ასტროლოგი ქეთი ოდიშელი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ასტროლოგიურ მოვლენებზე და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს.
ამჯერად იგი ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც ამბობს, ფსიქოლოგიურად რომ გაჯანსაღდეს კაცობრიობა, არც მხატვრობა იარსებებდა, არც მწერლობა, არც ფული და არც პოლიტიკოსები:
„ზვიგენს სხვა თევზებისგან განსხვავებით არ აქვს საცურავი ბუშტი, ანუ მუდმივად თუ არ იმოძრავა, ჩაიძირება!
ამიტომ ამბობენ ზოგიერთ ადამიანზე, თავის საქმეში ზვიგენიაო...
ჰოდა რას მოვაყოლე ახლა ეს... თუ გაქვს ამბიცია, რომ ფსიქოლოგიურად ჯანსაღი და გაწონასწორებული პიროვნება ხარ, 2 ამბავი მაქვს შენთვის, კარგი და ცუდი.
კარგი ის არის, რომ თუ კარგად იცი რა არის კმაყოფილების განცდა და ყველაფრისგან შეგიძლია მიიღო სიამოვნება: პროცესით, ქმედებით, გაჩერებით, დასვენებით... შენ ცხოვრებას ამუღამებ!
ცუდი ის არის, ცხოვრების სიამოვნების განცდა თუ გაქვს, შენგან ბიზნესმენი არ გამოვა, რადგან ბიზნესში კმაყოფილება და სიამოვნების განცდა ცოტა რთული ამბავია, აქ მთავარია მოძრაობა, ამიტომ თუ ბიზნესის მართვა გიწევს, ჯობია დროულად ნახო სათანადო სანდო ( სანდოობაზე ცალკე დავწერ მოგვიანებით) "ზვიგენი" და მას ჩააბარო მმართველობა...
P.S. მოკლედ ფსიქოლოგიურად რომ გაჯანსაღდეს კაცობრიობა, არც მხატვრობა იარსებებდა, არც მწერლობა, არც ფული და არც პოლიტიკოსები, მასონები და შესაძლოა ეს პოსტიც არ დაწერილიყო...“, - წერს ქეთი ოდიშელი.
ასევე დაგაინტერესებთ: