მსახიობი და ფოტომოდელი, თამო ვაშალომიძე აქტუალობას არ კარგავს. იგი ხშირად გვიზიარებს ყოველდღიური ცხოვრებიდან კადრებს და კარიერაში სიახლეებს გვამცნობს.
ამჯერად მან გამომწერებს და გულშემატკივრებს სასიხარულო ინფორმაცია გაუზიარა.
თამომ თბილისში, საბურთალოზე 6 ოთახიანი ბინა შეიძინა:
„ბინა ვიყიდე. მე და ბავშვების საოცნებო ბინა.
ხომ შევპირდი ჩემს თავსაც და თქვენც, რომ შევიძენდი სექტემბრამდე? ჰოდა მობრძანდით. უდიდესი ბინა ვიყიდე და მინდა, გაჩვენოთ.
ვერც წარმოიდგენთ როგორი ბედნიერი ვარ, 6 ოთახიანი ბინა ვიყიდე საბურთალოზე, უცხოვრებელი“, - ამბობს თამო ვაშალომიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„სილამაზე, ეშხი, დახვეწილობა...“ - როგორ აფასებენ ალექსანდრა პაიჭაძის ახალ ფოტოებს