ასტროლოგი უჩა სიხარულიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად გამომწერებს საინტერესო ინფორმაციებს უზიარებს.
ამჯერად, იგი ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც გვასწავლის, როგორ გავიგოთ ის ასაკი, როცა წარმატების ყველაზე მაღალი შანსი გვაქვს:
„ასტროლოგიური „წინასწრმეტყველების“ ერთ-ერთი მეთოდია გრადუსების გამოყენება კონკრეტული თარიღის დასადგენად.
მაგალითად, თუ გინდათ გაიგოთ, დაახლოებით, რომელ ასაკში გააქტიურდება თქვენი წარმატების შანსი, ამისათვის ნახეთ, მზის წინ არსებული პლანეტები და გადათვალეთ იმ კონკრეტული პლანეტებიდან, რამდენი გრადუსია მზემდე - ეს არის ის ასაკი, როდესაც გვეძლევა რეალიზების შანსი.
მაგ: თუ მზე არის ტყუპების 22°-ზე და იუპიტერი არის კუროს 14°-ზე, ესე იგი იუპიტერიდან მზემდე არის 38°, ანუ 38 წელი.
ერთი გრადუსი არის ერთი წელი.
უმჯობესია თუ მზის წინ არსებული პლანეტა იქნება ნეპტუნის, პლუტონის, ქირონის და ლილიტის გარდა ნებისმიერი სხვა“, - წერს უჩა სიხარულიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:
🎯ნდობის ანატომია: როდის ანგრევს ზედმეტი მცდელობა ჩვენს ცხოვრებას?
⭕„სილამაზე, ეშხი, დახვეწილობა...“ - როგორ აფასებენ ალექსანდრა პაიჭაძის ახალ ფოტოებს