დღეს, 25იანვარს მთვარის მეექვსე დღეა - როგორი იქნება ეს დღე, რასთან უნდა ვიყოთ ფრთხილად და რა არის ამ დღის თავისებურებები? - ამის შესახებ სოციალურ ქსელში დარეგისტირებული გვერდი Lakshmi Birthstones წერს.
„მთვარის მეექვსე დღე:
დღის სიმბოლო: წერო, ღრუბელი, წმინდა წინასწარმეტყველური ფრინველი ივიკი.
დღის მინერალები: ჰიაცინტი, ციტრინი
დღის აღწერა:
მთვარის მეექვსე დღე ბედნიერად მიიჩნევა. ამ დღეს იღბალი ჩვენს მხარესაა. შეიძლება ვიპოვოთ დაკარგული ნივთები. ასევე გვაქვს შანსი ოჯახის წევრებთან, ახლობლებთან და პარტნიორებთან სასიამოვნოდ გავატაროთ დრო. ეს დღე ხომ 6_იანს, სიყვარულის პლანეტა ვენერას რიცხვს უკავშირდება.
მთვარის მეექსვე დღეს გვეძლევა საშუალება გამოვავლინოთ ჩვენი ნიჭები და უნარები. გვეძლევა შანსი წარმატებას მივაღწიოთ მრავალ სფეროში.
დღე კარგია ადამიანების გასაცნობად, ახალი გეგმების ჩამოსაყალიბებლად.
ამ დღეს შეგვიძლია ვიფიქროთ მომავლის გეგმებზე, მიზნების მიღწევასა და სასურველის მიღებაზე. ამაში მთვარის ენერგია დაგვეხმარება. ძლიერდება ჩვენი ინტუიციაც. ამ დღეს წინათგრძნობა არ გიღალატებთ.
ვარცხნილობა:
თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გაწუხებთ, თმის შეჭრა გამოკეთებაში დაგეხმარებათ. ასევე, ვარცხნილობის ცვლილება გამოგადგებათ ფულის მოზიდვაშიც. რეკომენდირებული არ არის თმის შეღებვა - ამან, შეიძლება, ოჯახში ან სამსახურში კომფლიქტი მოგვიტანოს. ენერგიის მოსაზიდად ატარეთ სადა ვარცხნილობა.
შევეცადოთ გავაკონტროლოთ ემოციები.
მებაღეობა:
გამომდინარე იქიდან, რომ მთვარის ფაზები იზრდება, ამ დღესაც შეგვიძლია მცენარეების მოვლა.
ამ დღეს გირჩევთ:
დღის სიმბოლო - წერო ერთდროულად არის დაკავშირებული ჰაერისა და წყლის სტიქიებთან. შესაბამისად, დღე ამ ორი სტიქიის გამაერთიანებლად მიიჩნევა.
საქმეები თანმიმდევრულად, აუჩქარებლად უნდა ვაკეთოთ.
მთვარის მეექსვე დღე წინა დღისგან გამოწვეული ქაოსის დასალაგებლად გვეძლევა.
ამ დღეს არ ხდება უეცარი ცვლილებები. ნუ გექნებათ რაიმე უჩვეულოს მოლოდინი. პერიოდი მშვიდია. არ ჩანს საქმის პირველი შედეგებიც. შეიძლება, ისეთი შთაბეჭდილებაც კი დაგრჩეთ, რომ დროს ტყუილად კარგავთ.
მთვარის მეექვსე დღე მშვიდი დასვენების დღეა. ამიტომაც, თავი შეიკავეთ მოგზაურობისგან, ამან შეიძლება ცუდი შედეგები მოიტანოს. სასურველი არ არის პირადი ნივთების გაცემა ან თხოვება. ამ შემთხვევაში მიმღებმა, შეიძლება, ჩვენი სიმშვიდე და იღბალი მიითვისოს.
დღის თავისებურებები:
როგორც ავღნიშნეთ, დღე დასვენებისთვისაა შესაფერისი. შეეცადეთ არ იყოთ სულსწრაფნი, წინდაუხედავნი. არ აყვეთ პროვოკაციას, შეინარჩუნეთ სიმშვიდე, იყავით ლმობიერნი და მომთმენნი. მაგალითი აიღეთ სტიქიებისგან: იყავით მსუბუქი, მოძრავი, როგორც - ჰაერი. აისხლიტეთ უარყოფითი ენერგია როგორც - წყალმა“, - ვკითხულობთ გავრცელებულ პოსტში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ფული მოდის ოფიციალური სამსახურიდან ან ტრადიციული ბიზნესიდან“ - 25 იანვრის ტაროლოგიური პროგნოზი