და ნახავ, როგორ გარდაიქმნება სამყარო შენს ირგვლივ“, - წერს ზაზა ჯაიანი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „რასაც მტრობა ანგრევს იმას სიყვარული აშენებს...“ - დეკანოზი შალვა კეკელია
