
„შემდეგი კვირიდან სამყაროში კოსმოსური ქარიშხალია გამოცხადებული, ეს ნიშნავს, რომ დედამიწა უარყოფით ენერგოველში შედის, ამიტომ შეცდომების, ცდუნებების ალბათობა მათ შორის ფულთან მიმართებით არის ძალიან მაღალი.
სამაგიეროდ, ხვალიდან პლანეტა ვენერა გადადის კუროს ზოდიაქოში. ეს ნიშნავს, რომ სამყარო ყველასგან ითხოვს მაქსიმალურ ეკონომიურ ხარჯვას. ივნისი გვეუბნება - შვიდჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი სანამ ფულს დახარჯავთ, არანაირი სესხის აღება, გაცემა - მერე შეიძლება გაწვალდეთ.
არ არის სასურველი კრედიტის აღება, თუ მაინც და მაინც ყველა პუნქტს გადახედეთ. კუროს კრედო ყაირათიანად ხარჯვას მოითხოვს. ფრთხილად იყავით ფინანსური კუთხით. 26 ივნისამდე არ არის სასურველი მანქანის შეძენა, ბინის შეძენა და მნიშვნელოვანი ბიზნეს საქმიანობაში ფულის ჩადება“, - ამის შესახებ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა გადაცემაში „პოსტ ალიონი“ ისაუბრა და საზოგადოებას მნიშვნელოვანი რეკომენდაციები გაუზიარა.
რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს და ფინანსებს:
ვერძი - ფინანსური კუთხით ძალიან კარგი პერიოდი აქვთ. ადრე დაწყებული იდეებით, გეგმებით მოვა დივიდენდები. შეიძლება პრემიები, ბონუსების წინაშეც აღმოჩნდეთ. თხოვნაა არავითარი ზედმეტი ხარჯი!
კურო - ფინანსისტია, მეორე ფავორიტი ნიშანია ფინანსებში. მისი ბიზნესი და შემოქმედება ფინანსურად იქნება მოგებიანი. გჭირდებათ აქტიური მოქმედება, ნუ იზარმაცებთ. შემოუძახეთ საკუთარ თავს.
ტყუპები - ახლა თქვენი დროა, ყველაზე იღბლიანი და აქტიურები ხართ, თქვენს ხელშია ასპარეზი. მიდექით, მოდექით ოღონდ სიფრთხილით. თხოვნაა ფინანსებთან დაკავშირებით ზედმეტი არ ილაპარაკოთ, გაასაიდუმლოვეთ.
კირჩხიბი - ერთ-ერთი ურთულესი პერიოდი გაქვთ, ამიტომ იყავით ფრთხილად, ყურადღებით, არ გაიფუჭოთ საქმე. 20 რიცხვის შემდეგ თქვენში იქნება მზე, მერკური და გამარჯვების პლანეტა იუპიტერიც. ნუ ჩავარდებით ვალებში, თორემ ბევრი შრომა მოგიწევთ.
ლომი - რეფორმები იქნება თქვენი ფინანსური წყარო, მაგალითად ინტერნეტთან ურთიერთობა. მეგობრული კონტაქტებიდან წამოვა საინტერესო იდეა ერთობლივი თანამშრომლობის, რაც იქნება მოგებიანი.
ქალწული - თქვენი ფინანსები მოვა უცხოეთიდან, ამიტომ მეტი კონტაქტი დაამყარეთ მათთან. ძალიან კარგად იცით ფულის ყაირათიანად ხარჯვა.
სასწორი - აუცილებელია ენაზე კბილის დაჭერა, ნუ ისაუბრებთ ფინანსებზე, თუმცა პარტნიორული ურთიერთობებისგან მოვა ფინანსები, საინტერესო იდეები, რაც იქნება მოგებიანი. შანსები წარმატებისა გაქვთ, გამოავლინეთ თქვენი ნიჭი.
მორიელი - ფინანსური გენიოსია. დივიდენდები მოვა პარტნიორული ურთიერთობებისგან, გაქვთ კარგი შანსები ფინანსური გაძლიერების. ნუ დახარჯავთ ზედმეტ ფულს.
მშვილდოსანი - კარგი პერიოდია ფინანსების მოსაზიდად. გააძლიერებთ პოზიციებს პედაგოგიაში.
თხის რქა - ფინანსური კუთხით პერიოდი კარგია. ლატარიებში ჩართვა იქნება მოგებიანი, დიზაინი, არქიტექტურაც იქნება ფინანსური შემოსავლის წყარო.
მერწყული - შანსები გაქვთ ადრეული საქმეებიდან მიიღოთ ფინანსები. თანხები არ ჩადოთ ბიზნესში, სახლისთვის თუ რამე გაქვთ საყიდელი კი ბატონო. საეჭვო ადამიანების წინადადებას ნუ მიიღებთ.
თევზები - მრავალფეროვანი შეხვედრები, კონტაქტები მოიზიდავს ფინანსებს. თუ ხართ ჟურნალისტიკაში, სარეკლამო სფეროში მოგივათ დიდი ფინანსები.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ერთი წელი საშინელ ტკივილებთან ბრძოლაში“ - ჯანმრთელობის რა პრობლემა შეექმნა სალომე შარვაძეს?