Digest Logo

„დედა რეანიმაციაში რჩება, შესაძლოა შვილი რომ ნახა გათიშული უფრო დამძიმდა მისი მდგომარეობა, რადგან ბავშვი დიდი ხნის გარდაცვლილი იყო“ - ახალი დეტალები ხაშურში 9 წლის ბავშვის გარდაცვალებაზე

1749126920
სასწრაფო დახმარება

ხაშურში 9 წლის ბავშვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი.

„საკვებით ინტოქსიკაცია ერთ-ერთი ვერსიით, საკვების ნიმუშები აიღეს და ლაბორატორიაში გაგზავნეს, სოკოთი მოწამვლის ვერსიაც არის, მაგრამ მე რაც ვნახე სახლში აჯაფსანდალი და ლობიანი ჰქონდათ.

დედა რეანიმაციაში რჩება, გული აქვს მძიმე მდგომარეობაში, შესაძლოა შვილი რომ ნახა გათიშული, ამან კიდევ უფრო დაამძიმა დედის მდგომარეობა, რადგან ბავშვი დიდი ხნის გარდაცვლილი იყო“, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი „მოზაიკასთან“ საუბრისას.

ინფორმაციისთვის, 5 ივნისს, დილით ხაშურში სამსახურიდან სახლში მისულ კაცს 9 წლის შვილი გარდაცვლილი დახვდა, ხოლო მეუღლე უგონო მდგომარეობაში მყოფი იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„როგორ მენატრები...“ - გიგა ცხელიშვილი გარდაცვლილ მეუღლეზე

⭕„რამხელა ბედნიერებაა, 30 წელი სცენაზე და სცენის მიღმა, თქვენს გვერდით ყოფნის პატივი მქონდა!“ - კახი კავსაძე 90 წლის გახდებოდა

⭕„ერთი წელი საშინელ ტკივილებთან ბრძოლაში“ - ჯანმრთელობის რა პრობლემა შეექმნა სალომე შარვაძეს?