Digest Logo

„როცა ჩვენ დუშს ვიღებთ და გარედან ვიწმინდებით, ამ დროს სხეულში ვუშვებთ კოლოსალური რაოდენობით საწამლავს“ - რას წერს მეტაფიზიკოსი

1769332118
დუშ აბაზანა

მეტაფიზიკოსი ვატო მსხილაძე სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო სტატუსს აქვეყნებს, სადაც შხაპის მიღების შესახებ წერს.

მისი თქმით, როცა ჩვენ დუშს ვიღებთ და გარედან ვიწმინდებით, ამ დროს სხეულში ვუშვებთ კოლოსალური რაოდენობით საწამლავს. იგი აღნიშნული საკითხის შესახებ რჩევებს გვიზიარებს:

„შხაპი - გაზის კამერა საკუთარ აბაზანაში და გამოსავალი
მეგობრებო, წყალზე არაერთხელ დავწერე. ვისაც გახსოვთ, რომ სასმელად ონკანის წყალი მძიმე მეტალებით, ქლორით და ათასი ნაგვით არის გაჯერებული, რის გამოც უკუ ოსმოსის სისტემა და შემდგომ მისი ხელოვნური მინერალიზაცია ყველაზე ოპტიმალური გამოსავალია. მაგრამ სასმელი წყალი პრობლემის მხოლოდ ერთი ნაწილია. ახლა უშუალოდ დუშს შევეხოთ, სადაც მდგომარეობა ბევრად უფრო მძიმე და საგანგაშოა.

ალბათ გაგიგიათ, რომ ორგანიზმში ნივთიერების მოხვედრის სისწრაფით პირველ ადგილზე ინექციაა, შემდეგ კი შესუნთქვა აირი. კუჭიდან შეწოვა გაცილებით ნელა ხდება. როცა ჩვენ დუშს ვიღებთ და გარედან ვიწმინდებით, ეგეც საკითხავია ვიწმინდებით თუ არა... ამ დროს სხეულში ვუშვებთ კოლოსალური რაოდენობით საწამლავს.

წარმოიდგინე პროცესი... ონკანში მოდის ქლორიანი წყალი, შენ უშვებ ცხელ ნაკადს. ტემპერატურის ზემოქმედებით ქლორი მყისიერად ორთქლდება და გადაიქცევა აირად. პატარა დახურულ აბაზანაში შენ ფაქტობრივად დგახარ ქლორის ღრუბელში. სულ რაღაც 10-წუთიანი ცხელი შხაპის დროს, შენ ისუნთქავ იმდენ ქლორს, რამდენიც შეიძლება 20 ლიტრი ონკანის წყლის დალევისას მიგეღო. ეს აორთქლებული შხამი ფილტვებიდან პირდაპირ სისხლში გადადის და უმოკლეს დროში უტევს ნერვულ სისტემას. ეს არის პირდაპირი დარტყმა ნეირონებზე, რაც იწვევს ქრონიკულ დაღლილობას, ტვინის დაბურვას და კანის გამოშრობას.

მაგრამ, როგორც ყოველთვის, გამოსავალი არსებობს და აქ ერთი ძალიან კარგი ამბავი მაქვს.
თბილისში, ისევე როგორც საქართველოს უმეტეს ნაწილში, წყლის დეზინფექციისთვის გამოიყენება ელემენტარული თხევადი ქლორი და არა ქლორამინი. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გაგვიმართლა. ქლორი არის აქროლადი ნივთიერება. თუ წყალს ჭიქაში დაასხამ, ის მალე ორთქლდება. მისი დაჭერა და გაფილტვრა ძალიან ადვილია ჩვეულებრივი ნახშირის ფილტრით ან კდფ ტექნოლოგიით.

ამის საპირისპიროდ, ამერიკაში და ევროპის ნაწილში იყენებენ ქლორამინს ანუ ქლორისა და ამიაკის ნაერთს. ის არ ორთქლდება, წყალში ცემენტივით ზის და მისი მოშორება ურთულესია. ანუ, ამერიკაში რომ იყო, გაცილებით ძვირიანი და რთული სისტემები დაგჭირდებოდა. აქ კი პრობლემა მარტივად გვარდება.
სწორედ ამიტომ, ჩვენს პირობებში იდეალურია AquaBliss SF500 ფილტრი (ლინკს კომენტარებში დავტოვებ). ის სპეციალურად არის შექმნილი ასეთი ტიპის დაბინძურების აღმოსაფხვრელად და იდეალურად მუშაობს ჩვენს წყალზე. რაც მთავარია, მისი დაყენება უმარტივესია - არ სჭირდება ხელოსანი, უბრალოდ მოხსნი შხაპის თავს, შუაში ჩააყენებ ამ ფილტრს და ისევ მიაგრებ. სულ 2 წუთის საქმეა.

დაიმახსოვრეთ, ტოქსინების მინიმიზაცია არის ერთადერთი გამოსავალი, რომ ადამიანმა დაიბრუნოს ის სენსორული უნარები და ინტუიცია, რაც ამ ტოქსიკურმა გარემომ ბოლომდე დაუხშო. სუფთა წყალი არ არის ფუფუნება, ეს არის საწყისი წერტილი საკუთარი თავის დაბრუნებისკენ“, - ვკითხულობთ გავრცელებულ პოსტში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ფული მოდის ოფიციალური სამსახურიდან ან ტრადიციული ბიზნესიდან“ - 25 იანვრის ტაროლოგიური პროგნოზი

⭕„სიფრთხილე გამოიჩინეთ გზებზე, მაღალია ავარიების ალბათობა“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი

⭕„დაალაგეთ სახლი და გაათავისუფლეთ სივრცე ძველისგან“ - 25 იანვრის ტენდენციები თაკო მელიქიშვილისგან